ძველისა და ახლის ურთიერთობის სურათებია გამოხატული მიხეილ ჯავახიშვილის რომანში „თეთრი საყელო“. აქ აღწერილია სპილენძის საძიებლად ალაზნის სათავეებისკენ - ბორბალოს მთებში ელიზბარის მოგზაურობა. ელიზბარი, რომელსაც შემდგომ ჯურხამ ვაჟიკა შეარქვა ცივილიზაციაზეა გულაყრილი, ამიტომ გადაწყვეტს ხევსურეთში წასვალას. აღწერილია მისი ხეტიალი მიუვალ მთებში და ძმადნაფიც ჯურხასთან შეხვერდა. ამის შემდგომ უკვე ჯურხას ისტორიის თხრობაც იწყება. იგი ხევსურია, რომელიც თბილისში წამოვიდა. თავბრუ დაახვია ქალაქის ხმაურმა, ეტლებმა და მანქანებმა. კინტოებმა იგი დუქანში მიიწვიეს, დაათვრეს და გაფცქვენს. თავად კი მეორე დღეს სასაფლაოზე გაიღვიძა. ჯურხამ ძლივს მიაგნო ბიძას - თოთია წიკლაურს. აქ გაიცნო პირველად მან ელიზბარი. ჯურხას მისი სახელი არ მოეწონა და ვაჟიკა შეარქვა. აქვე გაიცნო ძიძიგურის ცოლი იამზე, მისი ქალიშვილები ხათუთა და მზექალა. ჯურხამ მზექალა დანიშნა. შემდეგ ელიზბართან ერთად რუსეთში წავიდა და ომის ფრონტზე მოხვდა. ომიდან დაბრუნებული კი თავის ხევსურეთს დაუბრუნდა.

      ჯურხა ძველი ტრადიციების მოყვარეა. მას სურს რომ ბაგრატიონის გვარი ისევ გამეფდეს. ამ მეგობარს ესტუმრა ელიზბარი ხევსურეთში. აქ გააცნეს უმალაზესი ხევსური გოგონა ხათუთა და ვაჟიკას გულწრფელად შეუყვარდა. თუმცა მისთვის ბრძოლა უწევს. მან მოკლა მისი მეტოქე დათია და ხათუთა ცოლად შეირთო. ელიზბარი გამოიწრთობა ხევსურეთში, გაწიკლაურდება და ვაჟკაცის სახელსაც დაიმკვიდრებს.

      შემდეგ მოთხრობილია ვაჟიკასა და ჯურხას ნადირობის ეპიზოდი, რომლის დროსაც სპილენძის საბადოებს წააწყდებიან. ჯურხა უმალავს საბადოებს ვაჟიკას, რადგან არ სურს ცივილიზაცია მათშიც შემოვიდეს. მას არც განათლების შემოსვლა სურს, რადგან განათლებას გადაშენებასთან აკავშირებს.

      საბოლოოდ ელიზბარი, როგორ ქალაქის მკვიდრი ვეღარ უძლებს ხევსურეთში ცხოვრებას. მას უყვარს ხევურები, ეს მხარე, მათი ტრადიციები, მათი იდეები თუ იდეალები, თუმცა არ შეუძლია გაიზიაროს იგივე. მაშინ, როდესაც იგი ცივილიზაციას გამოექცა, რაც სჭირდებოდა სწორედ მათთან ურთიერთობა იყო. მას ხიბლავდა მათი ბუნებასთან სიახლოვე. ბუნება იყო ის, რომლის მეშვეობითაც ახალი ძალები შეიძინა ვაჟიკამ. იგი იპარება ხევსურეთიდან და ხათუთას უტოვებს წერილს, რომელშიც მადლიერებას გამოხატავს მათ მიმართ, მაგრამ ქალაქში სხვა რამ ელოდება. იმის, რასაც ხევსურები უყვებოდნენ, თავიდან გულწრფელად სჯეროდა, მაგრამ ახლა აღარც კუდიანი ოჩოპინტრის სჯერა, აღარც თეიმურაზ ბატონიშვილის და საერთოდ არაფრის. ეს მას უკვე აღარ სჭირდება.

      მიხეილ ჯავახიშვილმა ამ რომანში ერთმენთს შეუდარა პრიმიტიული, კარჩაკეტილი ცხოვრება და ცივილიზებული ქალაქი. როგორც ჯავახიშილიც აღნიშნავს, მან კულტურას გაამარჯვებინა. მიუხედავად ამისა, ჯავახიშვილი ხაზს უსვამს თავისებურ სიკეთეს მთის ცხოვრებასა და ტრადიციაში. მართალია, „თეთრს საყელოში“ უპირატესობა ცივილიზაციას აქვს მინიჭებული, თუმცა იგი არაფერია ბუნებასთან სიახლოვის, სიკეთისა და სიჯანსაღის გარეშე. ნაწარმოებში არ გვაქვს ქალაქისა და მთის დაპირისიპირების სურათი მოცემული, არამედ აქ უფრო შედარებულია მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. აუცილებელია კარჩაკეტილობისა და პრიმიტიულობის მოსპობა მთაში, ისევე როგორც ცივილიზაციისათვის არის აუცილებელია სიკეთე და ის სიჯანსაღე, რომელსაც ელიზბარი ხევსურების დახმარებით ეზიარა.

ტეგები: Qwelly, განხილვა, ლიტერატურა, ჯავახიშვილი

ნახვა: 12124

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm 0 კომენტარი

ქალთა უფლებები

ქეთევან პოპიაშვილი

პრეზენტაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…

გაგრძელება

Qwelly World

free counters