კალინიკე დაიბადა კილიკიაში. იგი კეთილმსახურმა მშობლებმა ქრისტეს სარწმუნოების ერთგულებით აღზარდეს. წმიდანი ფეხის ყოველ ნაბიჯზე ხედავდა კერპთმსახურთა უგუნურებას და გადაწყიტა, მოციქულებრივი ღვაწლი ეტვირთა. იგი დაუზარლად დადიოდა სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში და დაუცხრომლად ქადაგებდა სახარების სწავლებას. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს, ქალაქ ანკვირიაში ნეტარი კალინიკე სამსჯავროზე წარადგინეს, ქრისტიანთა სასტიკი მდევნელის, საკერდონის წინაშე. წამებისა და სიკვდილის მუქარით უღმრთო ხელისუფალი აიძულებდა უფლის რჩეულს, მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის, მაგრამ წმიდანი მტკიცედ იდგა სარწმუნოებაზე. განრისხებული მმართველის ბრძანებით წმიდა კალინიკე დაუნდობლად გვემეს ხარის ძარღვებით, მაგრამ იგი სიმშვიდითა და მოთმინებით იტანდა ტკივილებს. ამან კიდევ უფრო გაააფთრა საკერდონი. მან განკარგულება გასცა, წვერწამახულ ლურსმნებგაჩრილი ჩექმები ჩაეცვათ მარტვილისთვის და მათრახების ცემით წაეყვანათ დასაწვავად. წამებისგან დაუძლურებული, ფეხებდაფლეთილი და დასისხლიანებული კალინიკე უდრტვინველად მიჰყვებოდა ცხენზე ამხედრებულ მეომრებს. ჯალათები საშინელ გვალვაში წყურვილისაგან გაითანგნენ და ტყვეს უთხრეს, ჭეშმარიტების დასამტკიცებლად უფლისგან წყლის აღმოცენება გამოეთხოვა. კალინიკემ ილოცა, და ლოდიდან მართლაც გადმოხეთქა საკვირველმა წყარომ. აღსრულებული სასწაულით გაოგნებული მეომრები თანაგრძნობით განიმსჭვალნენ წმიდანის მიმართ, მისი გათავისუფლებაც კი დააპირეს, მაგრამ სასჯელის შიში ვერ დაძლიეს: მაინც გააგრძელებინეს გზა ნეტარს. როცა დასჯის ადგილამდე ჩააღწიეს, მტარვალებმა დიდი კოცონი გააჩაღეს კალინიკეს დასაწვავად. მანაც, სიხარულით აღვსილმა, მადლობა შესწირა უფალს მოწამეობრივი აღსასრულის მომადლებისათვის და თავად შევიდა ცეცხლში. მისი უხრწნელი ცხედარი კი მორწმუნეებმა პატივით მიაბარეს მიწას.
ტეგები: 11 აგვისტო, Qwellyland, აგვისტო, თვენი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm
0 კომენტარი
1 Like
ქალთა უფლებები
ქეთევან პოპიაშვილი
პრეზენტაცია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…
გაგრძელება
© 2025 George.
•