"კაცი პატიოსანი და სათნოებიანი და ბრძოლასა შინა სახელოვანი" - ცოტნე დადიანი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნეში. ამ დროს საქართველო მონღოლთა უღელქვეშ იტანჯებოდა. რუსუდან მეფის გარდაცვალების შემდეგ (1245 წელს) მონღოლებმა საქართველოს მთავრებს უმძიმესი ხარკი დაუწესეს და თან ბრძოლებში მონაწილეობაც დაავალეს. ქვეყნის მდგომარეობა იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ საქართველოს მთავრებმა გადაწყვიტეს, გაერთიანებული ძალებით შებრძოლებოდნენ მტერს.
კოხტასთავს დადგენილ შეკრებაზე მთავრებმა "დაამტკიცეს ომი, და დადვეს პაემანი ქართლს შეკრებისა". ცოტნე დადიანი, "კაცი კეთილი და სრული საღმრთოთა და საკაცობოთა", და რაჭის ერისთავი ლაშქრის შესაკრებად წავიდნენ. როგორც კი თათრებმა ქართველთა მთავრების ფარული შეკრების შესახებ გაიგეს, მაშინვე კოხტასთავს გაემართნენ, იქ შეკრებილი ყველა ქართველი დიდებული დაატყვევეს და ანისის ქვეყანაში, შირავაკანში წაასხეს.
ხარკის აკრეფა ქართველებისათვის იყო შეკრების მიზეზი. მონღოლებმა მთავრები გააშიშვლეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და, მშიერ-მწყურვალნი, პაპანაქება სიცხეში დატოვეს, თან ყოველდღე შეკრების მიზეზს ეკითხებოდნენ.
ცოტნე დადიანი დათქმულ დროს გამოცხადდა თავისი ლაშქრით და შეიტყო მომხდარი, "მწუხარე იქმნა უზომოდ, და თჳსად სიკუდილად და სირცხჳლად შეჰრაცხა საქმე იგი, და წარავლინა ლაშქარი თჳსი, და ორითა კაცითა წარვიდა ანისად, დამდები სულისა თჳსისა და აღმსარებელი მცნებისა უფლისასა". ცოტნემ იხილა სასიკვდილოდ განწირული თანამოძმეები, ცხენიდან ჩამოხტა, სამოსელი გაიხადა, თვითონ შეიკრა ხელ-ფეხი და გვერდით მიუჯდა მათ.
მონღოლებმა ცოტნეს მოსვლის მიზეზი ჰკითხეს. "ჩვენ ყოველნი ამად შევიკრიბენით, რათა განვაგდოთ ხარაჯა თქუენი და ბრძანებაი თქუენი აღვასრულოთ - ეს იყო შეკრება ჩუენი. აწ თქუენ ძჳრის-მოქმედთა თანა შეგვრაცხენით, და მე ამის ძლით მოვედ წინაშე თქუენსა, რათა გამოიკითხოთ, და უკეთუ ღირსი რამე სიკუდილისა უქმნიეს, მეცა მათ თანა მოვკუდე, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარა უქმნიეს; უკეთუ ცხოვნდენ, მათ თანა ვიყო", - უპასუხა ცოტნემ.
ცოტნე დადიანის თავდადებამ დიდი ზეგავლენა მოახდინა მონღოლებზე. მათ ქართველების განთავისუფლება გადაწყვიტეს. "ყოველთა ქართველთა შენ მოგანიჭებთ და შენდა მინდობილ ვართ", - უთხრეს მათ ცოტნეს და ყველანი გაათავისუფლეს.
1259 წლის მონღოლების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში ცოტნე დადიანის სახელი აღარ ჩანს. ვარაუდობენ, რომ ამ დროისათვის ცოტნე დადიანი უკვე გარდაცვლილი იყო.
საქართველოში ყველამ იცის ცოტნე დადიანის შესახებ, მისი გმირობა ყოველთვის სარწმუნოების, სიყვარულისა და თავდადების მაგალითი იყო და ერი ყოველთვის წმიდანის პატივს მიაგებდა მას.
1999 წლის 26 ოქტომბრს, წმიდა სინოდის განჩინებით ცოტნე დადიანის წმიდანად შერაცხვა იყო მართლმორწმუნე ერის ნების გამოხატულება, ამიტომაც ყველამ გაიხარა ახალი ზეციური მეოხის დადგინებით.
ტეგები: 12 აგვისტო, August, Qwellyland, აგვისტო, თვენი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Rosalina Melendez_მ.
თარიღი: აგვისტო 14, 2025.
საათი: 2:51am
0 კომენტარი
0 მოწონება
Mayo Clinic Staff. "Contact Dermatitis: Symptoms." Mayo Foundation for Medical Education and Research (MFMER). Mayo Clinic Staff. "Contact Dermatitis: Complications" Mayo Foundation for Medical Education and Research (MFMER). Mayo Clinic Staff. "Contact Dermatitis: Causes." Mayo Foundation for Medical Education and Research (MFMER). Mayo Clinic Staff. "Contact Dermatitis: Definition." Mayo Foundation for Medical Education and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
© 2025 George.
•