ქრისტეს შობამდე 166 წელს ეწამნენ, შვიდნი მოწამენი მაკაბელნი: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი, როცა იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი. უსჯულო თვითმპყრობელმა გადაწყვიტა, წარმართობა დაენერგა იუდეველთა შორის, უკრძალავდა მათ ღვთისმსახურებას, წვავდა წმიდა წიგნებს; იერუსალიმის ტაძარი გაძარცვა, შიგ იუპიტერის კერპი დაადგმევინა, უფლის რჩეულ ერს ელინური ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვასა და ნაკერპავის ჭამას აიძულებდა... ამ ავბედით ჟამს ბევრმა უარყო ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც წუხდნენ თანამემამულეთა დაცემისა და გადაგვარების გამო და კვლავ მაცხოვრის მომავალი განკაცების სასოებით ცხოვრობდნენ.
მოსეს სჯულს მტკიცედ უერთგულა მაკაბელთა მთელმა სახლეულობამ - მათ ნაკერპავ საჭმელზე უარი განაცხადეს, რისთვისაც წმიდა სოლომონიას თვალწინ მის შვიდივე ძეს რიგრიგობით წამებით ამოხადეს სული. ძმები სიხარულით ეგებებოდნენ სიკვდილს; მხოლოდ იმას შიშობდნენ, რომ მტარვალებს წამება არ შეეწყვიტათ და რომელიმე მათგანი მარტვილის გვირგვინის გარეშე არ დარჩენილიყო. მხნე, ახოვანი და ღვთისმოყვარე სოლომონიაც გაუსაძლის ტკივილებს ითმენდა: მას შვილების წამებაზე მეტად ის აზრი აწუხებდა, რომ ისინი წამებას ვერ გაუძლებდნენ; ამქვეყნიდან გასულებზე იმდენად არ დარდობდა, რამდენადაც დარჩენილების მათთან შეერთებას ნატრობდა; ის ამხნევებდა შვილებს და სიმტკიცისაკენ მოუწოდებდა. წმინდა სოლომონია ერთი ძის აჩეხილ სხეულს რომ აგროვებდა, მეორეს ჯალათს აბარებდა, მესამეს კი წამებისთვის ამზადებდა... როცა ბოლო, ნაბოლარა ვაჟიღა დარჩა ცოცხალი, ანტიოქოსმა წმიდა სოლომონიას შესთავაზა, ღვთის უარყოფაზე დაეყოლიებინა ჭაბუკი, რომ ის მაინც შერჩენოდა ცოცხალი; უფლის მხევალმა განამტკიცა ყმაწვილი და სთხოვა, ნუ შეუშინდები ჯალათს, შენი ძმების ღირსი შეიქენიო. მეშვიდე შვილის სიკვდილის შემდეგ თავად სოლომონიამაც მხურვალე ლოცვაში შეჰვედრა სული უფალს.
ოთხმოცდაათი წლის სჯულისმეცნიერი ელეაზარი- მაკაბელების მოძღვარი მათზე ადრე აღესრულა იერუსალიმში. უსჯულოები ნეტარს ნაკერპავი ხორცის ჭამას აიძულებდნენ, ის კი უკან აფურთხებდა აკრძალულ საჭმელს. ახლობლები და მეგობრები სთავაზობდნენ, საკუთარი ხელით დამზადებული ხორცი ეჭამა და თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს ნაკერპავს ღებულობდა; მაგრამ ელეაზარმა უარი განაცხადა - ჩემს ხანდაზმულობას ვერ მოვატყუებ და ახალგაზრდებს ვერ ვაცდუნებო.
ახოვანი მხედარი იუდა მაკაბელი, მაკაბელი ძმების ღვაწლმა გმირობისთვის აღაფრთოვანა . იგი სათავეში ჩაუდგა სახალხო აჯანყებას ანტიოქოს ეპიფანეს წინააღმდეგ; ღვთის შეწევნით გამარჯვება მოიპოვა, იერუსალიმი კერპებისაგან გაწმინდა და წარმართთა ზეობას ბოლო მოუღო. უსჯულო ანტიოქოსს საშინელი სასჯელი დაატყდა თავს: იუდეველებზე შურისსაძიებლად განმზადებულს, მთელი სხეული მყრალი ჭრილობებით დაეფარა; აუტანელი ტკივილებით და ბილწი სუნით გაწამებულმა, ცნო ჭეშმარიტი ღვთის ყოვლადძლიერება, მხურვალედ შესთხოვდა მას შემწეობას, იერუსალიმის ტაძრის შემკობას, იუდეური სჯულის მიღებას და მთელს თავის სამფლობელოში მის გავრცელებას აღუთქვამდა, მაგრამ ზეცათა მეუფემ არ შეიწირა სინანულის გარეშე, ცრურწმენაზე დაფუძნებული ვედრება და სირიის მრისხანე მბრძანებელს უცხოობასა და საშინელ ტანჯვაში აღმოხდა სული.
მაკაბელი ძმების, მათი დედისა და მოძღვრის მოწამეობრივი ღვაწლის შესახებ მაკაბელთა მეორე წიგნი გვაწვდის ცნობებს. ნეტარ მარტვილებს სახოტბო სიტყვები უძღვნეს ეკლესიის დიდმა მამებმა: კვიპრიანე კართაგენელმა, ამბროსი მედიოლანელმა, გრიგოლ ნაზიანზელმა და იოანე ოქროპირმა.
ტეგები: 14 აგვისტო, Qwellyland, აგვისტო, თვენი, მოწამე, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm
0 კომენტარი
1 Like
ქალთა უფლებები
ქეთევან პოპიაშვილი
პრეზენტაცია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…
გაგრძელება
© 2025 George.
•