715 წელს დაიბადა კონსტანტინოპოლში ღირსმოწამე სტეფანე ახალი, ქრისტიანთა ოჯახში. მოწამის მშობლებს ორი ასული ჰყავდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს ძის მონიჭებას. კეთილმორწმუნე ცოლ-ქმარს უფალმა სათხოვარი შეუსრულა, მადლიერმა დედამ ახალშობილი სტეფანე ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში მიაბარა აღსაზრდელად.
იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა (717-741) დაიწყო ხატმებრძოლეობა. მისი მხარდაჭერით იმპერიაში აღზევდნენ ის ადამიანები, ვისაც ხატთა თაყვანისცემა კერპმსახურებად მიაჩნდათ. დევნილი მართლმადიდებლობა მხოლოდ დედაქალაქისგან მოშორებით, მონასტრებში, განკრძალულ სენაკებში და თავისი ერთგული მიმდევრების გულებში იყო დაცული. ამ უსჯულოებით სულდამძიმებულმა წმიდა სტეფანეს მშობლებმა დატოვეს კონსტანტინოპოლი და ბითვინიაში გადასახლდნენ, იმ დროისთვის სტეფანე თექვსმეტი წლის იყო, მშობლებმა ის მიაბარეს წმიდა ავქსენტის მთაზე განმარტოებით მოღვაწე ნეტარ იოანეს. სტეფანემ მოიკვეთა საკუთარი ნება, თავის სულზე ზრუნვა მთლიანად მადლმოსილ მოძღვარს მიანდო და თხუთმეტი წლის მანძილზე გულმოდგინედ სწავლობდა მისგან ბერმონაზვნურ ცხოვრებას. წმიდანს აქვე აუწყეს, რომ მამა გარდაეცვალა, დედა და დები კი მონაზვნებად შედგნენ.
ცოტა ხნის შემდეგ წმინდანის მოძღვარი გარდაიცვალა, დამწუხრებულმა სტეფანემ მისი პატიოსანი ცხედარი კრძალვით მიაბარა მიწას, თავად კი მოძღვრის მღვიმეში განაგრძო მოღვაწეობა. დროთა განმავლობაში ღირს მამას აკითხავდნენ ბერები, რომელთაც სურდათ, მისი ხელმძღვანელობით ეღვაწათ. ასე დაარსდა მონასტერი, რომლის იღუმენიც წმიდა სტეფანე გახდა. სტეფანეს განმარტოება სურდა, ამის გამო დატოვა მან თავისი სავანე, ორმოცდაორ წლის ასაკში და განკრძალულ ადგილას მცირე სენაკში დაეყუდა, მაგრამ მცირე ხანში აქაც შეიკრიბა საძმო.
ამ დროს საიმპერატორო ტახტზე ცვლილებები მოხდა, ლეონ ისავრიელი კონსტანტინე კოპრონიმმა (741-775) - შეცვალა, ის იყო მართლმადიდებლობის კიდევ უფრო მძვინვარე მდევნელი ვიდრე მისი წინამორბედი. მან მოიწვია ხატმბრძოლთა კრება, რომელსაც სამასორმოცდათვრამეტი ეპისკოპოსი ესწრებოდა აღმოსავლეთის პროვინციებიდან. კოპრონიმის ძალისხმევით მწყემსმთავრის ტახტზე უკანონოდ აღსაყდრებული კონსტანტინოპოლის პატრიარქის, კონსტანტინეს გარდა ეკლესიის ყველა წინამძღვარმა უარი განაცხადა ამ კრების უკანონო საქმიანობაში მონაწილეობაზე, მაგრამ შემოკრებილნი თავს მაინც მსოფლიო კრებას უწოდებდნენ. ერეტიკოსთა ცრუკრებამ ხატები კერპებად გამოაცხადა და ხატთაყვანისმცემლობას ერესი უწოდა.
დედაქალაში წმიდა სტეფანეს სავანისა და მისი იღუმენის შესახებ შეიტყვეს. იმპერატორი გაააფთრა იმან, რომ სავანეში ხატთაყვანისმცემლობას დაუფარავად უჭერდნენ მხარს. მთავარეპისკოპოსი კონსტანტინე მიხვდა, რომ მის ხატმბრძოლურ მისწრაფებებს იღუმენ სტეფანეს სახით ძლიერი და შეურიგებელი მოწინააღმდეგე ჰყავდა.
იმპერატორის ბრძანებით წმიდა სტეფანე ჯერ საპყრობილეში ჩააგდეს, შემდეგ კი მარმარილოს ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე გადაასახლეს. ღირსი მამა დასახლდა გამოქვაბულში, სადაც მალე მისი მოწაფეებიც შეიკრიბნენ. რამდენიმე ხანში ნეტარმა დატოვა თავისი საძმო და მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა. ხმა წმიდა სტეფანესა და მისი ლოცვებით აღსრულებული სასწაულების შესახებ მთელს იმპერიაში გავრცელდა, რაც ხალხში მართლმადიდებლური სარწმუნოების სულს განამტკიცებდა.
თვითმპყრობლის განკარგულებით, სტეფანე კუნძულ ფაროსის საპყრობილეში გადაიყვანეს, შემდეგ კი სამსჯავროზე წარადგინეს. წმიდანმა გაბედულად განმარტა ხატთაყვანისცემის დოგმატური არსი და ხატმბრძოლებს დაუმტკიცა, რომ წმიდა ხატების შეურაცხყოფა თავად მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გმობა იყო. მან მსაჯულებს უჩვენა მონეტა იმპერატორის გამოსახულებით და ჰკითხა, რას უზამდნენ ადამიანს, რომელიც მას ფეხქვეშ გათელავდა. წმიდანს უპასუხეს, რომ ასეთ ადამიანს უეჭველად სიკვდილით დასჯიდნენ მეფის გამოსახულების შეურაცხყოფისთვის. მაშინ ნეტარმა სტეფანემ თქვა, კიდევ უფრო დიდი სასჯელი მოელის მას, ვინც ზეცათა მეუფისა და მის წმიდათა ხატებს შეურაცხყოფსო, მონეტა კი მიწაზე დააგდო.
უსჯულო იმპერატორმა ბრძანა, წმიდანი საპყრობილეში დაებრუნებინათ, სადაც უკვე სამასორმოცდაორი ბერი იყო გამომწყვდეული, ხატების თაყვანისცემისთვის მსჯავრდადებულნი. წმიდანმა თვრამეტი თვე დაჰყო სატუსაღოში. იგი ნუგეშს სცემდა თანაპრყობილებს, მათთან ერთად ლოცულობდა და ხშირად გალობდა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ტროპარს.
ეს ყველაფერი შეიტყო იმპერატორმა და თავისი ორი უსაყვარლესი მსახური - ტყუპი ძმები გაგზავნა მის მოსაკლავად. საკანში შესულებმა სტეფანეს არაამქვეყნიური ნათლით გაბრწყინებული სახე იხილეს, ფეხებში ჩაუვარდნენ მას და ცოდვათა მიტევება სთხოვეს. უკან დაბრუნებულებმა, მეფეს მოახსენეს, ბრძანება შევასრულეთო, მაგრამ იმპერატორმა შეიტყო სიმართლე და კიდევ ერთ სიცრუეს მიმართა - თავის მეომრებს გამოუცხადა, სტეფანეს ჩემი ტახტიდან ჩამოგდება სურსო და წმიდანის მოსაკლავად გაგზავნა ისინი. ნეტარი აღმსარებელი თვითონ გამოეგება მეომრებს, რომლებიც გააფთრებით ეკვეთნენ მას და უმოწყალო გვემითა და შეურაცხყოფით წაათრიეს ქალაქის მოედანზე. ერთ-ერთმა ჯალათმა ძელი თავში ჩაარტყა მარტვილს და მოკლა. გონდაკარგული უსჯულოები მაინც არ დაცხრნენ: ისევ ქუჩა-ქუჩა დაათრევდნენ უფლის რჩეულის უსულო ცხედარს, ქვებს ესროდნენ და შეურაცხყოფდნენ. ერთმა მართლმორწმუნემ ფილაქანზე დათხეული წმიდანის ტვინი სუფთა ნაჭერში მოაგროვა და სასოებით შეინახა. ნეტარის ცხედარი იმპერატორის ბრძანებით ერთი ნასაყდრალის ბალავარში გათხრილ ორმოში ჩააგდეს, სხვა მართლმორწმუნეთა ცხედრებს შორის. ეს მოხდა 768 წლის 28 ნოემბერს. მეორე დილით ავქსენტის მთას ცეცხლოვანი ღრუბელი დაადგა, შემდეგ კი დედაქალაქში უკუნი ჩამოწვა, ქარიშხალი ამოვარდა, სეტყვამ დაუშვა და მრავალი უღმრთო დაიღუპა.
ტეგები: 11 დეკემბერი, Qwellyland, დეკემბერი, თვენი, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
© 2025 George.
•