10 იანვარს (ძვ. სტ. 28 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ნიკომედიას დამწვარ, წამებულ 20 000 წმინდანს

       IV საუკუნის დასაწყისში იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-311) ბრძანა, ქრისტიანული ტაძრები დაერღვიათ, საღვთისმსახურო წიგნები დაეწვათ და ყველა ქრისტიანისთვის სამოქალაქო უფლებები და თანამდებობები ჩამოერთვათ. ამ დროს ქალაქ ნიკომიდიის ეპისკოპოსი იყო ნეტარი კირილე, რომელიც თავისი ქადაგებითა და წმიდა ცხოვრებით დიდად უწყობდა ხელს ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებას: მისი გავლენით იმპერატორის ბევრი წარჩინებული კარისკაცი ფარულად შეუდგა ქრისტეს. საიმპერატორო სასახლეში ცხოვრობდა წარმართი ქურუმი ქალი დომნა. მაქსიმიანეს არყოფნაში მან წაიკითხა „საქმე მოციქულთა“, პავლე მოციქულის ეპისტოლეები და ქრისტიანული სწავლების ღრმად გაცნობის სურვილი აღეძრა. ერთი ქრისტიანი ქალწულის დახმარებით დომნა ფარულად მივიდა ეპისკოპოს კირილესთან. თან ერთგული მსახური, საჭურისი ინდისე ახლდა. კირილემ ორივენი კათაკმევლებად დაადგინა, შემდეგ კი მონათლა. დომნამ გლახაკთა მოვლა-პატრონობას მიჰყო ხელი: ინდისეს მეშვეობით თავისი ძვირფასეულობები მოწყალებად გასცა და სამეფო ტრაპეზიდან საჭმელსაც არიგებდა. დომნასა და ინდისეს უჩვეულო ცხოვრების შესახებ რომ შეიტყო, სამეფო ტრაპეზის გამგებელმა - საჭურისთა თავმა საპყრობილეში გამოამწყვდია ისინი. წარმართებს შორის რომ არ ეცხოვრა, წმიდა დომნამ თავი მოიგიჟიანა. მაშინ იგი ინდისესთან ერთად სამეფო სასახლიდან გააძევეს. ნეტარი დომნა დედათა მონასტერში დამკვიდრდა, იღუმენია აღათიასთან, მაგრამ მალე იღუმენიას კურთხევით, მამაკაცურად ჩაცმულმა დატოვა სავანე.

       ამასობაში იმპერატორი დაბრუნდა და მეომრები დაგზავნა ყოფილი ქურუმის საძებნელად. მხედრებმა აღათიას სავანესაც მიაღწიეს და დაარბიეს იგი. დები საპყრობილეში გამოამწყვდიეს საწამებლად და ნამუსის ასახდელად, მაგრამ ზეციურმა მხედრობამ უვნებლად გამოიყვანა ისინი. ერთხელ იმპერატორმა ქალაქის მოედანზე წარმართული მსხვერპლშეწირვა მოაწყო. როცა ხალხისთვის ნაკერპავი სისხლის სხურება დაიწყეს, ქრისტიანები ბრბოს განერიდნენ და მოედანი დატოვეს. ამის დანახვაზე იმპერატორი განრისხდა, მაგრამ, უეცრად დაწყებული მიწისძვრით დამფრთხალმა, გრძნობები მოთოკა. რამდენიმე ხნის შემდეგ მაქსიმიანე ტაძარში შევიდა და იქ მყოფებს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. ურჩობის შემთხვევაში იგი ტაძრის დანგრევითა და ქრისტიანთა ამოჟლეტით იმუქრებოდა. ხუცესმა გლიკერიოსმა უღმრთო ხელისუფალს უპასუხა, რომ ქრისტიანებს ვერანაირი სატანჯველის შიშით ვერ აიძულებდა თავიანთი სარწმუნოებისგან განდგომას. განრისხებული მეფე მდუმარედ გავიდა ტაძრიდან, მაგრამ რამდენიმე ხანში ხუცესი გლიკერიოსის სამსჯავროზე მოყვანა ბრძანა. ჯალათებმა საშინლად აწამეს წმიდანი. როცა მაქსიმიანე დარწმუნდა, რომ გლიკერიოსის მოდრეკაზე ფიქრიც კი ამაო იყო, მისი დაწვა ბრძანა.

       302 წელს ქრისტეშობის დღესასწაულზე ნიკომიდიის საკათედრო ტაძართან ოცი ათასამდე ქრისტიანმა მოიყარა თავი. იმპერატორმა მათთან გაგზავნა მაცნე, რომელიც შეკრებილებს დაემუქრა: თუ ტაძარს არ დატოვებთ და კერპებს მსხვერპლს არ შესწირავთ, ტაძარშივე გამოიწვებითო. ამის მიუხედავად ყველა მორწმუნემ უარი განაცხადა ცრუღვთაებების თაყვანისცემაზე. სანამ ჯალათები საყდრის დასაწვავად ემზადებოდნენ, ეპისკოპოსმა ანთიმოზმა (ხს. 3 სექტემბერს), რომელიც ღვთისმსახურებას აღასრულებდა, ყველა კათაკმეველი მონათლა და აზიარა. ოცი ათასივე მლოცველი ცეცხლში აღესრულა. მათ შორის იყვნენ იღუმენია აღათია და წმიდა თეოფილაც. ეპისკოპოსმა ანთიმოზმა მოახერხა, გადამალულიყო.

       მაქსიმიანე თვლიდა, რომ ნიკომიდიელი ქრისტიანები სრულიად ამოჟლიტა, მაგრამ მალე შეიტყო, რომ ისინი კიდევ ბევრნი იყვნენ, უწინდებურად აღიარებდნენ სარწმუნოებას და თავი ქრისტესთვის სასიკვდილოდ ჰქონდათ გადადებული. იმპერატორმა მათთან ანგარიშის გასწორება განიზრახა. მისი ბრძანებით შეიპყრეს მხედართმთავარი ზენონი, რომელმაც საჯაროდ ამხილა მეფის უსჯულოება და სისასტიკე, დაუნდობლად გვემეს იგი და, ბოლოს, თავი მოჰკვეთეს. წარმართულ დღესასწაულში მონაწილეობაზე უარის თქმისთვის საჭურისი ინდისეც საპყრობილეში ჩააგდეს.

       ამასობაში წმიდა დომნა გამოქვაბულში იმყოფებოდა მკაცრი მარხვითა და დაუდუმებელი ლოცვით. ქრისტიანთა დევნა გრძელდებოდა. დააპატიმრეს იტალიის გამგებელი დოროთე, მარდონი, დიაკონი მიგდონი და რამდენიმე დიდებული. ეპისკოპოსი ანთიმოზი წერილებით განამტკიცებდა პყრობილებს. დიაკონი თეოფილე მისი ერთ-ერთი ეპისტოლითურთ შეიპყრეს და იმ იმედით, რომ ეპისკოპოსის ადგილსამყოფელს დააცდევინებდნენ, საშინლად აწამეს. თეოფილემ დაითმინა სატანჯველები და არაფერი გაამხილა. მაშინ იგი სიკვდილით დასაჯეს. თეოფილესთან ერთად წამებით ამოხადეს სული იმათაც, ვისადმიც იყო მიმართული ეპისკოპოსის ეპისტოლე.

       როცა წმიდა დომნა ქალაქში დაბრუნდა, ნახანძრალზე დიდხანს ტიროდა - წუხდა, რომ თავის დებთან ერთად სიკვდილის ღირსი ვერ შეიქნა. შემდეგ მან ზღვის ნაპირს მიაშურა. ამ დროს მეთევზეებმა ნაპირზე ბადეებით გამოათრიეს წმიდა მოწამეების: ინდისეს, გორგონისა და პეტრეს ცხედრები. მათ მამაკაცურად ჩაცმული დომნაც ეხმარებოდა. მეთევზეებმა წმიდა ცხედრები ნეტარ დედას დაუტოვეს. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით თავისი სულიერი მეგობრის - მოწამე ინდისეს ნეშტის ხილვამ გაახარა. იგი დაკრძალვის შემდეგაც არ შორდებოდა ძვირფას საფლავებს და ყოველდღე უკმევდა. როცა იმპერატორს მოუთხრეს უცნობი ყმაწვილის შესახებ, რომელიც სიკვდილით დასჯილ ქრისტიანთა სამარეებს პატივს მიაგებდა, უღმრთო ხელისუფალმა მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. დომნასთან ერთად სიკვდილით დასაჯეს წმიდა მოწამე ექვთიმეც.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 10 იანვარი, Qwellyland, თვენი, იანვარი, მოწამე, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 15772

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters