ინგლისური სიტყვა "holocaust" ნიშნავს "სრულად დაწვას".ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების,ასევე ბოშების და სხვა უმცირესობების მასიური გენოციდი. განადგურებული იქნა 6 მილიონზე მეტი ებრაელი.
მოკლული საბჭოთა სამხედრო ტყვეების,პოლონელი ინტელექტუალების და სხვების გათვალისწინებით,მსხვერპლის რიცხვი გაცილებით დიდია.
წყარო 1: სტატისტიკური მონაცემებით ჰოლოკოსტის დროს დაიღუპა:3 მილიონამდე პოლონელი ებრაელი, მილიონ 200 000 ათასი საბჭოთა ებრაელი,140 000 ლიტველი ებრაელი,70 000 ლატვიელი ებრაელი, 560 000 უნგრელი ებრაელი, 280 000 რუმინელი ებრაელი,140 000 გერმანელი ებრაელი, 100 000 ჰოლანდიელი ებრაელი,80 000 ფრანგი ებრაელი, 80 000 ჩეხი ებრაელი, 70 000 სლოვაკი ებრაელი, 65 000 ბერძენი ებრაელი,60 000 ათასი იუგოსლავიელი ებრაელი.ბალტიისპირეთს ნაცისტებმა "ებრაელთაგან გაწმენდილი ზონა"უწოდეს-ებრაელი მოსახლეობა ასი პროცენტის იქნა განადგურებული ბალტიის პირეთში.
ჰოლოკოსტის მემორიალი ბერლინი
ომის პირველ ეტაპზე,ss _ის რაზმებს და ჯარისკაცებს ევალებოდათ ათასობით ტყვის დახვრეტამაღაროებსა და თხრილებში, რათა ადვილი ყოფილიყო მათზე მიწის მიყრა,ხოლო კატეგორიებად გადარჩეული მოსახლეობის მრავალრიცხოვანი ჯგუფები გადაჰყავდათ გეტოებში.
გეტოები დიდ ქალაქებში შენდებოდა,უდიდესი გეტო იყო შექმნილი ვარშავაში,იქ 480 000_მდე ებრაელი იმყოფებოდა, ქ.ლოძის(პოლონეთი) გეტოში 160 000_მდე ებრაელი ცხოვრობდა.საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი გეტო იყო ლვოვში (409 000 ადამიანი,არსებობდა 1941 წლის ნოემბრიდან 1943 წლის ივნისამდე) მინსკში 100 000 ათასამდე ადამიანი,ვილნიუსში 57 ათასი ადამიანი და ბელოსტოკში 50 000 ათასი.
1942 წლიდან ნაცისტებმა შეცვალეს დახვრეტის და გეტოს პოლიტიკა საკონცენტრაციო ბანაკებით, 1941 წლის ივლისში ჰერმან გერინგმა უბრძანა რაიხის უშიშროების სამსახურებს ფიურერის ბრძანების შესაბამისად მოემზადებინათ ებრაელტა და სხვა ტყვეების განადგურების გეგმა, გერმანელი ოფიცრების ხშირად შესჩიოდნენ ჰაინრიხ ჰიმლერს რომ მოსახლეობის ქალების და ბავშვების დახვრეტა ცუდად მოქმედებდა ვერმახტის ჯარისკაცებზე,
1942 წლის იანვარში ნაცისტურ კომფერენციაზე შეიმუშავეს რაიხის მტრების განადგურების ეფექტური გეგმა,ამიერიდან იფიციალურ დოკუმენტებში განადგურების ნაცვლად გამოიყენებოდა სიტყვა ევაკუაცია და დახვრეტის ნაცვლად დაინერგა გაზით მოწამვლის მეთოდი.
წყარო 2: "ოსვენციმში(უდიდესი საკონცენტრაციო ბანაკი) მოსაწყენად არ მეცალა,მოდიოდა და მოდიოდა ხალხის ნაკადი,მევალებოდა დასახული ამოცანის უნაკლოდ შესრულება,მე გულგრილად უნდა მეყურებინა,მეთვალყურეობა უნდა გამეწია,თუ როგორ შედიოდნენ გაზის კამერეში დედები ატირებულ ბავშვებთან ერთად,დღე და ღამე სააობით მიხდებოდა ფეხზე დგომა,ჭუჭრუტანიდან ვაკვირდებოდი ტყვეთა გაგუდვის პროცესს,რომ არავინ არ გადარჩენილიყო.
ჩემი ოჯახი იქვე ცხოვრობდა,ისინი ყველაფერით უზრუნველყოფილნი იყვნენ,როდესაც ვხედავდი,თუ როგორ თამაშობდნენ ჩემი ბედნიერი შვილები და ვუყურებდი ჩემი ცოლის მშვიდ სახეს,ვეკითხებოდი ჩემს თავს კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ჩვენი ბედნიერება??"( ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტის ჩანაწერებიდან)
წყარო 3: "პირველად მათ ებრაელებს მოაკითხეს და მე ხმა არ ამომიღია,რადგან ებრაელი არ ვიყავი,შემდეგ მათ კომუნისტებს მოაკითხეს და მე ხმა არ ამომიღია,რადგან კომუნისტი არ ვიყავი,შემდეგ მათ პროფკავშირს მოაკითხეს და მე მაშინაც ხმა არ ამომიღია,რადგან პროფკავშირის წევრი არ ვიყავი,შემდეგ ისინი ჩემამდე მოვიდნენ და არავინ დარჩა დამცველი"
ნაციზმის მსხვერპლი ღირსი მამა ნეიმიულერი.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
© 2025 George.
•