წმინდა მამა დაიბადა პამფილიის ქალაქ პერღამში. მამა სენატორი ჰყავდა, დედა თვთისმოსავი ქალი.
წმინდა მამა კალიოპეს მამა ადრე გარდაეცვალა. დაქვრივებულმა თეკოიამ შვილი ქრისტიანულად აღზარდა.
მალე დაიწყო ქრისტიანთა დევნა. წარმართებმა კალიოპე დააბეზღეს. როცა დედამ ეს ამბავი შეიტყო შვილი კილიკიაში გააგზავნა. სწორედ იმ დროს როცა წმინდა მამა კილიკიაში ჩავიდა ზეიმობდნენ წარმართულ დღესასწაულს. მასაც შესთავაზეს მონაწილეობა მიეღო ნადიმში, რაზეც უარი განაცხადა, აღიარა რომ ქრისტიანი იყო.
ქალაქის მართველმა ქრისტეს უარყოფისთვის ჭაბუკს თავი ასულის ხელი შესთავაზა. უარის მიღების შემდეგ კი ბრძანა მისი წამება.
გამხმარი ხარის ძარღვებით სცემეს, შემდეგ რკინის ბორკილზე გადააკრეს და ნელ ცეცხლზე დაუწყეს წვა, ბოლოს კი ცოცხალ-მკვდარი საპყრობილეში შეაგდეს.
როცა ეს ამბავი დედამ გაიგო მონები გაანთავისუფლა, ფული გლახაკებს დაურიგა და შვილთან წავიდა. მოისყიდა დარაჯები, შვილთან შევიდა და გაამხნევა.
მეორე დღეს, დიდ ხუთშაბათს, მართველის ბრძანებით წმინდა მამა ჯვარზე გააკრეს.
დედის თხოვნით წმინდა მამა თავდაღმა მიალურსმნეს. თავს არ თვლიდა ღირსად მაცხოვრის მსგავსად აღსრულებულიყო.
წმინდა მამა პარასკევამდე ეკიდა ჯვარზე. გარდაიცვალა მაცხოვრის ჯვარცმის დღეს. ჯვრიდან გარდამოხსნილი შვილი დედამ გულში ჩაიკრა. მადლობა შესწირა უფალს და თავისი სული მიაბარა.
ქრისტიანებმა დედა-შვილი ერთად დამარხეს.
ტეგები: 20 აპრილი, April, Qwellyland, აპრილი, თვენი, პამფილია, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•