VI საუკუნის შუა წლებში, დაახლოებით 613 წელს, სოფელ სიკიეში, ანასტასიოპოლთან ახლოს, მართლმორწმუნეთა ოჯახში დაიბადა ღირსი თეოდორე, მოგვიანებით ანასტასიოპიის ეპისკოპოსი. როდესაც ღირსი თეოდორეს დედას, მარიამი მის დაბადებას ელოდა, მან ჩვენებით იხილა, თუ როგორ გარდამოხდა ზეცით ვარსკვლავი და მის საშოში დაემკვიდრა. ეს ხილვა მუცლადღებულ ყრმაზე წინასწარმეტყველმა ბერმა საღმრთო მადლის გარდამოსვლით ახსნა.
ღირსი თეოდორეს დედას, მარიამს დიდი სურვილი ჰქონდა მისი შვილი მხედარი ყოფილიყო და ამის ნიშნად,როდესაც ბავშვი ექვსი წლის გახდა, მას ოქროს ქამარი აჩუქა, თუმცა ძილში მარიამს დიდმოწამე გიორგი გამოეცხადა და უბრძანა, არ ეფიქრა შვილის სამხედრო სამსახურზე, რადგან იგი ღვთის მსახურებისთვის იყო განმწესებული. რაც შეეხება წმიდანის მამას კოზმანს, იგი ადრე გარდაიცვალა და ღირსი თეოდორე, პატარა და, ვლატასთან ერთად დედის,დეიდა დისპენიას და აბებია ელპიდიას მზრუნველობის ქვეშ დარჩა.
მათ სახლში ცხოვრობდა ღვთისმოსავი მოხუცი სტეფანე, რომლის მიბაძვითაც წმიდა თეოდორემ რვა წლის ასაკიდან დაიწყო მკაცრი მარხვა: დიდმარხვის დღეებში მხოლოდ პურს იღებდა, ისიც მხოლოდ მზის ჩასვლის შემდგომ.დედას რომ საზრდელის მიღება არ დაეძალებინა, ბავშვი სასწავლებლიდან მხოლოდ საღამოს ბრუნდებოდა. წმიდა თეოდორემ სკოლაშიც საოცარი ნიჭიერება გამოამჟღავნა, იგი გამოირჩეოდა გონიერებით, იყო მშვიდი, თავმდაბალი, ყოველთვის ცდილობდა მოჩხუბარი ამხანაგები შეერიგებინა.
თუმცაღა ათი წლის თეოდორეს უფლის დაშვებით სასიკვდილო სენი შეეყარა. იგი წმიდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარში მიიყვანეს და საკურთხევლის წინ დააწვინეს. მოხდა სასწაული, უეცრად ტაძრის თაღზე გამოსახული მაცხოვრის ფრესკიდან გადმოვარდნილმა ცვრის ორიმა წვეთმა, რომელიც მომაკვდავ ბავშვს ეპკურა, იგი განკურნა. ამ სასწაულის შემდეგ წმიდა თეოდორეს ღამ-ღამობით წმიდა გიორგი ეცხადებოდა და თავის ტაძარში მიჰყავდა. დედას ეშინოდა შვილის ღამეული სიარულის და ბრაზობდა კიდეც, ერთხელ გაბრაზებულმა ეკლესიიდან თმებითაც კი გამოათრია წმიდა თეოდორე და საწოლზე მიაბა, მაგრამიმავე საღამოს მარიამს წმიდა გიორგი გამოეცხადა და მრისხანედ უბრძანა, რომ აღარ დაებრკოლებინა ყმაწვილი. ასეთივე ხილვა ჰქონდათ ელპიდიას და დისპენიას, რის შემდეგაც ქალებმა ირწმუნეს წმიდა თეოდორეს განსაკუთრებული მოწოდება და აღარ დაუშლიათ მისთვის მოღვაწეობა. რაც შეეხება პატარა დას, ვლატას, მან ყოველივე ამის შემდგომ ძმის მიბაძვა დაიწყო.
წმინდა თეოდორესთან დაკავშირებული სასწაულები ამით არ დამთავრებულა, ერთხელ საშინელი გვალვების დროს ყმაწვილი კურთხევის მისაღებად მეუდაბნოე ბერ გლიკერისთან წავიდა. ბერმა წმიდა თეოდორეს უთხრა: „ყრმაო, მოიდრიკე მუხლი და ილოცე უფლის მიმართ, რათა წვიმა გარდმოგვივლინოს. ასე გავიგებთ, სათნო-ეყო თუ არა უფალს ლოცვანი ჩვენნი“. ბერმა და ყრმამ მუხლი მოიყარეს და მხურვალე ლოცვა აღავლინეს უფლის მიმართ. მალევე საავდრო ღრუბლები გამოჩნდნენ ცაზე და გაწვიმდა. ბერმა წმიდა თეოდორეს უწინასწარმეტყველა რომ მასზე ღვთის მადლი იყო გადმოსული და დადგებოდა დრო, როცა იგი ბერად უნდა აღიკვეცებოდა.
როდესაც წმიდა თეოდორეს თოთხმეტი წელი შეუსრულდა, გადაწყვიტა სახლიდან წასულიყო და წმიდა გიორგის ეკლესიაში დაეყუდა. შვილზე მზრუნველ დედას ყოველდღე მიჰქონდა მასთან საჭმელი, მაგრამ წმიდანი ეკლესიის კარებთან ტოვებდა მას და მხოლოდ სეფისკვერს იღებდა. ადრეულ ასაკშივე ღვთისმოსაობით გამორჩეულ თეოდორეს კურნების მადლი მიენიჭა და მისი ლოცვით განიკურნა ერთი ეშმაკეული ყრმა.
ღირსმა თეოდორემ მიწიერ დიდებას რომ განრიდებოდა განმარტოვება გადაწყვიტა. მან ეკლესიის ახლოს, დიდი ქვის ქვეშ მღვიმე გათხარა და ერთ დიაკონს სთხოვა, მღვიმის შესასვლელი მიწით ამოექოლა, მხოლოდ პატარა ნაპრალი დაეტოვებინა ჰაერისთვის. დიაკონს მალულად მოჰქონდა მასთან პური და წყალი და არც არავის უმხელდა ღირსი მამის სამყოფელს.
წმიდანი ორი წელის განმავლობაში სრულ მდუმარებაში იმყოფებოდა. ნათესავებს იგი უკვე გარდაცვლილი ეგონათ და დასტიროდნენ კიდეც.
დედა ძალიან განიცდიდა შვილის ამბავს. დიაკონს შეეცოდა იგი, თან ეშინოდა ღირსი თეოდორე ვიწრო მღვიმეში არ გარდაცვლილიყო და გასცა საიდუმლო.
ნეტარი ყმაწვილი დედის სურვილის მიუხედავად ეკლესიაში დარჩა დარამდენიმე დღეში სრულიად განიკურნა კიდეც.
ჩვიდმეტი წლის თეოდორეს ღვაწლი უკვე საკმაოდ იყო გავრცელებული და ადგილობრივმა ეპისკოპოსმა თეოდოსიმ, მას ჯერ წმიდა გიორგის ტაძრის დიაკვნად დაასხა ხელი, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა.
მოგვიანებით, იერუსალიმში წმიდა ადგილთა თაყვანსაცემად წასული თეოდორე, იორდანეს მახლობელ ლავრაში დამკვიდრდა სამოღვაწოდ.
წმინდა თეოდორე, როდესაც სამშობლოში დაბრუნდა კვლავ წმიდა გიორგის ტაძარში განაგრძო მოღვაწეობა. მისი რჩევით და, დედა და ბებია მონაზვნად აღიკვეცნენ.
ახალგაზრდა მღვდელმონაზვნის ასეთი გულმხურვალე მისწრაფება უფლისკენ, ბევრ ღირს მამას იზიდავდა და სულ მალე შემოიკრიბა ძმობა ღირსი თეოდორეს ირგვლივ.
ღირსი თეოდორე მკაცრ მოღვაწეობას განაგრძობდა. მან მჭედელს დაამზადა რკინის უსახურავო გალია, სადაც მხოლოდ დგომას შეძლებდა და ამ გალიაში იდგა ქედზე მძიმე ჯაჭვდადებული აღდგომიდან შობამდე. ნათლისღებიდან წმიდა აღდგომამდე კი მღვიმეში იკეტებოდა და მხოლოდ ღვთისმსახურებისთვის გამოდიოდა შაბათ-კვირას; საკვებსაც ძალიან მცირე რაოდენობით იღებდა, ისიც მხოლოდ აუცილებლობის გამო, ხოლო მთელი დიდმარვხის განმავლობაში მხოლოდ ბოსტნეულს და პურს ჭამდა, ისიც შაბათ-კვირას.
ღირს თეოდორეს წინასწარმეტყველების უნარიც ებოძა ღვთისგან, როცა მხედართმთავარი მავრიკიუსი სპარსეთის ომიდან კონსტანტინეპოლში ბრუნდებოდა, წმინდა მამამ უწინასწარმეტყველა, რომ იმპერატორი გახდებოდა, რაც მალევე ახდა. უკვე იმპერატორი მავრიკიუსი აღასრულებდა წმიდანის თხოვნა და ყოველწლიურად გზავნიდა მონასტერში პურს იქაური მოსახლეობის გამოსაკვებად.
სათნო მოღვაწეობით სახელგანთქმული წმიდანის მონდომებით ახალი ბრწყინვალე ტაძარი აშენდა, რადგან წმიდა დიდმოწამე გიორგის პატარა ეკლესია ვერ იტევდა მლოცველებს. ამავე ხანებში გარდაიცვალა ანასტასიოპოლის ეპისკოპოსი და ქალაქის მცხოვრებლებმა ანკირის მიტროპოლიტ პავლეს სთხოვეს, რომ ეპისკოპოსად ღირსი თეოდორე დაედგინა.
წმინდა თეოდორემ წინააგმდეგობა გაუწია მიტროპოლიტის წარგზავნილებს, რომელთაც სურდათ ქალაქში წაეყვანათ იგი, ამოტომ ანასტასიოპოლელებს მოუწიათ ძალით გამოიყვანათ წმიდანი კელიიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ღირსი თეოდორე ეპისკოპოსად იყი ხელდასხმული, მას მაინც განმარტოვება სურდა. ამიტომ, რამდენიმე წლის შემდეგ იერუსალიმში წმინდა ადგილების მოსალოცად წასულმა თეოდორემ თავისი ხარისხი დამალა და წმიდა საბა განწმენდილის ლავრაში დამკვიდრდა სამოღვაწეოდ, თუმცაღა მალევე გამოეცხადა დიდმოწამე გიორგი და ანასტასიოპოლში დაბრუნებისაკენ მოუწოდა.
წმიდანს უამრავი ფარულ მტრები ჰყავდა, რომელთაც მისი მოწამლვა უნდოდათ, მაგრამ ღვთისმშობელმა მას სამი მარცვალი უბოძა, რომელთა მიღების შემდეგომ უვნებლად გადარჩა. მიუხედავად უდიდესი პატივისა, წმიდანს ძალიან უმძიმდა ეპისკოპოსობის უღლის ტარება და კონსტანტინეპოლის პატრიარქ კირიაკეს მიმართა სთხოვნით, რათა კვლავ განემწესებინა იგი თავის მონასტერში.
როდესაც წმინდა მამა ევქარისტიის საიდუმლოს ასრულებდა ხოლმე, ამ დროს სულიწმიდა ნათელი პორფირის სახით გადაეფინებოდა წმიდა ძღვენს.
ღირსი მამა სიცოცხლეშივე იქნა აღიარებული წმინდანად.
იმ დროს, როცა კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსი გახლდათ თომა, გალატიის ერთ-ერთ ქალაქში ლიტანიობისას საშინელება დატრიალდა - ხის ჯვრები დაიმსხვრა. პატრიარქმა წმიდა თომამ ღირსი თეოდორე დაიბარა, ამ სასწაულის ასახსნელად. წინასწარჭვრეტის ნიჭით დაჯილდოებულმა ღირსმა თეოდორემ აუხსნა, რომ ეს იყო მაუწყებელი იმისა, რომ სულ მალეხატმბძროლობის ერესი გაჩნდებოდა. დამწუხრებულმა წმიდა პატრიარქმა ღირს მამას სთხოვა, ელოცა, რათა ამ უბედურების დატრიალებამდე მიეღო უფალს მისი სული.
უფალმა ღირსი მამის ლოცვა შეისმინა და 610 წელს წმიდა პატრიარქი თომა აღესრულა.
წმიდა თეოდორე სიკიელი 613 წელს გარდაიცვალა.
ტეგები: 5 მაისი, Qwellyland, ანასტასიოპოლი, გალატია, თვენი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 10:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
From the at any time-transforming environment of tunes, pop tunes continue to be a cornerstone of mainstream culture. Spotify, the world’s major tunes streaming System, has revolutionized how we take in pop tunes, bringing the genre to billions of ears across the globe. But How can Spotify shape our adore for pop music, and what would make these tracks so irresistibly catchy?
The Anatomy of a Pop Hit
Pop tunes are built to be infectious. With their…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
© 2025 George.
•