დაახლოებით IV საუკუნის დასაწყისში, ამარიაში მოღვაწეობდა წმიდა მღვდელმოწამე ბასილი ეპისკოპოსი და მართალი გლაფირა ქალწული. მღვდელმოწამე ბასილი თანაუგრძნობდა და მხარში ედგა წარმართთაგან დევნილ ქრისტიანებს.
312-324 წლებში რომის იმპერიის აღმოსავლეთს მართავდა წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის სიძე, ლიკინიუსი, რომელმაც 313 წელს ფარისევლურად მოაწერა ხელი მილანის ედიქტს, რომელიც რწმენის აღიარების თავისუფლებას ანიჭებდა ქრისტიანებს, თუმცა სინამდვილეში ძალიან სძულდა ქრისტიანები და განაგრძობდა მათ დევნას.
მოგვიანებით ლიკინიუსს ვნება აღეძრა გლაფირა ქალწულის მიმართ, რომელიც თავისი მეუღლის, კონსტანციას მსახური გახლდათ. წმიდა ქალწულმა ყოველივე ამის შესახებ დედოფალს აცნობა და მფარველობა სთხოვა. დედოფალმა ქალწული რომ გადაერჩინა, მამაკაცის ტანსაცმელში შემოსა იგი, ფული მისცა და ერთგული მსახურის თანხლებით ქალაქიდან გააპარა. სომხითში მიმავალი გლაფირა ამასიაში შეჩერდა, სადაც ადგილობრივმა ეპისკოპოსმა ბასილიმ შეიფარა.
მღვდელმოწამე ამ დროს ქალაქში ტაძარს აშენებდა. მართალმა გლაფირამ დედოფლისგან მიღებული ფული ეკლესიის მშენებლობისთვის მისცა მღვდელმთავარს. დედოფალ კონსტანციას კი წერილი გაუგზავნა, სადაც დიდი მოწიწებით სთხოვდა ფულს მშენებლობის დასამთავრებლად. დედოფალმა მისი თხოვნა შეასრულა, მაგრამ წერილი იმპერატორს ჩაუვარდა ხელში. განრისხებულმა ლიკინიუსმა შურისძიების მიზნით ამასიის მმართველს მოსთხოვა, მასთან სასწრაფოდ გამოეგზავნა ეპისკოპოსი და მსახური, თუმცა უფლის ნებით, სანამ ბრძანება ამასიაში ჩავიდოდა, მართალი გლაფირა გარდაიცვალა. ეს მოხდა ჩვენი წელთაღრიცხვით 322 წელს.რაც შეეხება წმიდა ბასილს, იგი იმპერატორთან წაიყვანეს. მას თან წაჰყვნენ დიაკვნები - პართენი და ფესტიმი. ისინი დასახლდნენ იმ ციხის შორიახლოს, სადაც წმიდა ეპისკოპოსი იყო დატყვევებული.
პართენი და ფესტიმი, ღვთისმოსავი ქრისტიანი ელპიდიფორის საშუალებით, რომელმაც მეციხოვნეები მოისყიდა, ყოველ საღამოს ნახულობდნენ ეპისკოპოსს. სასამართლოს დღეს წმინდა ბასილმა სამგზის წაიკითხა 138 ფსალმუნი, დაამშვიდა შეშფოთებული დიაკვნები და უთხრა, რომ არაფრის ეშინოდა მას.
სასამართლო პროცესზე წმინდა ბასილს იმპერატორმა შესთავაზა გამხდარიყო უმაგლესი ქურუმი, რაზედაც მღვდელმოწამემ უარი განაცხადა და სიკვდილი არჩია ელპიდიფორმა ამჯერადაც მოისყიდა დარაჯები და სთხოვა, ეპისკოპოსისთვის ლოცვა დაეცლიათ. ლოცვის შემდეგ წმიდა ბასილიმ ჯალათს მიმართა: "მეგობარო, ჰქმენ, რაც გიბრძანეს" და მშვიდად მიუშვირა თავი მახვილს.
როდესაც ჯარისკაცებმა სასჯელი აღასრულეს, ელპიდოფორი კვლავ შეეცადა წმინდანის ნეშტი გამოესყიდა, მაგრამ ჯარისკაცებს იმპერატორის შეეშინდათ და ბასილის სხეული ზღვაში გადააგდეს.
ელპიდიფორეს სამგზის გამოეცხადა უფლის ანგელოსი, რომელმაც აუწყა რომ ეპისკოპოსი ბასილი იმყოფებოდა სინოპში. ანგელოზის ხილვისშემდგომ ელპიდიფორე და დიაკვნები სინოპში წავიდნენ და მეთევზეებს სთხოვეს, ბადე გადაეგდოთ ზღვაში. ბადეს წმიდა ბასილის ნეშტი ამოჰყვა. უფლის დაშვებით ხდება სასწაული, წმინდა ბასილის თავი სხეულს შეხორცებოდა და მხოლოდ იარა მიანიშნებდა ხმლის ნაკვალევზე. წმიდანის ნეშტი ამასიაში გადაასვენეს და მის მიერ აგებულ ტაძარში პატივით დაკრძალეს.
ტეგები: 9 მაისი, Qwellyland, გლაფირა, თვენი, მაისი, მოწამე
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 10, 2025.
საათი: 6:34am
0 კომენტარი
0 მოწონება
While in the evolving world of digital interaction, being forward needs innovation and boldness. The "Red Video clip Most current Tackle" emerges as the most recent iteration During this pattern, revolutionizing how we interact with audiences through visually persuasive and emotionally billed online video material.
What is the Red Video Most up-to-date Handle?…
გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 10, 2025.
საათი: 6:08am
0 კომენტარი
0 მოწონება
4. Know When to Fight and When to Flee
Positioning isn’t just about offense—it’s a defensive tool too. Don’t get greedy when you're low on health or FP. If you're in a tight space or overwhelmed:
Retreat to reset the fight. Many enemies will return to Elden Ring Items their patrol zone.
Use Spirit Steeds (Torrent) to escape quickly in the open world.
Lead foes into traps or enemy groups (especially in PvP) if…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 10, 2025.
საათი: 5:32am
0 კომენტარი
0 მოწონება
Visual and Audio Reinforcement
To enhance these payoffs, CFB 25 uses cinematic tools and CFB 25 Coins reactive audio design to deepen the moment:
Slow-motion replays for game-winning touchdowns.
Sideline camera angles for final whistle celebrations.
Postgame commentary that highlights your journey.
Fan chants and crowd animations that react with roaring intensity when a long-awaited win is…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 8, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
3. Manipulating the Fear of the Unseen: Ambush from the Shadows
One of the most primal fears in human nature is the fear of what cannot be seen or understood. This is the foundation of many successful ambushes in Skull and Bones. By keeping your presence hidden until the perfect moment, you can capitalize on your enemies’ uncertainty, leaving them unprepared for your assault.
a) Hide in Plain Sight
Sometimes, the most effective way to ambush an enemy is by hiding in a place…
© 2025 George.
•