იერუსალიმის პატრიარქის, სერგის დროს, რომელიც მოღვაწეობდა 843-859 წლებში, საკლესიო ისტორიამ შემოგვინახა ცნობა მის თანამედროვე ორ ქართველ მამაზე - ღირს მამა მიქაელზე და არსენზე. როგორც ჩანს, არსენს და მიქაელს ჩაუყრიათ საფუძველი ქართველთა ბერ-მონაზვნობისთვის ულუმბოზე.
პავლე ინგოროყვას ვარაუდით, არსენი არის წმიდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფე, რომელიც გახლდათ დიდებული წარმომავლობის. ცნობილია, რომ იგი ხანძთიდან ეწვია პალესტინას, სადაც მაკარი ლეთეთელთან ერთად მოღვაწეობდა, შემდეგ კი მცირე აზიაში გადავიდა და ულუმბოს მთაზე დასახლდა.
ოცი წლის შემდეგ, როდესაც ღირსი ილარიონ ქართველი ჩასულა ულუმბოზე, აქ მხოლოდ სამი ქართველი დახვედრია, უეჭველია, ესენი არსენისა და მიქაელის მოწაფეები იქნებოდნენ.
ილარიონ ქართველი, რომელიც ორ მოწაფესთან ერთად მივიდა ულუმბოს მთაზე, ადგილობრივი ბერები, მამასახლისთან ერთად მტრულად დახვდნენ და მათი გაძევება მოინდომეს. ასეთი „უმშჯავრო“ განზრახვისათვის ღვთისმშობელმა ყვედრებით უთხრა მამასახლისს: „ნუ არა უწყია, ვითარმედ მრავალნი დამკჳდრებად არიან მთასა ამას მათისა ენისა მეტყუელნი?“
ამის შემდეგ ულუმბოზე ქართველები თანდათან მრავლდებოდნენ და აქ არაერთ ღირს მამას უმოღვაწია. X საუკუნის მეორე ნახევარში ულუმბოს მთაზე იმყოფებოდა ღირსი იოანე და მისი შვილი - ღირსი ექვთიმე.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა ულუმბოზე ქართული მონასტრის დამაარსებელნი, ღირსნი მამანი მიქაელი და არსენი.
ტეგები: 16 მაისი, Qwellyland, may, თვენი, მაისი, ქველი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•