17 მაისს (ძვ. სტ. 4 მაისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ქალწულმოწამე პელაგიას!

ქალწულმოწამე პელაგია, წმინდათა ცხოვრება, თვენი, მაისი, ქველი, qwelly, may

     ქრისტეს შობიდან დაახლოებით 290 წლის მახლობლად ცხოვრობდა წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელი, რომელიც გახლდათ წარმართი დიდებულის შვილი. თუმცაღა, როდესაც მოისმინა ქადაგება იესო ქრისტეზე, მან ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და ქალწულების აღთქმა დადო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მემკვიდრემ, რომელიც იყო იმპერატორის შვილობილი ნახა რა ქალწული, მოიხიბლა მისი სილამაზით და გადაწყვიტა, შეერთო იგი. წმიდა პელაგიამ ჭაბუკს უთხრა, რომ მას ქალწულობის აღთქმა ჰქონდა დადებული და უარს ამბობს მიწიერ ქორწინებაზე. პელაგიას ასეთმა პასუხმა განარისხა იმპერატორის მემკვიდრე, მაგრამ გადაწყვიტა, არაფერი ევნო ქალწულისთვის. წმიდა პელაგიას ძალიან სურდა მინათლულიყო დევნილი ეპისკოპოსი კლინონის ხელით, რომელიც მთებს აფარებდა თავს. უფლის ნებით, წმიდა პელაგიას ძილში გამოეცხადა ეპისკოპოსი და ქალწულმაც ზედმიწევნით დაიმახსოვრა მისი სახე. ერთხელ წმიდა ქალწული დედის ბრძანებით ძიძასთან წავიდა მდიდრული ეტლით და მრავალრიცხოვანი ამალით. ღვთის დაშვებით მის შესახვედრად გამოვიდა ეპისკოპოსი კლინონიც. პელაგიამ უმალ იცნო სიზმარში ნანახი ეპისკოპოსი, ფეხებში ჩაუვარდა და მონათვლა სთხოვა. ეპისკოპოსის მხურვალე ლოცვით მიწიდან წყარომ ამოხეთქა და კლინონმა მონათლა წმიდა პელაგია. საიდუმლოს აღსრულებისას ანგელოზებმა ნათელი შესამოსელით დაფარეს ღვთის რჩეული. წმიდა ზიარების მიღების შემდეგ ეპისკოპოსმა წმიდა პელაგიასთან ერთად ილოცა და გააუშვა იგი. მსახურებთან დაბრუნებულმა პელაგიამ მაცხოვარზე იქადაგა და ბევრი მათგანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდა ქალწულს სურდა, მოექცია თავისი დედაც, მაგრამ განრისხებულმა ქალმა იმპერატორის შვილობილს აუწყა, რომ პელაგია ქრისტიანია და არ სურს მასზე დაქორწინდეს. ჭაბუკი მიხვდა, რომ პელაგია მისთვის დაკარგული იყო, მას იმდენად უყვარდა ქალწული, რომ არ ისურვა მისი მომავალი წამება ეხილა და მახვილით განიგმირა თავი. პელაგიას დედას შეეშინდა იმპერატორის რისხვისა, თავისი ქალიშვილი შეკრა და დიოკლეტიანეს მიჰგვარა, როგორც ქრისტიანი და დამნაშავე მისი შვილის სიკვდილში. ამჯერად იმპერატორი მოიხიბლა ქალიშვილის სილამაზით და ათასგვარი დაპირებით ეცადა წარმართობისაკენ მის მოქცევას, თუმცა წმიდა ქალწულმა კატეგორიული უარი განაცხადა ყოველგვარ ამქვეყნიურზე და იმპერატორს უთხრა, რომ არ სურდა ამაო გვირგვინოსნობა, რადგან უფალმა სასუფეველში სამი გვირგვინი მოუმზადა მას: რწმენისათვის, ქალწულობისათვის და მოწამეობისათვის. დიოკლეტიანემ ბრძანა, პელაგია გახურებულ სპილენძის ხარში შეეგდოთ. წმიდა ქალწულმა ჯალათებს უფლება არ მისცა, შეხებოდნენ, პირჯვარი გადაისახა და თვითონ შევიდა გავარვარებულ ღუმელში. ცეცხლში მისი სხეული ცვილივით გალღვა და კეთილსურნელებით აავსო მთელი ქალაქი, ძვლები კი უვნებელი დარჩა. წარმართებმა წმიდა ნაწილები ქალაქგარეთ გადაყარეს. ამ უდიდეს სიწმიდეს უდაბნოდან გამოსული ლომები იცავდნენ ეპისკოპოს კლინონის მოსვლამდე. მოგვიანებით მღვდელმთავარმა შეაგროვა ძვლები და პატივით დამარხა. 306-337 წლებში იმპერატორ კონსტანტინეს დროს, როცა ქრისტიანთა დევნა შეწყდა, წმიდა პელაგიას საფლავზე ეკლესია ააშენეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 17 მაისი, Qwellyland, may, თვენი, მაისი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 2373

ბლოგ პოსტები

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters