V საუკუნეში, რომის იმპერიის დაშლის შემდეგ, გაჩნდა ორი დიდი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი - აღმოსავლეთ რომის იმპერია, ანუ ბიზანტია დედაქალაქით კონსტანტინოპოლში და დასავლეთ რომის იმპერია. იწყება ახალი ეპოქა შუა საუკუნეები, კულტურის სახე იცვლება, ხელოვნება რელიგიურ ხასიათს იძენს. არქიტექტურის დარგში ეს ნიშნავს იმას, რომ წამყვანი ხდება საკულტო არქიტექტურა - ეკლესია მონასტრების მშენებლობა. ბიზანტიურ ხელოვნებაში ნაწილობრივ შემორჩა ანტიკური ელემენტები, მაგრამ მთლიანობაში მისი სახე და ხასიათი სრულიად თავისებური და თვითმყოფადია. ადრეულ ხანაში ბიზანტიურ არქიტექტურაში ბაზილიკური ტიპის ნაგებობები ჭარბობდა, მაგრამ შემდგომში წამყვანი გახდა ჯვარგუმბათოვანი ტიპი ჯვრის ან კვადრატში ჩაწერილი ჯვრის ფორმის გეგმის მქონე შენობა, რომელიც მკლავების გადაკვეთაზე გუმბათით იყო გადახურული. მშენებლობისთვის ძირითადად გამოიყენებოდა აგური, ზოგჯერ ქვა. მათი ფენების მონაცვლეობა დეკორატიულ ეფექტს ქმნიდა. მთავარ კონსტრუქციულ ამოცანას წარმოადგენდა დიდი გუმბათისა და გუმბათის მრგვალი ყელის წონის გადანაწილება მართკუთხა ფორმის გუმბათქვეშა გეგმაზე. ბიზანტიელებმა ეს ამოცანა გადაჭრეს აფრების (იგივე პანდანტივების) , ანუ სამკუთხა ფორმის ქვების მეშვეობით, რომლებსაც ათავსებდნენ წრიულ და კვადრატულ ფორმებს შორის გაჩენილ ცარიელ ადგილებში. მათი წყალობით სიმძიმე საყრდენ სვეტებზე ნაწილდებოდა.
ზოგჯერ ბიზანტიელები იყენებდნენ არა ერთ, არამედ ხუთგუმბათიან სისტემასაც. ბიზანტიური არქიტექტურის ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლის კონსტანტინოპოლის აია სოფიას ტაძარი (VI ს., არქიტექტორები ისიდორე მილეთელი და ანთიმიოსი ტრალესიდან), რომელიც იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით აიგო. მის გეგმაში შერწყმულია სამნავიანი ბაზილიკის და ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის ელემენტები. აია სოფია ათასწლეულის განმავლობაში ყველაზე გრანდიოზული ქრისტიანული ტაძარი იყო (რომის წმ. პეტრეს ტაძრის აგებამდე), მისი სიმაღლეა 65 მ., გუმბათის დიამეტრი 30 მ-ზე მეტი. ტაძარში პირველადაა გამოყენებული რთული კონსტრუქციული სისტემა: გუმბათი აფრების მეშვეობით ეყრდნობა 4 თაღს, ისინი კი, თავის მხრივ, ოთხ მასიურ ბოძს უჭირავს, რომლებიც გარედან კონტრფორსებით (ქვის ვერტიკალური შვერილებით) არის გამაგრებული. აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან გუმბათი გამაგრებულია ნახევარგუმბათებით. ტაძრის ინტერიერი მაღალი, მსუბუქი, სინათლითა და ჰაერით სავსე სივრცის შთაბეჭდილებას ქმნის და ბრწყინვალედაა დეკორირებული ელვარე მოზაიკებით, მარმარილოს და პორფირის სვეტებით. იმპერატორი იუსტინიანე ტყუილად არ ამბობდა, რომ მან სოლომონ ბრძენის სახელგანთქმულ ტაძარზე დიდებული ძეგლი შექმნა.
ტეგები: Qwelly, არქიტექტურა, ბიზანტია, ხელოვნება
ძალიან საინტერესო მასალაა, რაც მთავარია ვიკიპედიიდან არაა ამოჭრილი :)) დავამატებდი ფასადთა მორთულობას, უფრო სწორედ-ამორფულობას. ბიზანტიური არქიტექტურის დამახასიათებელი თვისებაა გარე სივრცის უგულებელყოფა, რაც კონტრასტში მოდის შიგა სივრცის მრავალფეროვნებაზე.
საინტერესოა ასევე ის ფაქტიც, რომ ამ პერიოდში იყო ხატმებრძოლობა, რამაც თავისთავად შეაფერხა სახვითი ხელოვნების განვითარება და როდესაც ხატების გამოსახვის ნება ისევ დართეს, უკვე მკაცრი იკონოგრაფიული ნორმები დამკვიდრდა. იკრძალებოდა შუქ-ჩრდილებით მოდელირება. გამოიკვეთა წმინდანთა გამოსახვის იკონოგრაფიული ნორმები: ქრისტე-პანტოკრატორი (ყოვლისმპყრობელი), ღვთისმშობელი ორანტას (ლოცვის) პოზაში.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•