ღირსი პახუმი III საუკუნეში დაიბადა თებაიდაში, რომელიც მდებარეობს ზემო ეგვიპტეში. მისი მშობლები, მართალია წარმართები იყვნენ, მაგრამ წმინდა პახუმს კარგი საერო განათლება მისცეს. იგი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა გონიერებითა და უბიწოებით. 20 წლის პახუმი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, ახალწვეულები დროებით ქალაქის საპყრობილეში მოათავსეს, სადაც მათზე ადგილობრივი ქრისტიანები ზრუნავდნენ, რომლებიც ამ ყველაფერს თავიანთი სარწმუნოების მცნებებისა და მოყვასის სიყვარულით ხსნიდნენ. ღირსს პახუმს სურვილი აღეძრა ქრისტიანი გამხდარიყო. გამარჯვების შემდეგ ბრძოლიდან დაბრუნებული პახუმი მოინათლა, დასახლდა სოფელ შენესიტში და გადაწყვიტა მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას შესდგომოდა. მოგვიანებით მან რჩევისათვის თებაიდელ მეუდაბნოეს პალამონს მიმართა, რომელმაც სიყვარულით მიიღო მოღვაწე ბერი.
ღირსი პახუმი უდაბნოში 10 წლის ცხოვრების შემდეგ უფლისგან ირებს დავალებას, რომ სოფელ ტაბენისის ნანგრევებთან ააშენოს სავანე. პახუმიმ ამის შესახებ ღირს პალამონს შეატყობინა. ორივე მამა ტაბენისში წავიდა და მონასტრის მშენებლობა დაიწყო. წმიდა პალამონი აკურთხებს საძირკველს და მის მომავალ დიდებას იწინასწარმეტყველებს. პალამონის აღსრულების შემდეგ წმიდა პახუმს უფლის ანგელოზი გამოეცხადა სქემოსანის სახით და სამონასტრო ცხოვრების წესი გადასცა.
თანდათანობით იზრდებოდა მოწაფეთა რიცხვი ღირსი პახუმის ირგვლივ. სავანის იღუმენი კეთილად განაგებდა საძმოს და ბრძნულად წინამძღვრობდა ბერების სულიერ ცხოვრებას. მან საერთო საცხოვრისის წესი შემოიღო. დაადგინა, რომ ყველას ერთნაირი საკვები უნდა მიეღო და ყველას ერთნაირად უნდა სცმოდა. ბერებს საკუთარი ფული არ უნდა ჰქონოდათ და არც ნათესავებისგან უნდა მიეღოთ. ღირსი პახუმის აზრით, მორჩილება მარხვაზე და ლოცვაზე აღმატებული სათნოება იყო და ბერებისგან წესების მკაცრად დაცვას ითხოვდა.
ერთხელ ღირს პახუმთან მოვიდა მისი და მარიამი, რომელსაც ძმისგან მონაზნობის კურთხევა სურდა, თუმცა მკაცრმა მოღვაწემ არ დაარღვია საერთო წესი და მარიამს მეკარის პირით მისცა მონაზვნობის კურთხევა. ტაბენისელმა ბერებმა ნილოსის მეორე ნაპირზე ააშენეს დედათა საცხოვრისი. სულ მალე მარიამთან მონაზვნებმა იწყეს შეკრება და დაარსდა კიდეც დედათა მონასტერი, რომელიც ღირსი პახუმის დადგენილ წესებს ემორჩილებოდა.
ღირს პახუმის სავანეში კი ბერების რიცხვი ისე გაიზარდა, რომ საჭირო გახდა 7 მონასტრის აშენება. მამათა რაოდენობამ 7000 მიაღწია და თითოეულ მათგანს წმინდა მამა ხელმძღვანელობდა.
საკუთარი თავის მიმართ დიდ სიმკაცრეს იჩენდა ღირსი მამა, ხოლო საოცრად კეთილი და დამთმობი იყო ახალბედა ბერების მიმართ.
იგი განსაკუთრებულად ზრუნავდა ავადმყოფ ბერებზე, ნახულობდა და ამხნევებდა მათ. მოუწოდებდა, მადლობა შეეწირათ უფლისათვის და მინდობოდნენ მის წმიდა ნებას; რაც შეეხება დავრდომილებს, მათ მარხვას უმსუბუქებდა, თუკი ეს საჭირო იყო მათი გამოჯანმრთელებისათვის.
იმ მხარეში გავრცელებული შავი ჭირით დასნეულებულ ღირს მოღვაწეს მამაშვილური სიყვარულით უვლიდა მისი უახლოესი და უსაყვარლესი მოწაფე ღირსი თეოდორე.
დაახლოებით 348 წელს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა წმიდა პახუმი. იგი პატივით დაკრძალეს მონასტრის ახლოს, მთის ძირას.
ტეგები: 28 მაისი, Qwellyland, ეგვიპტე, თვენი, მაისი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•