წმიდა ბასილი დიდს მოჰყავს ფარაონის სიტყვები ისრაელისადმი: “გცალს და მოცალე ხართ და მისთვის იტყვით: განვიდეთ და ვჰმსახუროთ ღმერთსა ჩვენსა” და აგრძელებს: “ეს - კეთილი მოცლილობაა და სასარგებლო მოცლილთათვის, ბოროტი მოცლილობა კი – ათინელთა მოცლილობაა, რომელთაც არ იცოდნენ უფრო მეტი გართობა, ვიდრე ახალი ამბების მოსმენა და ამაოდსიტყვაობა.” (საქმ. 17-21) მზაკვარ დემონთათვის სასურველი ამგვარი მოცლილობა ახლაც მრავალთათვისაა საყვარელი გასართობი, მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში. მავანი იტყვის, რომ წმინდა ბასილი აქ მხოლოდ რიტორიკული ამაოდმეტყველების შესახებ საუბრობს, მაგრამ მოვისმინოთ თუ რას გვასწავლის იგი სოლომონის იგავთა განმერტებისას: “ეგვიპტელთა მიერ მოგონილი გეომეტრიის, ქალდეველთა ასტროლოგიის და საერთოდ ფიგურათა და სიმბოლოთა გარშემო მოტრიალეთაგან ბევრნი უგულებელსყოფდნენ საღმრთო წერილის შესწავლას, დაბერდნენ ამგვარ ამაო ცოდნის ძიებაში, რომლის შესწავლაც სასარგებლო მხოლოდ იმითაა, რომ განვაგდოთ უაზრო და მავნე სწავლანი და გამოვირჩიოთ მხოლოდ სულისთვის სარგო.” (წმ. ბასილი დიდი “მეთორმეტე სიტყვა იგავთა შესახებ”).
ხედავ? უაზროს, მავნეს, ამაოს ეძახის იგი გარეშე სიბრძნეს. ევსტათი სებასტიელის მიმართ წერილში წმ. ბასილი დარდობს და ნანობს იმ წლების შესახებ, რომლებიც მან სხვადასხვა მეცნიერებების და ფილოსოფიის შესწავლას შეალია: “მრავალი წელი გავფლანგე ამაოებაში, მთელი სიჭაბუკე უსარგებლო შრომაში დავღუპე, რომელიც მხოლოდ იმას შევალიე, რომ ღმერთის მიერ სისულელედ შერაცხილი სიბრძნე შემესწავლა. ერთხელაც, თითქოს ღრმა ძილიდან გამოფხიზლებულმა, დავინახე უსარგებლობა ამაო სიბრძნისა და მრავალი ცრემლით დავიტირე ჩემი უბედური ცხოვრება. მაშინ ვილოცე ღვთის წინაშე და ვითხოვე წინამძღოლის მომადლება”. გესმის, რას უწოდებს მეცნიერებას და გარეშე ცოდნას, რომლის განდიდებასაც ცდილობენ დღესს მრავალნი? მათი სახელი – ამაოება, უსარგებლო შრომა, უაზრო სიბრძნე, ამა სოფლისა და მისი მთავრის სიბრძნე, ღვთივსათნო ცხოვრებისათვის დამღუპველი სიბრძნეა. ტყუილად როდი სწუხს და ინანიებს ჭეშმარიტი სიბრძნის მოყვარული, რომ საერო მეცნიერებების შესწავლას შეალია ამდენი დრო, თუმცა მათში ვერაფერი იპოვა, რაც ჭეშმარიტი სიბრძნის აღმოჩენაში დაეხმარებოდა.
გარეშე მეცნიერებისაგან შეძენილი ცოდნა არათუ მსგავსია, არამედ საწინააღმდეგოა ჭეშმარიტი და სულიერი სიბრძნისა, თუმცა ზოგიერთნი ვინაც ამ ცოდნას გამოედევნენ, თავადაც გზააბნეულნი, სხვების ცდუნებასაც ლამობენ. გაგიმხელთ გარეშე ფილოსოფოსთა მზაკვრობის საზარელ სიღრმეს. ბოროტმა ძალამ და მათ, ვინც დემონისაგან ისწავლეს მზაკვრული ბრძნობა, ჩვენგან ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მცნება მოიპარეს და მას ერთგვარ სატყუარად იყენებენ რადგანაც ორი გამონათქვამი: “ეკრძალე თავსა შენსა” და “შეიცან თავი შენი” (წარწერა აპოლონის ტაძარზე დელფოში) წააგავს ერთმანეთს. მაგრამ საკმარისია ჩავეძიოთ მეორე გამონათქვამის შინაარსს, მყის აღმოვაჩენთ ამ ცრუსწაველების დამღუპველ მორევს: სულთა გადასახლების შესახებ ცრუმოძღვრების მიმდევარნი თვლიან, რომ ადამიანი მაშინ მიაღწევს თვითშემეცნებას და აღასრულებს ამ მცნებას, თუ გაიგებს, რომელ სხეულში ცხოვრობდა უწინ, რას აკეთებდა, რას სწავლობდა, ვინ იყო; ამას კი მაშინ მიხვდება, თუკი ბოროტი სულის მზაკვრულ რჩევებს აღასრულებს მორჩილად. აი ამას გულისხმობენ ისინი სიტყვებში - “შეიცან თავი შენი”, იმათ კი, ვინც ვერ ამჩნევს მათ მზაკვრობას ატყუებენ, თითქოს ჩვენი წმინდა მამების მოძღვრებასთან იყოს თანხმობაში მათი სიცრუე! სწორედ ამიტომ არ შეიწყნარეს პავლე და ბარნაბა მოციქულებმა ის ქალი, რომელიც მათ შესახებ ღაღადებდა: “ესე კაცნი მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი”. (საქმ. 16, 17), იცოდნენ ბოროტი ძალისა და მისი განდობილების მზაკვრული განზრახვანი, თუმცა თითქოსდა რა იყო ამ სიტყვებზე უფრო კეთილ გონიერი? მაგრამ მოციქულებმა მყის შეიცნეს ის, ვინაც ნათლის ანგელოზის სახეს ღებულობს – “იგიცა ეშმაკი იცვალვისვე ანგელოზად” და მისი მსახურები, რომლებიც “ვითარცა მსახურნი სიმართლისანი” (2 კორ. 11; 14-15) მოაჩვენებენ თავს, და ამიტომაც არ მიიღეს თვით ჭეშმარიტი სიტყვა, რადგან ცრუ ბაგეთაგან იყო ნათქვამი.
ასევე ჩვენც, გვესმის რა ელინთაგან თითქოს კეთილგონიერი საუბრები, არც მათ ვთვლით კეთილგონიერებად და არც მოძღვართა და ბრძენთა რიცხვს არ მივაკუთნებთ, თუმცა კი ვიცით, რომ ყველაფერი ჩვენგან (საღმრთო წერილიდან) აიღეს – ამაოდ არ უთქვამს ერთ პითაგორელს პლატონის შესახებ: “ვინ არის პლატონი, თუ არა ატიკელი მოსე?”, - თუმცა, ვიმეორებ, კარგად ცნობილია, რომ ყველაფერი კარგი მათ სწავლებაში ჩვენგან მიტაცებულია ყურმოკვრით, მაგრამ საკმარისია კარგად ჩავეძიოთ, რომ აშკარად დავინახავთ; ყველაფერი როდი გაიგეს მათ სწორად. დაე, თუნდაც რომელიმე წმინდა მამა ამბობდეს იმას, რასაც გარეშე ფილოსოფოსები ასწავლიან, თანახვედრა მხოლოდ სიტყვებშია, აზრში კი უდიდესი განსხვავება: პირველთ პავლეს სიტყვებით “გონებაჲ ქრისტესი” (1კორ. 2,16) შუმოსავთ, მეორენი კი კაცობრივად განსჯიან, თუ უფრო უარესი არ ვიფიქრეთ. “ვითარცა განშორებულ არს ცაჲ ქუეყანისაგან, ეგრეთ განშორებულ არს გონებანი თქვენნი გაგონებისაგან ჩემისა” (ესაია. 55,9) – იტყვის უფალი. ეს ფილოსოფოსები თუნდაც რაიმეში, რომ იყვნენ თანხმობაში მოსესთან და სოლომონთან, რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის, რომ ეს მათ ღმერთისგან ეუწყათ, როდესაც მწვალებლებსაც კი, რომლებიც ქრისტეს მოსვლის შემდეგ ცდუნდნენ, ვერავინ უწოდებს ღვთის მოწაფეებს იმიტომ, რომ ეკლესიაში ნაქადაგები ჭეშმარიტება დაამახინჯეს. “ღმერთთა რომელთა ცაჲ და ქვეყანაჲ არა შექმნეს, წარწყმდედ ქვეყანისაგან” (იერ. 10,11) და მათთან ერთად მათი გამომგონებელი თეოლოგები, დავამატებ მე წინასწარმეტყველის სიტყვებს, რაღა ვთქვათ იმ ადამიანებზე რომლებიც ირწმუნებიან თითქოს ეს ფილოსოფოსები თანხმობაში არიან ჩვენს ღვთისმეტყველებასთან და უფრო მეტიც, თითქოს ისინი იყვნენ ჩვენი მამაების მასწავლებლები და მათგან გვქონდეს ნასესხები მთავარი თეოლოგიური გამონათქვამნი? ამაზე მხოლოდ ის შეგვიძლია ვითხოვოთ “ნათლისაგან, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად”, იხსნას ისინი ამ საშინელი უმეცრების წყვდიადისაგან და გაუნათოს გონება, რათა მიხვდნენ, რომ თვით გველისგანაც შეიძლება სარგებლის მიღება, ოღონდაც ჯერ უნდა მოიკლას იგი, გაიფატროს, მისი შხამიდან წამალი მომზადდეს და მხოლოდ შემდეგ იქნას ეს საშუალება გამოყენებული გველისავე ნაკბენის სამკურნალოდ. ამდენადვეა სასარგებლო ჩვენთვის გარეშე ფილოსოფოსთა გამონაგონი, რათა ვისარგებლოთ მათი ცოდნით მათვე წინააღმდეგ, დავამარცხოთ ისინი მათივე მახვილით, ვითარცა დავითმა გოლიათი, რომელიც ამხედრებულა ჩვენს წინააღმდეგ და “რომელი აყუედრებს ბანაკსა ღმრთისა ცხოველისასა” (1 მეფ. 17,36) ბანაკსა, ანუ ეკლესიასა, რომელსაც საღმრთო მოძღვრება უსწავლელ მეთევზეთაგან მიუღია.
გარეშე სიბრძნის შესწავლისას, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა გველის შემუსვრა, ანუ ამ სიბრძნისაგან წარმოშობილი ქედმაღლობის განადგურება – ოო! რა ძნელია ამის გაკეთება! რამეთუ როგორც ამბობენ, “ფილოსოფიური ამპარტავნება ვერ ეგუება თავმდაბლობას.” გველის მოკვლის შემდგომ აუცილებელია მისი თავისა და კუდის ანუ საკუთარ გონებაზე არასწორი წარმოდგენის, ღმერთზე, პირველსაწყისებზე, ქმნილებაზე გამოგონილი ზღაპრების მოკვეთა ანუ უარყოფა. შუა ნაწილის, ანუ ბუნების შესახებ მეცნიერების, გაწმენდა მავნე ბრძნობისაგან, რაც სულის მჭვრეტელობით უნარს ძალუძს მხოლოდ, ისევე, როგორც აფთიაქარები ასუფთავებენ გველის ტანს ცეცხლითა და წყლით ანუ დიდხანს დუღილით. ხედავთ, რამდენი შრომა და გამჭრიახობაა საჭირო გველისაგან (გარეშე სიბრძნისგან) სარგებლის მისაღებად!
და მაინც, თუნდაც კეთილად ვისარგებლოთ კარგად განწმენდილ-გასუფთავებული გარეშე სიბრძნის საუკეთესო მხარეებით, რაც უკვე ბოროტება აღარ არის, მაშინაც კი ვერ დავუძახებთ მას საღმრთო და სულიერ ნიჭს, რადგანაც იგი ბუნებითი და არა ზეგარდამო მონიჭებული სიბრძნეა. ამიტომაც ეძახის მას “ხორციელს” საღმრთო სიბრძნის გამომეტყველი ბრძენი მოციქული პავლე. ჭეშმარიტად სამართლიანია, რომ გარეშე სიბრძნის მეცნიერნი პავლე მოციქულის მიერ ხორციელ ბრძნებად არიან სახელდებულნი.
ტეგები: Qwelly, გრიგოლ_პალამა, დარიგებანი, ისრაელი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at a robust CAGR of 8.1% during the forecast period from 2025 to 2033. One of the primary factors driving the growth of the gallium market globally is the surging demand for high-performance semiconductors and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
© 2026 George.
•