ყველას აინტერესებს ეგვიპტის პირამიდები, მისი საიდუმლოებები, სადაც იმალება იმ დროის ერთ-ერთი უძლიერესი ცივილიზაციის უამრავი გადმონაშთი. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ ცივილიზაციას იკვლევენ, ამ ადამიანებს ეგვიპტოლოგებს უწოდებენ.

1798 წელს დაიწყო ინგლის-საფრანგეთის ომი, რომელიც ეგვიტეში მიმდინარეობდა. ფრანგმა გენერალმა, ნაპოლეონმა, ძეგლების შესასწავლად თან წაიყვანა მეცნიერთა დიდი გუნდი, თუმცა ყველაზე მნიშმვნელოვანი აღმოჩენა მის ჯარისკაცებს ეკუთვნით. მათ ხმელთაშუა ზღვის მახლობლად, როზეტაში შავი ქვის ფილა იპოვეს. მასზე სამი სხვადასხვა დამწერლობით შესრულებული წარწერა იყო ამოკვეთილი: ერთი ბერძნულით, ორი ეგვიპტურით, აქედან კი ერთ-ერთი იეროგლიფური დამწერლობა იყო. ფრანგი მკვლევარები მიხვდნენ, რომ სამივე ტექსტში ერთი და იგივე ეწერა. როზეტას ქვამ (ამ სახელით გახდა იგი ცნობილი) შესაძლებელი გახადა იეროგლიფების გაშიფვრა.

ეს სამარხი აღმოაჩინა ინგლისელმა ეგვიპტოლოგმა, ჰოვარდ კარტერმა, 1917 წელს, ლორდი კარნარვონის დაფინანსებით. ბევრი ძიების მიუხედავად 1922 წელს სამარხში შეაღწიეს. სამარხის პირველ ოთახში ერთმანეთზე იყო დახვავებული ნივთები. ოთახი აევსოთ საომარი ეტლებით, ქანდაკებებით, სკამებით და სკივრებით. ოთახის ბოლოში იყო კიდევ ორი დალუქული კარი, რომელსაც ორი ქანდაკება იცავდა. მეორე ოთახში იყო ქვის მასიური სარკოფაგის გარშემო შემომწკრივებული, ოქროთი დაფარული ხის ოთხი კუბო; ამ ოთახის უკან კი უფრო საოცარი ნივთებით სავსე ოთახი აღმოჩნდა. 3 წლის განმავლობაში ხსნიდნენ სარკოფაგს სადაც სამი კუბო აღმოჩნდა. პირველი ორი მოოქროვილი ხის იყო, მესამე კი მთლიანად ოქროსი და ძვირფასი ქვებით მოოჭვილი იყო, შიგნით მუმია იწვა და სახეს მშვენიერი ოქროს ნიღაბი უფარავდა.

კლეოპატრა ეგვიპტის ერთ-ერთი მნიშმვნელოვანი უკანასკნელი დედოფალი იყო. წარმოშობით იყო ბერძენი, მაგრამ ზოგიერთი წყაროდან ვიგებთ, რომ მას სამშობლოდ ეგვიპტე მიაჩნდა. კლეოპატრა VII ძვ. წ. 51 წელს ავიდა ტახტზე, როგორც თავისი უმცროსი ძმის, პტოლემაიოს XII-ის ცოლი. მას არ სურდა პტოლემაიოსს გაჰყოლოდა ცოლად და მალე მის მრჩევლებთანაც უთანხმოება მოუვიდა. მდგომარეობა დამძიმდა და ომამდე მივიდა; ვითარების მოსაგვარებლად ალექსანდრიაში რომაელი მხედართმთავარი იულიუს ცეზარი ჩავიდა. კლეოპატრამ ცეზარი გადაიბირა და ფაქტობრივად მისი საყვარელი გახდა.

პტოლემაიოსი მოკლეს და კლეოპატრა ეგვიპტის ერთპიროვნული მმართველი გახდა. მალე ცეზარიც გამოასალმეს სიცოცხლეს და კლეოპატრა მისი მეგობრის, მარკუს ანტონიუსის მოკავშირედ და საყვარლად იქცა.

იულიუს ცეზარის მემკვიდრეს, ოქტავიანეს, არ სურდა აღმოსავლეთში მეტოქე ჰყოლოდა ამიტომ ეგვიპტეს ომი გამოუცხადა. მისმა არმიამ ძვ. წ. 31 წელს კლეოპატრა და მარკუს ანტონიუსი დაამარცხა. დამცირების თავიდან ასაცილებლად მარკუს ანტონიუსმა და კლეოპატრამ თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე. მარკუს ანტონიუსი ხმალზე დაეგო, ხოლო კლეოპატრამ, თქმულების მიხედვით ასპიტს დააგესლინა თავი, რის შემდეგადაც ეგვიპტე რომის იმპერიის ნაწილი გახდა.

ნეფერტიტი (ძვ. ეგვიპტურად „მზეთუნახავი მოვიდა“) ძველი ეგვიპტის დედოფალი; ძვ.წ. XV ს-ის ბოლო და XIV ს-ის დასაწყისი) ფარაონ ამენჰოტეპ IV-ის (ეხნატონის) ცოლი. რელიგიური გადატრიალების შემდეგ მიიღო სახელი ნეფერ-ნეფერუ-ატონი (ბრწყინვალეა მშვენიერება ატონისა).

ჰათშეფსუტი - 22 წელი მეფობდა. დედოფალს მიცვალებულთა ღვთაება ოსირისის სახე და სამეფო წვერი აქვს, მას მამაკაცის გვირგვინი ადგას.

ეგვიპტეში ბიჭებს ისე წვრითდნენ, რომ მამა-პაპის ტრადიციები გაეგრძელებინათ; გოგონებს კი კარგ მეუღლეებად და დედებად ზრდიდნენ. ქორწინება ერთი და იმავე სოციალური ფენის ქალსა და მამაკაცს შორის იყო ნებადართული; მათგან თუ ვინმეს გაუმართლებდა და განათლებას მიიღებდა შეეძლო სოციალური პირამიდის ზედა საფეხურზე გადაენაცვლებინა.

ეგვიპტეს მეფე ან ფარაონი მართავდა. ძველ ეგვიპტელთა წარმოდგენით მეფე ღვთაებრივი წარმოშობის იყო და მხოლოდ მას შეეძლო ღმერთებთან კავშირის დამყარება. ფარაონი ჯარის, სამოქალაქო სამსახურის და ქურუმთა მეთაური იყო.

ფრესკაზე ტრადიციულად ფარაონებს ახალგაზრდა, ჯამრთელი მამაკაცის სახით გამოსახავდნენ, მაშინაც კი როცა მოხუცებულები და დაუძლურებულები იყვნენ. ეს ცხადი ხდება მათი მუმიების დათვალიერებითაც. დედოფლები ხშირად მეუღლეების ოდნავ უკან იდგნენ ხოლმე; მათაც ლამაზ და ახალგაზრდა ქალებად წარმოაოჩენდნენ.

სამარხებზე გამოხატულ ნახატებზე კარგად ჩანს, რომ ეგვიპტელებს ცეკვა და მუსიკა უყვარდათ.

მოცეკვავე ქალებს მოკლე სამოსი ეცვათ და ზოგჯერ შიშვლებიც კი ცეკვავდნენ.

ეგვიპტელთა ტანსაცმელი მეტწილად სელისა იყო. მდიდრებს თხელი სელი ეცვათ. უბრალო ხალხს კი უფრო სქელი და უხეში. ახალი სამეფოს ხანამდე ქალებს ტანზე მორგებული, კოჭებამდე კაბა ეცვათ, რომელსაც ორი სამხრეული ამაგრებდა.

მამაკაცები კილტს ატარებდნენ (ქვედაკაბა), ის მუხლებამდე ან კოჭებამდე სიგრძის, წელზე შემოხვეული და დამაგრებული ქსოვილია. ქალებს ზოგჯერ, ზამთრობით სქელი სელის მოსასხამები ებურათ.

ეგვიპტელები უმეტესად ფეხშიშველნი დადიოდნენ. ზოგჯერ პაპირუსის ლერწმის სანდლებს იცმევდნენ. დიდებულებს მდიდრულად მორთული ტყავის სანდლები ეცვათ.

ქალღმერთი ჰათჰორი - მეფე სეთი I-ის სამარხზეა გამოსახული. გარდაცვლილი მეფე ქალღმერთ ჰათჰორის წინ დგას. ჰათჰორმა შეიძლება ძროხის ან ძროხისთავიანი ქალის სახე მიიღოს, მაგრამ სამარხის სურათზე ის ლამაზ ქალად წარმოგვიდგება. ჰათჰორი მზის ღმერთის ქალიშვილი იყო. მისი გვირგვინი გამოსახავს ძროხის რქებით დამშვენებულ მზის დისკოს.

ღვთაება ჰორი - ძველ ეგვიპტელებს მიაჩნდათ რომ ღვთაება ჰორი ეგვიპტეს მართავდა, მაშასადამე მეფეც მისი მიწიერი განსახიერება, მეფე ჰორი იყო.

სულ იყო ხუთი ფენა, აქედან: 5% იყო განათლებული, წიგნიერი ფენა; 10 – 15% საშუალო ფენა; 80 – 85% მიწაზე მომუშავე გლეხები.

I ფენა - (სამეფო ფენა) მეფე და დედოფალი.

I I ფენა - (განათლებული ელიტა) კუშის გამგებელი, სამეფო ოჯახის გადია, ქვემო ეგვიპტის ვეზირი და ზემო ეგვიპტის ვეზირი, მწერალი, უმაღლესი მსაჯული ქალი, უზენაესი ქურუმი, სარდალი.

III ფენა - (საშუალო ფენა) ვაჭრები, ადგილობრივი ქურუმი (ქალები, კაცები), მუსიკოსები, ოსტატები და მეთუნეები.

IV ფენა - (კვალიფიციური მუშახელი) გლეხები, მიწათმოქმედები, ჯარი (ქვეითი და მშვილდოსანი), ლუდის გამყიდველები, პროდუქტის გამყიდველი გლეხები.

V ფენა - (გლეხები და მძიმე სამუშაოს შემსრულებლები) მეურნე გლეხები, ქვის სამყეხლოს მუშები, მონები (მონობა არ არსებობდა, მაგრამ იშვიათი იყო), ტყვეები და დამნაშავეები.

ამ ფენების წარმომადგენლებს ფენების შესაბამისად ეცვათ.

მეფის ქვედაკაბა ტილოსგანაა შეკერილი. ტილოს სელისგან ქსოვდნენ. მეფეც და დედოფალიც მძივებიც აკინძულ ყელსაბამებს იკეთბდნენ.

მეცხვრის კავი, კვერთხს, რომელსაც მოკაუჭებული თავი ჰქონდა, მეფეები და ღვთაება ოსირისი ატარებდნენ. საცერემონიო საცეხველი, ამ სასოფლო სამეურნეო იარაღს მეფეები და ღვთაება ოსირისი ატარებდნენ.

ეგვიპტის მეფეები სხვადასხვა ცერემონიაზე განსხვავებულ გვირგვინს ატარებდნენ. სამწუხაროდ არცერთი გვირგვინის შემორჩენილი არ არის, არქეოლოგების აზრით მას ტყავისგან ამზადებდნენ.

  • ლურჯი საომარი გვირგვინი
  • ზემო და ქვემო ეგვიპტის ორმაგი გვირგვინი
  • ოსირისის ბუმბულიანი გვირგვინი
  • სამეფო კობრა, გვირგვინის შუაში ამაგრებდნენ
  • გვირგვინი ატეფი თავსაბურავზე ზემოდან მაგრდებოდა
  • ქვემო ეგვიპტის წითელი გვირგვინი
  • ზემო ეგვიპტის თეთრი გვირგვინი
  • ფასკუნჯის გამოსახულებას გვირგვინის შუაგულში ამაგრებდნენ.

დედოფალი: ფასკუნჯისთავიანი თავსაბურავი დედოფლის თავზე დამჯდარ ჩიტა ჰგავდა. სამეფო კობრა დედოფლის თავსაბურავზე შუაში იყო დამაგრებული. ის საუცხოო ნაკეცებიან ტილოს კაბას ატარებდა.

მამაკაცები მეტწილად მოკლედ იკრეჭდნენ თმას, თუმცა დიდებულებს ხშირად გრძელი თმაც ჰქონდათ. ეგვიპტელები, როგორც წესი, სუფთად გაპარსულები დადიოდნენ. ბიჭები თავს იპარსავდნენ და მხოლოდ ერთ გრძელ „ სიჭაბუკის კულულს“ იტოვებდნენ ცალ მხარეს. ქალები გრძელ თმას გაშლილს ან სხვადასხვაგვარად დატსნულს ატარებდნენ. ნაწნავში ყვავილებს, ქინძისთავებს და მძივებს იბნევდნენ.

ნადიმზე ქალებსა და მამაკაცებს პარიკები ეხურათ. მდიდრების პარიკები განსაცვიფრებლად დამუშავებული იყო მრავალი ნაწნავი და კულული ჰქონდა. პარიკებზე სამკაულებსაც ამაგრებდნენ ან მძივებით და ძვირფასი ქვებით რთავდნენ. საუკეთესო პარიკები ნამდვილი თმისაგან მზადდებოდა, თუმცა იყო შედარებით იაფფასიანიც, რომელსაც შავი მატყლისგან ამზადებდნენ.

ოქროს ბუზები იგივე მედლები იყო, რომლითაც მამაც ჯარისკაცებს აჯილდოვებდნენ.

ავგაროზების ყელსაბამების, სამაჯურებისა და სხვა მორთულობის გარეშე ეგვიპტური კოსტუმი სრულყოფილი არ იყო. ღარიბების სამკაული იაფი მასალისაგან, სპილენძის ან ფაიანსისგან მზადდებოდა. მდიდრებისთვის კი ძვირფასი ქვებითა და მინანქრით შემკული ოქროს, ვერცხლის და ელექტრიუმის ძალიან ლამაზი სამკაულები მზადდებოდა. ყველაზე საოცარი სამკაული დიდი დეკორატიული საყელო იყო. მას ბატონებიც ხმარობდნენ და მსახურებიც. საყელო ჩვეულებრივ მძივების ან ძვირფასი ქვების რამდენიმე რიგისაგან მზადდებოდა, რომელსაც დიდ ნახევარწრედ იხვევდნენ ყელზე. მას ქალებიც ხმარობდნენ და მამაკაცებიც.

ევიპტელები სისუფთავის მოყვარულები იყვნენ და დიდ ყურადღებას უთმობდნენ გარეგნულ წვრილმანებს. ქალებსაც და მამაკაცებსაც მოხდენილი პატარა ქილებით დაჰქონდათ სუნამო და კოსმეტიკური საშუალებები.

კოსმეტიკას წვრილ-წვრილად დაფხვნილ მინერალებში ცხიმის შერევით ამზადებდნენ. ეგვიპტელებს განსაკუთრებით თვალის კონტურის გამკვეთრება უყვარდათ. მალაქიტი ( სპილენძის მადანი) თვალის მწვანე ან რუხი საღებავის დასამზადებლად იხმარებოდა, რომელსაც ქუჰლი ერქვა. ის ხაზს უსვამდა თვალის სილამაზეს და ამავე დროს მზისაგან იცავდა.

ფართოდ იყენებდნენ ტუჩის საცხსა და ფერ-უმარილსაც, რასაც ერთგვარი წითელი თიხის-ოქრასაგან ამზადებდნენ.

ჰინის ხის ფოთლებისაგან დამზადებული მოწითალო-ყავისფერი ჰინით ფრჩხილებსა და შესაძლოა ხელ-ფეხსაც იღებავდნენ.

ცხელ კლიმატში სისუფთავის დაცვას უაღრესად დიდი მნიშმვნელობა ენიჭებოდა. ხალხი მეტწილად მდინარეში ბანაობდა, შინ კი ვარცლსა და დოქს იყენებდნენ. საპნის ნაცვლად სურნელოვანი ზეთის, კირისა და ნელსაცხბლებისგან შედგენილ სარეცხ საშუალებას იყენებდნენ.

მწველ მზეში კანის გამოშრობის ასარიდებლად სურნელოვანი ზეთიტ იზელდნენ კანს.

სუნამოებს ზეთსა და ცხოველის ცხიმში დამბალი ყვავილებისა, თესლისა და ხილისაგან ამზადებდნენ.

მდიდრები თავიანთ საპარფიუმერო ნივთებს მოხატულ კოლოფებში ინახავდნენ.

მსგავსი:

ეგვიპტე ფოტოებში!

ტეგები: Qwelly, დედამიწა, ფარაონი, ქანდაკება

ნახვა: 3319

გამოხმაურებები!

didi madloba  temuri  aseti saintereso tekstistvis  zalian momecona  da  bevri ram gavige

უდიდესი   ცივილიზაცია

მეც მახსოვს ეგვიპტე, ფარაონი ეტლებითა და მხედრებით. 

ეგვიპტოლოგი სტილისტები დააილია ვითომ? ))

maiko ratiani_მ თქვა:
ძალიან მომწონს ეგვიპტური ნაწნავი და თმის მორთულობა. რომ შემეძლოს გავიკეთებდი სიამოვნებით ))

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters