12 ივნისს (ძვ. სტ. 30 მაისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ისააკ აღმსარებელს, დამლატის მონასტრის იღუმენს

ისააკ აღმსარებელი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ივნისი, ქველი, qwelly, june

     წმინდა ისააკი მოღვაწეობდა მეოთხე საუკუნეში. ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, როდესაც მიატოვა ყოველივე მონაგები და მონაზვნობა აირჩია, გაეცალა წუთისოფელს და უდაბნოში, მონასტერში განმარტოვდა. როდესაც ქრისტიანთა დევნა, არიანეს მიმდევარმა იმპერატორმა ვალენტიმ კვლავ განაახლა და სასტიკი ფორმებითაც, ღირსი ისააკი კონსტანტინოპოლში დაბრუნდა ხალხისი სანუგეშოდ. იმ ხანად დუნაის ნაპირებიდან იმპერიას შეესივნენ ბარბაროსი გუთები და სასტიკი ომი გამოუცხადეს. აიღეს თრაკია და იქიდან შეგულიანებულებმა კონსტანტინოპოლისკენ გასწიეს. როდესაც ქრისტიანობის მტერი ვალენტი, ლაშქარს კრებდა თავხედ გუთებზე გასალაშქრებლად, იმპერატორს წმინდა ისააკმა შეუთვალა: "მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!", მაგრამ იმპერატორმა არად ჩააგდო წმინდა ბერის სიტყვები და თავდაჯერებით და შემართებით განაგრძო გზა საომრად. სამგზის გაიმეორა ღირსმა მამამ თხოვნა და წინასწარმეტყველება. გაბრაზებულმა ვალენტიმ ბრძანა, ეკალ-ბარდებით სავსე ხრამში ჩაეგდოთ. წმიდა ისააკი გადარჩა, ხრამიდან ამოვიდა იმპერატორს დაეწია და უთხრა: "ჩემი დაღუპვა გსურდა, მაგრამ წმიდა ანგელოზებმა გამომიყვანეს უფსკრულიდან შეისმინე ჩემი ვედრება, გააღე მართლმადიდებლური ტაძრები და უფალი შეგეწევა. თუ არ დამიჯერებ, ცოცხალი ვერ დაბრუნდები, ცეცხლში დაიწვები". იმპერატორს გაუკვირდა ბერის გამბედაობა და თავის თანხმლებლებს – სატურნისა და ბიქტორს უბრძანა, მის დაბრუნებამდე ღირსი მამა დაეტყვევებინათ.

     წმინდა ისააკი დაატყვევეს, მაგრამ ტყვეობა წინასწარმეტყველებას არ ცვლის. როგორც ნათქვამი ჰქონდა ღირს ისააკს - იმპერატორმა არიანელ მხედართმთავართან ერთად ისლით დახურულ ქოხს შეაფარა თავი და შიგ დაიწვა. ვალენტინის გარდაცვალების შემდეგ ღირსი ისააკი გაანთავისუფლეს და დიდ პატივს მიაგებდნენ. როცა ტახტზე ავიდა წმიდა თეოდოსი დიდი (+379-395) სატურნინისა და ბიქტორის რჩევით აღასრულა: კონსტანტინეპოლიდან განდევნა არიანელები და მართლმადიდებლებს ტაძრები დაუბრუნა. ღირს ისააკს სურდა, უდაბნოს დაბრუნებოდა, მაგრამ სატურნინმა და ბიქტორმა სთხოვეს, დარჩენილიყო ქალაქში და ლოცვით დაეფარა იგი. კონსტანტინეპოლის გარეუბანში წმიდა მამას საცხოვრებელი აუშენეს, სადაც ბერები შეიკრიბნენ. ასე შეიქმნა სავანე, რომლის იღუმენი და სულიერი მოძღვარი გახდა ღირსი ისააკი. ღრმა სიბერეს მიღწეულმა ისააკმა იღუმენად აკურთხა ღირსი დალმატი.

     ღირსი ისააკი 383 წელს გარდაიცვალა. წმინდანის ხსენება აღინიშნება ორჯერ - 4 აპრილს და 12 ივნისს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 12 ივნისი, Qwellyland, აღმსარებელი, თვენი, ივნისი

ნახვა: 1560

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

 ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

პიკასო

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

პიკასო

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი 2023…

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

შუალედური წერა

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters