მერვე საუკუნის მეორე ნახევარშე, კონსტანტინოპოლში დაიბადა წმინდა ნიკიფორე. ქრისტეს მიმდევრობისთვის, წმინდანის მშობლებმა მრავალ განსაცდელს გაუძლეს, მრავალი ტანჯვა დაითმინეს ხატმებრძოლი იმპერატორისაგან. კონსტანტინე კოპრონიმი სწორედ მერვე საუკუნესი სჯიდა ქრისტიანებს და ხატმებრძოლეობას სრული შემართებით ეწეოდა.
წმინდა ნიკიფორემ, სიყრმის ასაკიდან დაიწყო სწავლა. მან შესანიშნავი საერო განათლება მიიღო, მაგრამ განსაკუთრებით გამოირჩეოდა ღმრთისმეტყველებაში და წმინდა წერილის კითხვა/განმარტებაში.
775 წელს, იმპერატორის ტახტს იკავებს ლეონ IV, რომლის მრჩეველიც სწორედ განათლებული და სწავლული ნიკიფორე ხდება. სამეფო კარზე წმინდანის გულმხურვალება, ლოცვა და მაღალზნეობრივი, თავშეკავებული, ქრისტიანული მოღვაწეობა არ ნელდება. ლეონის გარდაცვალების შემდეგ, ნიკეაში ჩატარებულ მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დაიგმო ხატმებრძოლეობის ერესი. ამავე კრებაზე, წმინდა ნიკიფორე, ახლა უკვე იმპერატორ კონსტანტინე VI_ის მრჩეველი იცავდა ქრისტიანობას ერეტიკოსთა შორის.
ამის შემდეგ წმინდა ნიკიფორე კიდევ რამდენიმე წელი რჩება სამეფო ტახტზე. იმპერატორ ნიკიფორე I_ის ზეობისას, გარდაიცვლება კონსტანტინოპოლის პატრიარქი და მის ნაცვლად ეკლესიის საჭეთმპყრობელი ხდება წმინდა ნიკიფორე. 806 წლის აღდგომის დღსასწაულზე, 12 აპრილს, წმინდანი საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდება.
მეცხრე საუკუნის პირველ მეოთხედში, საიმპერატორო ტახტს იკავებს ლეონ V, სომეხად წოდებული. მისი მმართველობისას კვლავ დაიწყო ქრისტიანთა დევნა. იმპერატორმა გადასახლებიდან გამოიწვია VII მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ განკვეთილი ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები, მათი შემადგენლობით მოიწვია ერეტიკული კრება და რწმენის საკითხებზე საპაექროდ პატრიარქს უხმო. წმიდა ნიკიფორემ მწვალებლებთან ბჭობაზე უარი განაცხადა, რადგან ხატმბრძოლთა ერესი უკვე ანათემას იყო გადაცემული. ნიკიფორე ჯერ ქრისოპოლის მონასტერში გაგზავნეს, შემდეგ კი კუნძულ პროკონისზე გადაასახლეს, მარმარილოს ზღვაში, სადაც 13 წლის შემდეგ აღესრულა ნატანჯი და შევიწროებული.
IX საუკუნის შუა წლებში, 847 წლეს, 13 მარტს წმიდა პატრიარქის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენეს კონსტანტინეპოლში, წმიდა სოფიის ტაძარში.
ტეგები: 15 ივნისი, June, Qwellyland, თვენი, ივნისი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.
Early Lifetime and Background…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
3 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
3 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
© 2025 George.
•