დაახ. XII საუკუნის, უცნობი ესპანელი მხატვრის შესრულებული ხატი მერქანზე, "მაცხოვარი და 12 მოციქული"
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენების დღე IV საუკუნიდან აღინიშნება. თითოეულ მოციქულს ცალკე ხსენების დღე აქვს, მაგრამ ეკლესიამ, 12_ვე მათგანის ერთად მოხსენიების დღე დააწესა პეტრე-პავლობის მომდევნო დღე - 13 ივლისი. ამავე დღეს იზეიმება სვეტიცხოვლობა. მოგეხსენებათ მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი 12 მოციქულის სახელზეა აგებული.
მათეს სახარებაში მოთხრობილია, თუ როგორ გამოარჩია მაცხოვარმა 12 მოციქული.
გამოირჩია თორმეტი მოციქული და მისცა მათ "ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა" (მთ. 10, 1).
და ამის შემდეგ მახარებელი ჩამოთვლის სახელებს: პირველად, სიმონი რომელსაც ეწოდა პეტრე და ანდრეა, მისი ძმა; იაკობ ზებედესი და იოანე, მისი ძმა; ფილიპე და ბართლომე; თომა და მათე მეზვერე; იაკობ ალფესი და ლებეოსი, რომელსაც თადეოზი ეწოდა მოგვიანებით; სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გახდა მაცხოვრის გამცემელი.
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, გაგზავნა ისინი "ქადაგებად სასუფეველსა ღმრთისასა და განკურნებად უძლურთა" (ლკ. 9, 2).
და როდესაც მაცხოვარი ამაღლდა ზეცად, მოციქულებს მოუწოდა გალილეის ერთ-ერთ მთაზე (ელეონის) და უკანასკნელი კურთხევა მისცა მათ: "მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ. და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მთ. 28, 18-20).
ეკლესია 12 მოციქულის ხსენებისას ზეიმობს იმ თორმეტ მოციქულს, რომელიც სულთმოფენობის წინ დადგინდა, იგულისხმება იუდა მოციქულის ნაცვლად მატათა მოციქულის გამორჩევა.
სწორედ 12 მოციქულის სახელზე აიგო მცხეთაში უდიდესი ტაძარი - სვეტიცხოველი.
ტეგები: 13 ივლისი, Qwellyland, თვენი, ივლისი, მოციქული, წმინდათა_ცხოვრება
ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობას! ♥ თორმეტი მოციქულის მფარველობა თქვენ და სრულიად საქართველოს მრავალჟამიერ!!!
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•