23 ივლისს (ძვ. სტ. 10 ივლისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს უდიდეს მოღვაწე მამას, ანტონ პეჩორელს

ანტონ პეჩორელი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ივლისი, ქველი, qwelly, july

      X საუკუნის მიწურულს, 983 წელს, ლიუბეჩში (ჩერნოგორიის მახლობლად) დაიბადა ანტიპა. ყრმობიდან უფლის მოშიშებით აღზრდილ ანტიპას, ბერობა მოზარდობაშივე გადაუწყვეტია და ერთი მღივე მოგაკვეთა, სადაც აპირებდა განმარტოებით დაყუდებულიყო, მაგრამ მალევე გააცნობიერა, რომ ასეთი მოღვაწეობისთის მოძღვარი სჭირდებოდა. ადგა და ათონის მთაზე გაემგზავრა. აღკვეცისას ეწოდა ანტონი. ჭაბუკი მოსაგრე თავისი კეთილგონიერებით, თავმდაბლობით, მორჩილებით, მკაცრი მარხვითა და ღამისთევებით თვით წმიდა მთის მამებსაც კი აოცებდა. მხცოვანმა იღუმენმა განჭვრიტა სულიერებაში სწრაფად წარმატებული ბერის მომავალი, სამშობლოში დაბრუნება ურჩია მას და უთხრა: "ანტონი! უფალი გწინამძღვრობდა შენს ღვაწლში; ახლა დროა, სხვებსაც უწინამძღვრო წმიდა ცხოვრებაში; დაუბრუნდი რუსეთის მიწას და ათონის მთის კურთხევა გაიყოლე: შენგან მრავალი მონაზონი აღმოცენდება!"

      სამშბლოში დაბრუნებული ანტონი ბერესტოვოს მთაზე, კიევის მახლობლად ერთ უღრან ტყში გამოკვეთილ მღვიმეში განმარტოვდა.

      მოღვაწოებით და საკვირველმოქმედებით გამორჩეულმა წმინდა მამა, მალე მოიღვეჭა სახელი და ყოველი მხრიდან მოდიოდნენ მასთან დასალოცად, კურთხევისა და რჩევა დარიგების მისაღებად., ზოგიერთი მასთან დარჩენას და მონაზვნობას გადაწყვეტდა ხოლმე. ერთ-ერთ მათთაგანნი იყვნენ ღირსი ნიკონი და ღირსი თეოდოსი - წმინდა ანტონის პირველი მოწაფეები. ძმები მკაცრი მოსაგრე ცხოვრებით ცხოვრობდნენ: მხოლოდ პურით იკვებებოდნენ, შაბათ-კვირას და დღესასწაულებში კი მოხარშულ ბარდას ღებულობდნენ. თავად ანტონი უხორცოსავით ცხოვრობდა და მაგალითს აძლევდა მოწაფეებს. როცა ბერების რიცხვმა თორმეტს მიაღწია, მათ მიწის ქვეშ გრძელი გვირაბი გათხარეს, მის ორივე მხარეს კი თავიანთთვის მცირე სენაკები გამოკვეთეს, მოაწყვეს ტაძარი და სატრაპეზო. მიწისქვეშეთის ბნელ მღვიმეებში დავანებული მამები გულმხურვალედ ლოცულობდნენ. ამის შემდეგ თავმდაბალმა და მარტოობის მოყვარე ანტონიმ იღუმენობა ნეტარ ბარლაამს გადააბარა, თვითონ კი დატოვა სავანე და წინანდელი სამკვიდრებლიდან ასი საჟენის მოშორებით, ახალ გამოქვაბულში დაეყუდა. გამოცდილი სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობით მოღვაწეობის სურვილმა მალე აქაც მოამრავლა ბერები. ასევე დაფუძნდა ახლო და შორეულ მღვიმეთა მონასტრები. ბარლაამი წმიდა დიმიტრის მონასტერში გადავიდა, მის ნაცვლად ღირსი ანტონის კურთხევითა და მამების ერთსულოვანი თანხმობით ნეტარი თეოდოსი იქნა დადგენილი. ამ დროისთვის ძმობა უკვე ას ბერს ითვლიდა.

      განწმენდილითა გულით და სპეტაკითა სულით გამორჩეულ წმინდა მამას, უფლის ჭვრეტის ნიჭი მიემადლა ღმრთისაგან. პეჩორის ლავრისგან განუშორებლად კონსტანტინოპოლში, ვლაქერნის ტაძარში აღმოჩენილ წმიდა მამებს - ანტონისა და თეოდოსის თავად ყოვლადწმიდა ქალწული წარმოუდგა და ოქრო უბოძა. ძვირფასი მონეტებით ნეტარმა მამებმა კირითხუროები დაიქირავეს, რომლებიც ზეციური დედოფლის მითითებით ჩავიდნენ რუსეთში პეჩორის სავანის ტაძრის ასაშენებლად. ამ გამოცხადების დროს ღვთისმშობელმა აუწყა წმიდანს მოახლოებული აღსასრულის შესახებ და ასეც მოხდა, 90 წლის ასაკში, 1073 წლის გაზაფხულზე, წმინდა მამა ანტონ პეჩორელი მიეახლა უფალს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 23 ივლისი, July, Qwellyland, თვენი, ივლისი, კიევი, პეჩორელი

ნახვა: 1125

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

  

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

პიკასო

  …

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

შუალედური წერა

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters