თანამედროვე უნივერსიტეტებში სტუდენტები, რომლებიც წერენ საკურსო, სადიპლომო და სადისერტაციო ნაშრომებს, მუშაობენ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც წარმოუდგენელი იყო 1937 წელს, როდესაც ქეით ლ. თურაბიანმა, ჩიკაგოს უნივერსიტეტის დისერტაციების მდივანმა, შექმნა სახელმძღვანელო პრინციპების კრებული სტუდენტი ავტორებისთვის. ინტერნეტ-რესურსების ხელმისაწვდომობამ და ტექსტების რედაქტირების პროგრამებმა შეცვალა სტუდენტების მიერ კვლევის წარმოებისა და შედეგების წარდგენის მეთოდები. მაგრამ ამ ტექნოლოგიებს არ შეუცვლია ავტორის ძირითადი ამოცანა: კარგად დაგეგმილი კვლევის ჩატარება, შედეგების მკაფიოდ და აკურატულად აღწერა და, ამავდროულად, ნაშრომებში წყაროების მითითების, სტილისა და ფორმატის აკადემიური სტანდარტების დაცვა.
მოცემულ, მეშვიდე რედაქციაში უეინ ს. ბუთმა, გრეგორი ჯ. კოლომმა და ჯოზეფ მ. უილიამსმა განავრცეს წიგნის მასშტაბები. ახალი I ნაწილი, "კვლევა და წერა: დაგეგმვიდან შექმნამდე", ადაპტირებულია მათი "კვლევის ხელოვნების" მიხედვით (ჩიკაგოს უნივერსიტეტის გამომცემლობა, ჩიკაგო, 2003წ.). ამ ნაწილში წარმოდგენილია კვლევის პროცესის წარმართვისა და კვლევის ანგარიშების მომზადების დეტალური ინსტრუქციები; ეს თემა აქამდე არ ყოფილა ჩართული ამ სახელმძღვანელოში. თუმცა, იგი გამოყენებული ლიტერატურის მითითების, წერის სტილისა და ნაშრომების მომზადების ტექნიკური საკითხების განუყოფელი ნაწილია. განხილულ თემებს შორისაა კვლევის ხასიათი, წყაროების მოძიება და მათზე მუშაობა, ჩანაწერების გაკეთება, არგუმენტის ჩამოყალიბება, სამუშაო ვარიანტის მომზადება-რედაქტირება და ფაქტების წარმოდგენა ცხრილებისა და ციფრების სახით. აგრეთვე, აქვეა განხილული კვლევის ალტერნატიულ ფორუმებზე წარმოდგენის გზები. ამ ნაწილში ავტორები უშუალო, კოლეგიური ტონით წერენ, რათა მკითხველი დააინტერესონ ამ კომპლექსური საკითხით. მისი წაკითხვა სასარგებლო იქნება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც კვლევით პროექტებს ყველა დონეზე ახორციელებენ, სამეცნიერო ნაშრომებზე მომუშავე მკვლევარებს კი შეუძლიათ გამოტოვონ I-IV თავები.
წიგნის დანარჩენ ნაწილში განხილულია იგივე საკითხები, რომლებიც წინა რედაქციებში იყო წარმოდგენილი. თუმცა, წიგნი მნიშვნელოვნად არის შეცვლილი და ასახავს "ჩიკაგოს სტილის" სახელმძღვანელოს მე-15 რედაქციაში (2003) წარმოდგენილ რეკომენდაციებს. ეს რეკომენდაციები ითვალისწინებს ზეგავლენას, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიები ახდენს სტუდენტის მიერ ნაშრომზე მუშაობის ყველა ასპექტზე. ასევე, წარმოდგენილია განახლებული მაგალითები და სახელმძღვანელო უფრო მარტივად წასაკითხი და მეტად პრაქტიკულია.
იხილეთ:
აქვე იხილეთ, 2011 წლის ელექტრონული გამოცემა:
ტეგები: Qwelly, ელ-წიგნები, თურაბიანი, სამეცნიერო, ქველი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივლისი 10, 2026.
საათი: 10:57am
0 კომენტარი
0 მოწონება
Hair Dryer Brush Manufacturer: Daily Grooming Tool for Healthy Hair and Scalp Care A hair brush is one of the most common and essential personal grooming tools used in…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•