ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები

PDF, analytical psychology, carl gustav jung, carl jung, psychology, qwelly, ანალიზური ფსიქოლოგია, ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები, იუნგი, კარლ გუსტავ იუნგი, კარლ იუნგი, ფსიქოანალიზი, ფსიქოლოგია, ქველი     კარლ გუსტავ იუნგი დაიბადა 1875 წლის 26 ივლისს კესვილში (შვეიცარია). მისი ოჯახი გერმანული წარმოშობისა იყო და საკმაოდ მაღალ საზოგადოებას მიეკუთვნებოდა. მიუხედავად ამისა, იუნგის სიყმაწვილემ ხელმოკლეობაში განვლო.

     1894 წელს იუნგმა დაამთავრა გიმნაზია და სწავლა განაგრძო ბაზელის სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი ციურიხში გადავიდა და მუშაობა დაიწყო ბურგჰოლცის კლინიკაში, რომელსაც ცნობილი ფსიქიატრი ე. ბლეილერი ხელმძღვანელობდა.

     1902 წელს იუნგმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "ოკულტური ფენომენების ფსიქოლოგია და პათოლოგია." 1903 წელს იგი დაქორწინდა ემა რაუშენბახზე, რომელთანაც ოთხი გოგონა და ერთი ვაჟი შეეძინა.

     1907 წელს იუნგი ჩავიდა ვენაში ზიგმუნდ ფროიდთან შესახვედრად. შვიდი წლის შემდეგ მათი თანამშრომლობა კონცეპტუალური შეუთანხმებლობითა და ურთიერთშეურაცხყოფით დამთავრდა. მანამდე კი კარლ გუსტავ იუნგი იყო საერთაშორისო ფსიქოანალიზური საზოგადოების პირველი პრეზიდენტი, საერთაშორისო ფსიქოანალიზური ჟურნალის რედაქტორი, ფსიქოანალიზის, როგორც დამოუკიდებელი დარგის ორგანიზატორი.

     1914-18 წლებში გადატანილი ე.წ. საშუალო ასაკის კრიზისის შემდეგ იუნგის ინტერესების სფერო ფართოვდება და მოიცავს მითოლოგიას, ალქიმიას, ანთროპოლოგიას, ისტორიას, არქეოლოგიას...

     იუნგი ღრმა მოხუცებულობამდე მუშაობდა პაციენტებთან. იგი გარდაიცვალა კიუსნახთში 1961 წლის 6 ივნისს.

     იუნგის იდეები კულტურის ყველა სფეროში შეიჭრა და მისაღები აღმოჩნდა ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ადამიანებისათვის.

     დღესაც მთელ მსოფლიოში იუნგს მრავალი თაყვანისმცემელი და მიმდევარი ჰყავს. ისინი გამოსცემენ ჟურნალებს, წიგნებს, იუნგიანური თვალთახედვით აანალიზებენ მხატვრული ლიტერატურის ნიმუშებსა თუ კინემატოგრაფიულ სიახლეებს. და ეს საქმიანობა მათთვის, იუნგის მსგავსად, "შინაგანი განვითარების, ზრდის გამოხატულება".

     ქვემოთ კი მოყვანილია კარლ გუსტავ იუნგის ლექციების ჩანაწერები.

     ეს გახლავთ სალექციო კურსი ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები, ხოლო თემა სიზმრები.

"ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები"

ტეგები: Qwelly, ელ.წიგნები, იუნგი, კარლ_იუნგი, ფსიქოანალიზი, ფსიქოლოგია

ნახვა: 2819

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Best Pillow For Neck Pain Options

გამოაქვეყნა Melodee Duncombe_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 4:27am 0 კომენტარი

Adultphoto It's got an identical unconventional contoured shape as being the Derila, Derila Customer Reviews Neck Support and I discovered it kept my neck and again aligned incredibly nicely all night. I woke up experience fairly contemporary and without the aches and pains that I usually Get Derila Official from sleeping in a very weak position. We…

გაგრძელება

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

 ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

პიკასო

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

პიკასო

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი 2023…

გაგრძელება

Qwelly World

free counters