ძველავეჯიან ოთახში საწოლზე ხანიერი ქალი იწვა: სულით და ხორცით ერთნაირად გატანჯული. იწვა გარინდებული, თითქოს ტკივილებს ყურს უგდებსო. ის იყო, ზოგჯერ გვერდს თუ იცვლიდა ნელა, სეჭირვებით, უძლურად და ჩუმი გმინვით ამხნევებდა ტკივილს. დაგნებდი, არაფერს გავნებ, შენთან ვარო. სახე არაფერს ხატავდა; გაშტერებოდა ყველა მიმიკა და ფერიც არაფრისმთამელი დასდებოდა. მხოლოდ თვალები იყო რაღაცნაირი გამომეტყველების, აი ისეთი, თუ გინახავთ დასაკლავად შებოჭილი საქონელი და მისი დანებებული თვალები: ღარაცას მიშტერებული, შიშიანი, გახევებული, უიმედო , მაგრამ მოგონებების სურათებით დაკავებული იყო მისი თვალებიც. სწორედ ეხლა, ამ დროს გადაიწია წარსულის ფარდა და ამ ხილვაში გადაიჭრა მისი განწირული მე. ეხლა მას ეს შველოდა, ეს მოგონებები ითავსებდნენ მის ეხლანდელ მეს და ასულიერებდნენ, ტკივილს ავიწყებდნენ. დაუჯერებელია, მაგრამ ტკივილიანი განვლილი ჟამიც ეალერსებოდა, ეფერებოდა და ცდილობდა ხორცის ტკივილი მიეყუჩებინა მისთვის. თითქოს ყველა მოგონება ერთად შეიკრიბა და ერთ დიდ წიგნად ჩაბარდა მას.
ვიღაცამ კარი შემოაღო; არ გაუხედავს, მოესმა როგორ ხარო; ხელი უღიმრამოდ აწია და მიანიშნა რაღაც. კარი დაიხურა. ფანჯარაში მზე საღამოს სხივებს ალმაცერად უშვებდა. გონება თანდათან ებინდებოდა და გახსენების ბოლო ფურცელი იწერებოდა. დაღლილი თვალები ნელ-ნელა იხუჭებოდა. გულმა საოცარი რამ უთხრა გონებას: რაშია საჭირო ამქვეყნიური დავიდარაბა, ამდენი ჯიკავი, მახვილი, ვერაგობა. ან რაა ეს ფული-ქარის ნაგავი, მისივე მოტანილ-წაღებული. ან რაა ერთმანეთის ცასაფრება. გამარჯვებული მუდამ ცასაფრებული სიკვდილიაო. უსიცოცხლოდ ჩაფერფლილი თვალები ცრემლით დაეფარა. ღონე არ ეყო, მოეწმინდა მუდამ მომსახურე ხელებით. ჩამავალმა მზემ ბოლო სხივები მოსწყვიტა ფანჯარას. თვალები მოგონებათა ბოლო ეპიზოდს ეთხოვებოდნენ.
ნათელა გორგოშაძე-დუმბაძისა.
ნახვა: 291
ტეგები: blog, qwelly, sun, sunset, ბლოგი, გამოთხოვება, დავიდარაბა, დაღლილი, დღიური, ვერაგობა, მეტი...მზის_ჩასვლა, მოგონება, ნათელა_გორგოშაძე-დუმბაძე, ტკივილი, ფანჯარა, ქველი, ჩამავალი_მზე, ხნიერი_ქალი, ჯიკავი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
1 Like
თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ...
15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე.
გალა კონცერტი
ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
1 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია