ქუჩაში გამოვედი წითელი შარვლით და უეცრად შეყვარებულ-ამოჩემებული "ბათინკებით". უკვე შემოდგომაა. მიყვარს შემოდგომა. აღფრთოვანებული ვარ ფოთლების თოვლით. ერთხელ ქუჩის კუთხეში მდგომი ხის ქვეშ დავდექი, რომ ფოთლები თავზე დამცვენოდა. ჩუმად. ვითომ შემთხვევით. მოკლედ შემოდგომაა. მზიანი დღე იდგა. ციოდა და დიდ მანძილს ფეხით ვერ გავივლიდი. ამიტომ სამარშუტო ტაქსიში მოვთავსდი, სპეციალურად ფანჯარასთან და მიხაროდა,- სითბოდან ვადევნებ ამ სილამაზეებს თვალს თქო და ... სუში!!! პირდაპირ ჩემს თვალწინ, წინა სავარძლის ზედა ნაწილზე დამაგრებული სუშის და საჩუქრად კოკა-კოლას რეკლამა გადაიშალა. თვალი მეზობელი სავარძლისკენ გავაპარე და იქაც სუში!

      აქამდე რეკლამის ამ ნაირსახეობას არ ვიცნობდი. თავი შებოჭილად ვიგრძენი, თითქოს ვიღაც მაძალებდა, რომ გაუჩერებლად მეკითხა ფურცელზე დატანილი ტექსტი. ასეც იყო.

      აჭრელებული თვალები ფანჯარას მივაპყარი (ვინაიდან 0.5 ლიტრი უფასო კოკა-კოლით არ მოვიხიბლე) და ჰოი საოცრებავ! აქ უკვე აპრობირებული ბადე სტიკერი დამხვდა. თვალები უფრო ამტკივდა, ხედით ტკბობის სურვილიც გამიფუჭდა და დავუბრუნდი სამარშუტო ტაქსის სალონს. სავარძლებში მოკუნტული მგზავრები შევათვალიერე. რა უსუსრები ვართ! გამიელვა. რეკლამისთვის და ზომბირებისთვის განკუთვნილი აუდიტორია. სადაც არ უნდა მიმეხედა სარეკლამო ბილბორდები, მორბენალი სტრიქონები, მოლაპარაკე ადამიანები, ეკრანები....!!! ყველა მარწმუნებდა რომ სესხი კარგია: ჰოპ და არაფერი; რომ ცხოვრება მშვენიერია მხოლოდ და მხოლოდ რეკლამირებული ბრენდის ტანსაცმელში, რომ ალუმინი რომელსაც N ფირმის დეოდორანტი შეიცავს "ბიო" იყო და ჩვენს ჯანმრთელობას და გარემოს არაფერს ვნებდა... მოკლედ მაცდურად შეფუთული ბევრი ტყუილ-მართალი.

      ჩვენი ცხოვრება იმდენად დატვირთულია საქმით, საფიქრალით, სადარდებელით, რომ ვერც კი ვიგებთ, რომ რეკლამა ძალადობის ერთ-ერთ სახეობად იქცა. არ გიფიქრიათ, რამდენად ხშირად ირღვევა ჩვენი პირადი სივრცე, ვრცელდება კონფიდენციალური ინფორმაცია. ხომ ყველას მოგვდის ასობით მესიჯი მობილურ ტელეფონზე (თანაც მაშინ, როცა მნიშვნელოვან მესიჯს ელოდები). თითქოს არაფერი, მაგრამ ეს გვაიძულებს იმედგაცრუება და მარტოობა ვიგრძნოთ, ან თუნდაც თავი რაღაც საშუალებად მივიჩნიოთ. ცხელ გულზე ისიც გამახსენდა, საჭესთან როგორ შემაშინა რადიოში გაშვებულმა რეკლამამ. მშვიდად, წყნარად მივემართებოდი ა პუნქტიდან ბ პუნქტისკენ, ვუსმენდი განწყობის შესაფერის მუსიკას რადიოში. მოვდუნდი, დადებითი ემოციებით აი ავივსე, კარგი მოგონებები მოცურდნენ. დამთავრდა მუსიკა ვიღიმები და საჭე კონაღამ ხელიდან გამივარდა ისეთი ხმაურიანი რეკლამა შემოვარდა ჩემს სივრცეში. მუსიკაზე რამოდენიმე ტონით უფრო მაღალი. რა დადებითიც ვაგროვე, იმ წუთშივე გაქრა. მას შემდეგ სიმღერა დამთავრდება თუ არა ეგრევე ხმას ვუწევ - გამოცდილი ვარ.

      ხელში შემოჩეჩებული და 2 მეტრში ნაგავში ჩაყრილი ლიფლეტები, რიგები მაკდონალდსში, ვენდიში, დანკინ დონატსში. ვიცით რომ არაჯანსაღია, ვიცით რომ გვაზიანებს, მერამდენედ დავიფიცეთ, აღარ შევალთო. იმისთვის, რომ გავექცეთ გარემოს სმარტფონებში, სავარძლებში ვძვებით, მაგრამ ყველაფერი უკვე სავსეა მაცდური წინადადებებით. ბადე სტიკერიც თვალებს გვიჭრელებს. თუმცა არაფერს ვამბობთ. ჩვენ საცდელი კურდღლები ვართ. რეკლამა მუშაობს!

ნახვა: 840

ტეგები: 99_ფრანკი, Qwelly, ბათინკები, დონატსი, ვენდისი, კოკა-კოლა, მაკდონალდსი, მარკეტინგი, რეკლამა, სუში, მეტი...ტყუილი, ფრანკი

ლაშა: ნოემბერი 15, 2015||4:50pm

ჩემი თვალებიც ამოაღამა მაგ სუშის რეკლამამ, ორიგინალურობაც ასევე მოვუწონე, მაგრამ 100-ჯერ წაკითხვის და თითეული სუშის რაოდენობისა და სახეობების გაცნობა-დათვლა-აღნუსხვის მიუხედავად, გასინჯვის მონდომების მიუხედავად, არც ნომერი ჩავიწერე და ფირმა - რომელიც მტენიდა მაგ სუშის, ჩამოსვლისთანავე დამავიწყდა. ამიტომ რისთვი გაწვალდნენ წარმოდგენაც არ მაქვს. აი რაც შეეხება ბადე რეკლამებს - ეს უბრლოდ ფაშიზმია. 

პ.ს. ამ ყველაფერს მალამოდ ედება მუსიკა, რომელიც ყოველთვის გემოვნებიანად არის შერჩეული. 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters