შუაღამიანი მიყვარს, სრული სიჩუმე და ფრთაგაშლილი, უსამანო ფიქრი. ოთარის გზაზე მიმავალი ერთი კაცივით, ფიქრების ჭაში ჩაყურყუმალება და თევზივით გულში ფიქრის დაგუბება. დროც დროა და შაბათის - ყველაზე ფიქრიანი, კვირის ზიარების მოლოდინში თვისთა ცოდვათა მორევში გადასაშვები და დამაფიქრველნი. ამ საღამოსაც ჩამითრია ამ მორევმა და სახარებისეული შენდობის ეპიზოდმა, ჯერ მოყვასის წინ რომ უნდა დაეგო, ითხოვო შენდობა და შემდეგ შესწირო მსხვერპლი უზენაესს, სხვა ფიქრთა ნაკადულში გადამისროლა და სანამ ჩემი შესავლის, თანწყობილ და ქვეწყობილ წინადადებათა ზღვაში დაგახრჩეთ, იმას დავუბრუნდები, რამაც წერა დამაწყებინა. :) 

   "პირველითგან იყო სიტყვა." ნამდვილად! მაგრამ ამჯერად ყველას მშობელ ღმერთზე საუბარს არ ვაპირებ. მე უმრავლესობა ჩვენგანის პირველი სიტყვა მინდა გავიხსენო. ჩემი "პირველი სიტყვა" საუკუნენახევრის და ცოტა უფრო მეტი ხნის წინ, სწორედ ამ დღეს მოევლინა სამყაროს, ერთ გონიერ, ძალიან გულჩვილ და თავმდაბალ ადამიანად. მიჭირს ემოციების გარეშე ლაპარაკი, სულ გავურბი ბანალურ-შაბლონურ სტატუსებს და პოსტებს და იმის იმედით, რომ ამ წერილის ადრესატი ამას ვერასდროს ნახავს, თავდამშვიდებული ვიწყებ წერას.

   "-ვის არ უყვარს დედა?!."; "ნუ გეშინია დედა!"; "-დედის დაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო." და მაინც, ქართულ პროზასა თუ პოეზიაში მიმობნეული დედებიდან, დედაჩემი ვერცერთს მივამსგავსე. ჩემი სუბიექტურობიდან გამომდინარე, ის ერთადერთი და განუმეორებელია, ყველაზე კარგი, შეიძლება იმიტომაც, რომ პერსონაჟთაგან განსხვავებით ძალიან ნამდვილია და თუ საქმეს დასჭირდა რკინის ქალამნებსაც ჩაიცვამს და ხელმწიფემდეც ივლის სამართლის ძიებაში, ოთარაანთ ქვრივისაა არ იყოს და თუ უძღებმა შვილებმა, ჩვენდაუნებურად, დაუფიქრებლობით და მოუფრთხილებლობით გული ვატკინეთ, თავსაფრიანი დედაკაცის მსგავსად გულში ჩაიკლავს, ერთ საყვედურს არ წამოიცდენს და უთქმელად და უჩინრად შეიძლება მოკვდეს კიდეც, მაგრამ ამას არას დიდებით არ შეიმჩნევს და სანაცვლოდ კვლავაც ულევ სიყვარულსა და სითბოს გვთავაზობს.

   ამ სინანულის ღამესაც, გარე-გარე შეცოდებებს, რომ გადავავლე თვალი და ცრემლითა მწარითა აღვხოცე უსჯულოებანი ჩემნი, უფრო კი ვეცადე, თორემ აღხოვცამდე კვლავაც ბევრი დამრჩა, უცებ გამახსენდა ჩვენზე ფიქრით და დარდით, კიდევ ერთი წლით დაბერებული დედაჩემი. ბოლო შეხვედრისას საყვედურებით რომ ავავსე, რატომ შენს თავს არ მიხედავ და რით ვეღარ გაიგე რომ პატარები აღარ ვართ-მეთქი, მან ჩვეული სევდიან-ღიმილიანი სიმშვიდით მითხრა, რომ ღმერთი მეც მომცემს შვილებს და მერე მივხვდები ყველაფერს... რადგანაც დედა აქ არ არის, რომ მის წინ დავეგო და შენდობა ვითხოვო, ცოდვა გამხელილი ჯობია  და აი გავამხილე კიდეც.

   მრავალმეტყველებისთვისაც ვითხოვ შენდობას და ბოლოს კეთილ ნატვრადაც ყველას გისურვებთ, რომ პირველითგან მყოფი სიტყვა იფარავდეს და ეწეოდეს ჩვენს პირველ სიტყვებს, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე!..

ნახვა: 276

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დედა, სინანული, სიყვარული, ფიქრები, შუაღამიანი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp Path of Exile 2:Ways to Harvest More Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2025.
საათი: 10:33am 0 კომენტარი

POE 2 Currency brings a host of new systems to deepen build diversity and character progression, and one of the most impactful is the Uncut Soul Gem. These rare items unlock persistent skill buffs powered by the new Spirit resource, giving players a powerful tool to fine-tune their builds for both offense and defense.

Uncut Soul Gems don't grant active skills like traditional gems. Instead, they enhance specific attributes or…

გაგრძელება

Cities and Memory - Remixing the World

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am 1 კომენტარი

Certain memories stay with us forever Shot of happy senior woman listening to music with headphones at a retirement home memory stock pictures, royalty-free photos & images Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…

გაგრძელება

Why Does Memory Assessment Matter?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

Faulty Memory - For use in my blog on July 23, 2012. denniss… - Flickr Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…

გაგრძელება

Can a Lifeless CMOS Battery Have an Effect.

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

woman in white top holding a camera All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…

გაგრძელება

Qwelly World

free counters