დადგა ნანატრი პარასკევი საღამო, ხვალ მაღვიძარას ამაზრზენი და გულისგანმგმირავი ხმა არ გამაღვიძბს და მშვიდად შემიძლია შემოვიჭყიტო სოციალურ ქველში, გადავავლო თვალი ამბებს და მეც ვიბოდიალო იმაზე, რაზეც კეთილი ქველსაზოგადოება უკვე ვიცი, რომ არ გამკიცხავს, ქვებს არ დამიშენს, ბოღმას არ დამანთხევს თავზე, უბრალოდ მომისმენს, მოიწონებს ან უკომენტაროდ შემინდობს ამაო ყბედობას. კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა თქვენ ასეთი თავაზიანობისა და ადამიანურობისათვის და აი, რა მინდოდა…
გაგრძელება
დაამატა ელი გორდელიანი_მ!
თარიღი/დრო: მარტი 3, 2018 წელი. 5:00am —
1 კომენტარი
________________
მე სიცოცხლე მხოლოდ ტვირთი არ მგონია,
საჩუქარი, რომელსაც ვერ ვიყენებთ.
თუ მიზანი სამყაროს ხსნა არ გვგონია,
ღვთის ბოძებულს, ალბათ ფუჭად ვიყენებთ.
თავის მოკვლა ძნელი იყოს არ მგონია,
მაინც ჩავთვლი არჩევანის სიბეცედ,
მოევლინე ამ ქვეყანას გონიერი,
სულიც მხოლოდ შენთვის გამოიმეტეს
და თუ ამას არ აფასებ სათანადოდ
სულელის მეტს მე ვერაფერს გიწოდებ.
არ მგონია ეს ცხოვრება…
დაამატა ელი გორდელიანი_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 17, 2018 წელი. 4:30am —
1 კომენტარი
________________
ახლა თუ როგორმე სახლამდე მივაღწიე არც გავიხდი ისე დავწვები და დავიძინებ, ვფიქრობ გაჩერებიდან სახლამდე. ვააა, არ წასულა!.. რა კარგია, შევეცოდები და საჭმელს მაჭმევს, ვფიქრობ ფანჯრებში, რომ შუქი შევნიშნე. ზარი ერთხელ, ორჯერ... უკვე გასაღებს ვეძებ და გააღო. ნაძალადევი ღიმილი :), აუუუ, აქ მოსულან :( ვბრაზობ გულში.
- გილოცააააააააააააააააააავ! ბოლომდე გაკრეჭილი ჩემი დის უკვე კარგად „ნაქეიფარი“ მეგობარი.
- რას? გაოცებული მე.
-…
დაამატა ელი გორდელიანი_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 14, 2018 წელი. 12:30am —
1 კომენტარი
________________
ამქვეყნად მაინც ყველაზე ძნელი კაცად ყოფნაა,
ფიქრი იმაზე, რომ ყოფნის არსი ვალის მოხდაა.
მრავალი წელი შეიძლება თელო ქვეყანა
ნაკვალევი კი არსად ჩანდეს - დარდიც ესაა.
მთისკენ ბილიკზე თუ დაგემგზავრა ეშმაკი ფლიდი,
ყური მიუგდე რარიგად გლიქნის:
- „შენ ამდენს წვალობ, ვიღაცას კი უშრომლად ულხინს,
იქნებ შეეშვა ამ აღმართს და გავუყვეთ სიგრძივ?!.“
ჯერ მოუსმინე, მერე რა თუ ჩანაფიქრს მიხვდი,
არც ის…
დაამატა ელი გორდელიანი_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 10, 2018 წელი. 10:00pm —
2 კომენტარი
________________
ბომონდნარევი, ჭრელი საზოგადოების მსჯელობამ გამაღვიძა. ერთ-ერთ ტელეშოუში საუბარი, არც მეტი არც ნაკლები, „ბედნიერი ერის“ ანუ ჩვენი დღევანდელობის შესახებ მიმდინარეობდა. გამახსენდა რამდენიმე პოსტის თემაზე რომ უნდა მეპასუხა, ვიფიქრე მოდი მეც გავკადნიერდები ამათ მსგავსად, მეთქი და პოსტის სათაურიც ასე დაიბადა. :)
წინა დღით ქველნიუსების კითხვისას, ვთქვი, რაიმე სასიხარულო ამბავიც რომ ხდებოდეს რა კარგი იქნებოდა, მეთქი. მერე მიება საუბრები…
დაამატა ელი გორდელიანი_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 3, 2018 წელი. 10:00pm —
1 კომენტარი
________________
საკლასო წერების კვირეული დაიწყო, დღეს მერვეებთან ვატარებ. ტესტები დარიგებულია, ინსტუქტაჟი მიცემული. 45 წუთი უაზროდ ჯდომას, მეც წერის დაწყება ვამჯობინე. ერთი პრობლემაა მხოლოდ, საუბარს კინემატოგრაფიაზე ვგეგმავ და უინტერნეტოდ ამ საკითხზე მსჯელობა ცოტა არ იყოს მაშინებს. არადა სხვა დროს ან დამეზარება, ან დრო არ მექნება და დადებული პირობა, რომ კინოზე პოსტს დავწერ, შეუსრულებელი დამრჩება. ვიკრებ მთელ ყურადღებას და მივენდობი ჩემს მეხსიერებას.…
დაამატა ელი გორდელიანი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 31, 2018 წელი. 3:30am —
1 კომენტარი
________________
მაშინ, როცა ცხოვრების გზას ბინდი მოსავს,
როცა ფიქრებს დემონების ჯაჭვი ბოჭავს,
როცა ბრძოლა უკვე აღარ მეხერხება,
შენ მოდიხარ და ლაჟვარდის ფერი მოგაქვს.
ვაზის ჯვარი შენი თმების სურნელს აფრქვევს,
იასამნის,ვარდობის თვის ყვავილთა;
…
დაამატა ელი გორდელიანი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 28, 2018 წელი. 3:00am —
1 კომენტარი
________________
შუაღამემშვიდობისა ქველნო ამა ქვეყნისანო! სად, სად და აი, ადგილი სადაც შევძლებდი გულის მოოხებას.
ყველაფერი თავდაყირა, რომ გაქვს გონებაში, სულ რაღაც ორიოდე საათის ჩამოფრენილი რომ ხარ მიწაზე (ეს ფიზიკურად, რა თქმა უნდა, თორემ ჩემი გონებისთვის დასაფრენი ზონა ჯერ არ შეუქმნია კაცობრიობას :)), აეროპორტიდან სახლამდე ტაქსისტმა ენა რომ არ გააჩერა, ოჯახის წევრებმაც რომ უამრავი კითხვა დამაყარეს, ნაწილობრივ რომ…
გაგრძელება
დაამატა ელი გორდელიანი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 22, 2018 წელი. 4:30am —
1 კომენტარი
________________
აი, ისეთი დღე იყო, რომ იტყვიან ხოლმე "კარგად აეწყოო". ხოდა უნდა მოვყვე კიდეც, თორემ ერთბაშად ამდენი დადებითის დატევნაც არ ძალუძს, ყოფიერებიდან გამომდინარე, მარად ნეგატივს შეჩვეულ ჩემს გონებას.
თანამშრომელს და გაუბედნიერდა (ამ სიტყვამ ერთი საშინელი ქართული სიყვაც მომაგონა, მგონი ერთადერთიც კი -"გათხოვება", რომელსაც პრინციპულად არ ვიყენებ და საერთოდაც, გულწრფელად მაკვირვებს ფაქტი, თუ როგორ შეიძლება ენა, რომელიც "ვინ?" კითხვას მხოლოდ ადამიანის მიმართ იყენებს, სიტყვა "თხოვებასაც"…
გაგრძელება
დაამატა ელი გორდელიანი_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 15, 2017 წელი. 5:16am —
არ არის კომენტარები
_______________
შუაღამიანი მიყვარს, სრული სიჩუმე და ფრთაგაშლილი, უსამანო ფიქრი. ოთარის გზაზე მიმავალი ერთი კაცივით, ფიქრების ჭაში ჩაყურყუმალება და თევზივით გულში ფიქრის დაგუბება. დროც დროა და შაბათის - ყველაზე ფიქრიანი, კვირის ზიარების მოლოდინში თვისთა ცოდვათა მორევში გადასაშვები და დამაფიქრველნი. ამ საღამოსაც ჩამითრია ამ მორევმა და სახარებისეული შენდობის ეპიზოდმა, ჯერ მოყვასის წინ რომ უნდა დაეგო, ითხოვო შენდობა და შემდეგ შესწირო მსხვერპლი…
გაგრძელება
დაამატა ელი გორდელიანი_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 10, 2017 წელი. 5:59am —
არ არის კომენტარები
_______________
ბოდიში, დიდი ბოდიში თითოეული თქვენგანის მარადიულ ხსოვნას ყოველი უყურადღებო, მოყრუებული და იგნორირებული წუთისათვის!..
მთელი დღე რაზე აღარ ვცადე ყურადღების გადატანა, მაგრამ ამაოდ. ახლაც თვალს ვერ ვხუჭავ, ვფიქრობ ხვალინდელ დილაზე, ჩასატარებელ გაკვეთილზე და ძილი არ მეკარება. შესავალი სიტყვის ყველა ვერსია ზედმეტად ბანალური და არაფრისმთქმელი მგონია.
- საშინლად ვწუხვარ? განვიცდი და ეს ტრაგედია ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ?
თუ - მოდით, გაკვეთილის თემას მივუბრუნდეთ! და ასე…
გაგრძელება
დაამატა ელი გორდელიანი_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 4, 2017 წელი. 5:15am —
არ არის კომენტარები
_______________
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მარტი 27, 2026.
საათი: 11:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
FC 26 Coins is bringing a wave of new skill moves to the pitch, giving players more ways to outsmart defenders and create scoring opportunities. Let's break down each new move and how to use…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
© 2026 George.
•