ბოდიში, დიდი ბოდიში თითოეული თქვენგანის მარადიულ ხსოვნას ყოველი უყურადღებო, მოყრუებული და იგნორირებული წუთისათვის!..
მთელი დღე რაზე აღარ ვცადე ყურადღების გადატანა, მაგრამ ამაოდ. ახლაც თვალს ვერ ვხუჭავ, ვფიქრობ ხვალინდელ დილაზე, ჩასატარებელ გაკვეთილზე და ძილი არ მეკარება. შესავალი სიტყვის ყველა ვერსია ზედმეტად ბანალური და არაფრისმთქმელი მგონია.
- საშინლად ვწუხვარ? განვიცდი და ეს ტრაგედია ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ?
თუ - მოდით, გაკვეთილის თემას მივუბრუნდეთ! და ასე ავარიდო თავი ამ "მწარე გაკვეთილის" საკითხს, რომელიც გუშინ-გუშინწინ, მთელ საზოგადოებას, ჩვენმავე შვილებმა, ჩვენმა მოსწავლეებმა ჩაგვიტარეს.
ყოველთვის ვდუმდი საზოგადოებაში ატეხილ საფუძვლიან თუ უსაფუძვლო აჟიოტაჟზე და სოციალურ ქსელებში გამოხატულ საპროტესტო განაცხად-ლოზუნგებსაც ყოველთვის თავს ვარიდებდი. პრინციპი "ერთით მეტი თუ ერთით ნაკლები მაინც არაფერს შეცვლის" დღეს დანაშაულის შეგრძნებას მიასმაგებს და გულში ცეცხლი და ყელში ბოღმა ერთდროულად მდაგავს და მახრჩობს. ყველას თავისი აზრი აქვს და ამდენივე სტატუსი, მოწოდება თუ მიმართვა მოვისმინეთ და წავიკითხეთ სატელევიზიო თუ ინტერნეტ სივრციდან. სინდისის ქენჯნა სულ მცირედით რომ შევიმსუბუქო მხოლოდ ერთს ვიტყვი. ვიტყვი არა საყვედურით, გაკიცხვით, შურითა და ბოღმით, არა! აღარ შემიძლია (და აღარც არის ამისი დრო) ერთმანეთზე გადაბრალებების და ლანძღვა-გინების მოსმენა და მითუმეტეს გამეორება.
უბრალოდ ვაღიაროთ. ვაღიაროთ, რომ ადამიანები ვართ და შეგვეშალა. შეგვეშალა ბევრჯერ, მრავალჯერ, უთვალავჯერ. შეგვეშალა ყველგან და ყველაფერში, ჩემს ვაილოგიკას თუ მივყვები, შევცდით ეკონომიკის შენებისას, რამაც მძიმე, გაუსაძლისი სოციალური სიდუხჭირე განაპირობა და ლუკმაპურის მოპოვებაზე გადართულთ დაგვავიწყდა წიგნი და სწავლა-განათლება, გაუნათლებლობამ დაგვავიწყა კულტუარა და ტრადიციები, რომელიც საბოლოოდ ხელოვნურად თუ თავისთავად აგორებულმა ნიჰილიზმის ტალღამ შთანთქა და ყველაზე მთავარი, თავი და თავი ჩვენი უკუსვლისა და კვდომისა, - დაგვავიწყდა ღმერთი! აი, ჩვენი უპირველესი შეცდომა და ყველა მიზეზთა მიზეზი.
ამ აურზაურში, როცა საკუთარ თავზე და სულზე ვთქვით უარი, თავისთავად ვიღას გვეცალა შვილების, მოსწავლეების, უმცროსი დების, ძმების თუ მეგობრებისთვის? დავივიწყეთ ღვთის სიტყვა: "აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაი არს სასუფეველი ცათაი" და ამ დავიწყებამაც არ დააყოვნა და მოგვცა ის, რაც მოგვცა.
და ბოლოს, არასოდესაა გვიან პატიების თხოვნა. გულწრფელი სინანულია საჭირო, დაფიქრება, გააზრება, და შეცდომის გამოსწორებაც სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! შვილების გახსენეება, მათთან დროის გატარება, მათთვის ყურისგდება, მათდამი სითბოს გამოხატვა, მათთვის ცოდნის და მთავარი- სიყვარულის მიცემაა საჭირო, რომ ბოლოს, ბესიკ ხარანაულისა არ იყოს თავშიცემით არ გავკიოდეთ "სად არიან შვილები?.. შცილები სად არიან?.."
ღმერთმა ქნას, ამ "მწარე გაკვეთილმა" მაინც გვასწავლოს ჭკუა!
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია