ერთ ადგილზე დგომა რეალურად ნიშნავს უკან დახევას, ამიტომ აუცილებელია სულ წინ გადაიდგას ნაბიჯი. შესაძლოა დიდი ნაბიჯი არ იყოს, მაგრამ მცირე მაინც გადასადგმელია. ასეა წერაშიც. შესაძლოა კარგი ვერაფერი დაწერო, მაგრამ აუცილებლად უნდა დაწერო. თუნდაც სისულელე იყოს, თუნდაც იდეა არ მოგდიოდეს, თუნდაც თემატიკაც არ იცოდე, რაზე დაწერო, მაინც უნდა დაწერო, რადგან ასეა საჭირო.

      ვინ ადგენს ამ საჭიროებებს? დრო!

      დროა სწორედ ის ფაქტორი, რომელიც არ გაძლევს საშუალებას იდგე შენს ადგილას პატიოსნად. ამიტომ გიწევს რამე წერო, თუნდაც ისე უინტერესოდ, როგორც ახლა ეს პოსტი იწერება. რატომ იწერება? იმიტომ რომ ასეა საჭიროო, ასეა აუცილებელიო და თუ არ დაწერ, ისევ დრო ჩაგარტყავს და უკან ჩაგაჩოჩებს!

     წერა წერის ნიჭს ავითარებს. როგორ უნდა წერო თუ წერა არ იცი და რა უნდა განავითარო რაც არ გაქვსო, არ თქვათ - ცოტ-ცოტა წერა ყველას შეუძლია. ნაწერი კი რჩება. სიტყვის ხორციელ ქმნადობა თუ რთული სარწმუნოა, ვინაიდან თქმის შექმდეგ ქრება ჰაერში, ნაწერი ხომ სამარადჟამოდ დარჩება. ამიტომ დროსთან საბრძოლველად წერა კარგი საშუალებაა.

      დროს ებრძვიან ასევე გუნდებით. გუნდი კი მაშინაა კარგი, როდესაც დროშია გადაბმული, ანუ რამდენიმე თაობას მოიცავს. კაპიტნობა უფროსებზეა, როგორც დროსთან ბრძოლაში უფრო გამოცდილებზე. მათ მოსდევენ შედარებით აქტიურები და შემდეგ ინერტულები, ესენი უფრო ქვედა თაობის ხალხია. როგორც წესი, გუნდსაც სწორედ კაპიტანი კრავს, რადგან გამოცდილება ავტორიტეტულობას სძენს. განსხვავებით მის ქვემოთ მყოფი მოთამაშეებისგან, რომლებიც ალბათ თანატოლებს არც დაუდგებოდნენ გვერდში დროსთან ბრძოლაში, სწორედ იმ მოტივით - შენ რა იცი?! უფრო პატარები, ინერტულებიც კი, მხოლოდ კაპიტნებს ემორჩილებიან და არა აქტიურებს. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კაპიტანი ცდილობს აქტიურებს კაპიტნობა ასწავლოს და ითხოვს მათგან ინერტულების ხელმძღვანელობას, პრობლემა მაინც რჩება სწორედ ავტორიტეტულობაში - არ უნდათ ინერტულებს დაემორჩილონ იმათ, ვინც მათზე სულ ოდნავ მეტი იციან. როგორც წესი, გუნდებშიც კაპიტნის თანატოლები იშვიათად არიან, მხოლოდ თითოოროლა. მიზეზი ალბათ აქაც ასაკია. კაპიტნის თანატოლები ისევე ფიქრობენ, როგორც აქტიურების შესახებ მათი თანატოლები და ინერტულების შესახებ მათივე თანატოლები - მხოლოდ მეტი გამოცდილების მქონე კაპიტნებს ემორჩილებიან. (

      საბოლოოდ, გამარჯვებული მაინც დროა ანუ ის არ განილევა, მაგრამ დროის დამორჩილება ხდება და ამის ორი გზა უკვე გაგიზიარეთ. კიდევ არიან გენიოსები, რომლებიც თუნდაც ერთი აქტით (ნახატი, სიმღერა, ცეკვა, მეცნიერება) დროსთან დაზავებას ან უკეთ რომ ვთქვათ, დროის გადმობირებას ახერხებენ. 

მთელი ეს პოსტი ამ საათის გამო:

Qwelly, ბლოგი, გუნდი, დრო, საათი, ქველი, შემოქმედება

ნახვა: 241

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გუნდი, დრო, საათი, ქველი, შემოქმედება

ლაშა: ნოემბერი 24, 2016||11:37pm
ზოგჯერ თანაგუნდელები ერთმანეთს თავზე ახტებიან. ეს კარგია, თუ ტანმოვარჯიშეთა გუნდია და ხტუნაობაც კაპიტნის გადაწყვეტილებაა.

ყველა სპორტს განსაკუთრებული, ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და ეს პოსტი, რომელშიც საერთო ხედვები წერია, სუსტია.

ციკლიდან: ნარცისიზმი საკუთარი ნაწერების კითხვაშია

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters