უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ მმკ-მ ყველა იდეა უნდა გააფუჭოს და გაანადგუროს, თუნდაც ID ბარათების. სულ რამდენიმე დღის წინ, BBC-ს მთავარი საიტის და ინტერეაქტივის გვერდი გატეხეს რუსმა ჰაკერებმა ისე, თითქოს არაფერი - შევიდნენ და გამოვიდნენ. და ასეთ ვითარებაში, საქართველოში ელექტრონული ID ბარათების ალტერნატივის მოთხოვნა, არა როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოების გარანტად, არამედ 666-ით, ეშმაკის ნიშნით და სისულელეებით დაიტვირთა. ამ ქვეყანაში ელექტრონულ ბაზას ალბათ ქართული ანტივირუსი დაიცავს თუნდაც მეზობელი მტრის ჰაკერებისგან. მაგრამ დღეს არ მინდა პირადობის მოწმობებზე წერა - რომის პაპის ჩამოსვლაც, მმკ-მ ისე გააპროტესტა, ახლა ყოველგვარი გადაკვრით ნათქვამი სიტყვა მათი წევრობის იარლიყს მიაკერებს ადამიანს, მაგრამ ...
მაინც არ მესმის რა გვიხარია?
ჩამოვიდა რომის პაპი ფრანცისკე I. უდაოდ მნიშვნელოვანი და გავლენიანი ადამიანი მთელს მსოფლიოში. ქრისტიანული ეკლესიის მიმდევართა უდიდესი ნაწილის (1,23 მილიარდი ადამიანი) წინამძღოლი. სტუმარს მასპინძლობა რომ უნდა, ეს ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ამიტომ არც არავის დავუწუნებ მასპინძლობის ამბავს, არც მმკ-ს დავემსგავსები და იმას არ გავაპროტესტებ პაპი სვეტიცხოველში როგორ შეუშვესო - ეს ტაძარი სულიერის გარდა, კულტურულ მნიშვნელობას ატარებს და როგორც მრავალი ტურისტისთვის საინტერესოა, არც პაპია ამ მხრივ გამონაკლისი ... მაგრამ სიხარულის მიზეზს ვერ ვხვდები, განსაკუთრებულ აღფრთოვანებასაც ვერ ვგრძნობ და პაპის სიყვარულით სავსე ტექსტებითაც ვერ ვიხიბლები. არც იმას ვიჯერებ, რომ პაპს რუსთაველი ან გალაკტიონი აქვს წაკითხული (ინტერნეტში გავრცელდა სტატიები, პაპმა საქართველოს ისტორია იცის, "შენ გენაცვალე"-ს ამბობს და რუსთაველს და გალაკტიონს კითხულობსო, ტექსტის დაწერაში მასაც ეყოლება "შორენა"). გუშინ, სვეტიცხოველში ისეთი განწყობა იყო, კინაღამ მილოცვები დაიწყო ხალხმა. კიდევ ვიმეორებ, მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენაა ორი პრეზიდენტის შეხვედრა, არანაკლებ (თუ უფრო მეტადაც არა) მნიშვნელოვანია ორი სულიერი ლიდერის შეხვედრა, მაგრამ რა, სიხარული რისია? ვაცხონეთ კათოლიკეები? და თუ არა, მაშ რა გვიხარია?
შემთხვევითობა არ არსებობს და დღეს, პავლე მოციქულის ეპისტოლედან გალატელთა მიმართ, დიაკონმა ამოიკითხა სიტყვები - "არა განმართლდების კაცი საქმეთაგან შჯულისათა, გარნა სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა, და ჩუენ იესუ ქრისტეს მიმართ გურწმენა, რაჲთა განვმართლდეთ სარწმუნოებითა ქრისტესითა და არა საქმეთაგან შჯულისათა; რამეთუ საქმეთაგან შჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ჴორციელი" (გალ. 2, 16). ეს დალოცვილი, თუჯი რჯულის შესრულება არ აცხონებს ადამიანს, მაშ, ლამაზი სიტყვები - გვიყვარდეს ერთმანეთი, პატივი ვცეთ განსხვავებულებს, დავიცვათ ჩაგრულები, მუსლიმი ქალის ფეხის ბანვა და სხვა ბევრი ძალიან დადებითი და მხოლოდ მოსაწონი საქციელი, როგორ აცხონებს ადამიანს, თუკი მას ქრისტეს არაჭეშმარიტი გაგების სწამს? (ცხადია აქ მაცხოვრის დოგმატზე არ მაქვს საუბარი, ქრისტიანობა - ქრისტეს მიმდევრობა იგულისხმება) და თუ ვერ ცხონდება და სამწყსოც არაცხონებისკენ მიჰყავს, რა სიხარული აქვს მის ლამაზ სიტყვებს?
(!) მავანთათვის, ვინც გაიფიქრეთ, ამან რა იცის ღმერთი ვის აცხონებს და ვის არაო, აბსოლუტურად მართლები ხართ! - მე არ ვიცი და არც ვერევი უფლის განგებაში ვის აცხონებს და ვის არა. მე ვიცი - ჭეშმარიტება არის ერთი (ლოგიკა ასე მოითხოვს)! და ცხონება მხოლოდ ჭეშმარიტებასთან ერთობაა (ვინაიდან ჭეშმარიტება ქრისტიანთათვის პიროვნებაა - იესო ქრისტე, ამიტომ ცხონებაც აქ არის). თუკი ცხონება არის იმ ქრისტესთან, ან ქრისტეს ისეთ გაგებასთან, რომლისაც მართლმადიდებლებს გვწამს, მაშინ ნებისმიერ განსხვავებულ გაგებასთან ცხონება არ იქნება. მგონი მეთანხმებით. ჰოდა, გადავწყვიტოთ რისი გვწამს და რისი არა და იქნებ შემდეგ სიხარულიც "დავალაგოთ".
რა თქმა უნდა კარგია, რომ სვეტიცხოველი მოხვდა მსოფლიო ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ (მართალია, ვატიკანის ოფიციალური საიტის პირდაპირი ეთერის კომენტატრმა, კვართის ამბავი ინგლისურად თარგმნა როგორც ერთ-ერთი ლეგენდა, მაგრამ არაუშავს. მთავარია ხომ გაიგეს, რომ კვართი ჩვენთან არის); ასევე ასირიელების შესრულებული ვედრება, გალობა მოეწონა პაპ ფრანცისკე პირველს - იტირაო წერდნენ (იმედს ვიტოვებ, ჩვენი, ტრადიციული გალობის ფონზე, მხოლოდ არამეულით არ დაამახსოვრდება საქართველო); კარგია საუბრები და მოლაპარაკებები, რაზეც რელიგიურმა ლიდერებმა თავიანთ მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრეს, მაგრამ ამის გარდა, ვერც სხვა სიმპათიებს ვგრძნობ (ჯოჯოხეთისა გამაუქმებელი პაპისადმი) და ვერც ამ ვიზიტით ვხარობ და ვერ ვგულავ იმ ფაქტს, რომ რომის პაპი პატრიარქის პანაღიას ემთხვია! (ქრისტეს მიმდევარ რელიგიურ წინამძღოლთა შორის ურთიერთპატივისცემა თუ აღფრთოვანებას უნდა იწვევდეს და ეს გვახარებდეს, მაშ, ძალიან ცუდ დღეში ვყოფილვართ).
მომიტევეთ, ... ფუნდამენტალიზმი, რადიკალიზმი და კიდევ რავიცი, რამე მსგავსი?!
ნამდვილად არ მესმის რას ერჩი პატიოსან *მმკ*- ს ? მართმადიდებლური დოგმატური ღმრთისმეტყველების სახემძღვანელოში წერია : " რომის ეკლესია განუდგა ჭეშმარიტებას... მწვალებლური სწავლება... პაპი - ერიტიკოსთა მეთაური" და ასე შ...( იქვე წერია, რომ წმინდა წერილი და დოგმატური კანონები აღემატება ნებისმიერ კერძო პიროვნებას - პაპი იქნება, პატრიარქი, მგალობელი თუ სამღვდელოება ერთად აღებული ! ძალიან კარგია, რომ *მმკ* იცავს ჭეშმარიტებას და არ ითვალისწინებს ბი-ბი-სი ს აგენტ პოლიტიკოსებს თუ მგალობლებს... ერეტიკოსის ჩამოჯდომა სვეტიცხოვლის ამბიონზე - საკურთხეველთან ზურგით მე პირადად შეურაწყოფად მიმაჩნია !!!
მმკ-ს იმას ვერჩი, რომ მისი კრიტიკა მიმართლი იყო პაპის მიმართ და არა მისი ჩამომყვანების (ეგეც არ იყოს, როგორც ხდება ხოლმე - ყვირიან, ყვირიან და საბოლოოდ არაფერი გამოსდით). ეს სკამიც, ეს ზურგშექცევაც საკურთხევლისადმი და ა.შ. პაპს არ მოუთხვია, მასე ასე დაახვედრეს, ასე უმასპინძლეს და ვინც უნდა გაეკრიტიკებინათ, მათ მიმართ პირფერობენ.
მგონი , ვიღაც ამჟამად ფარისევლობს ! ( ახსენა მმკ და არა ისინი ვინც *ჩამოიყვანეს* ( პაპიც ტოჯინად გამოიყვანე - დაჯდა სადაც დასვეს (((
მთელი პოსტი იმათ მივუძღვენი ვინც პაპი ჩამოიყვანა, მათ და მათ სიხარულს ამ ჩამოყვანის გამო - რა უხარით ვერ გავიგე. პაპის თოჯინობისა რა ვთქვა - ისეთი დაცვა იყო სვეტიცხოველში, საშვების გარდა, ვისაც ბევრი ვაშლი ჰქონდა ნაჭამი, რკინის შემცველობაზე დეტექტორი წრიპინებდა, ასე რომ მაინცდამინც თოჯინა ვერ იქნება (აღარაფერს ვამბობ სტუმრების რაოდენობის შეთანხმებაზე ვატიკანის მხარესთან, ვინ სად უნდა იჯდეს და ასეთ ოფიციალურ დეტალებს).
კვლავ მამუკობ ! ( სად გიწერია საპატრიარქოს ინიციატივა? ან წინამძღვის პროტესტი ? თუ ქართული პაპიზმი რომაულს ჯობია ? (
გამაგებინე სურათზე შენ არ ხარ? თუ შენ საწყალი მსხვერლი ხარ ? შუშანიკივით ჯაჭვებში ჩორდ მიგიყვანეს ? (
სურათხე მე ვარ კი, მაგრამ მაინცდმაინც მსხვერპლს არ ვგავარ (ბედნიერი სახე არ მაქვს, მაგრამ მარტვილი ნამეტანია). ალბათ პირდაპირი კითხვა იყო, რა მინდოდა იქ? ვისთან ერთადაც ვდგავარ, მათ ევალებოდათ იმ დღეს ლოცვაზე ყოფნა (რომ არ ჩატარდებოდა, ეს მხოლოდ პაპთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი).
იმდენად გამჭრიახე გონების პატრონი ხარ, რომ თავისუფლად შეგეძლო ბევრი ვაშლი გეჭამა !
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies.
1. Choose the Right Class for Your Playstyle
At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️
სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.
Early Lifetime and Background…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია