უზომოდ დაღლილ თვალებს ვახელ... თავიდან მიჭირს, თითქოს ქუთუთოებს რაღაც აწევს ზემოდან და თვალის გახელის საშუალებას არ მაძლევს. ცოტა ხანში, უკვე გახელილი თვალებით სრულიად უცხო სამყაროს ვუყურებ და მგონია, რომ ისევ მძინავს. ირგვლივ მხოლოდ სიცივეა...თეთრი, პირგამეხებული კედლები, რკინის, ჭრიალა საწოლები...უცნაური აპარატები... ჰაერში არასასიამოვნო, სინესტის და წამლების სუნი დგას... სულ მარტო ვარ... აღარც სითბოა, აღარც ის მოსიყვარულე ხმა, სულ რომ ჩამესმოდა და აღარც ის მგრძნობიარე ხელები, ადრე რომ მეფერებოდნენ... დაუცველი და უმწეო მგონია თავი. 

თანდათან მახსენდება გასული ღამე... გარეთ ხმაური და ფორიაქი იყო... ის მოსიყვარულე ხმა ძალიან ნერვიულობდა, თან მე მელაპარაკებოდა და ამბობდა ყველაფერი კარგად იქნებაო, შენ არ ინერვიულო,მე სულ შენთან ვიქნებიო... კი მაგრამ,ახლა სად არის??? 

მერე მახსოვს, რომ ხმამაღალი გრუხუნი შემომესმა და ძალიან სწრაფად გავრბოდით სადღაც... მერე სრულიად უცხო ხმების საუბარი ჩამესმოდა საათობით... ფუსფუსებდნენ, ყვიროდნენ...უხნაურ სახელებს ახსენებდნენ... გავიგონე მოსიყვარულე ხმის კივილი და მერე... მერე არაფერი აღარ მახსოვს... ნეტავ რა მოხდა? ახლა სად ვარ? რატომ არავინ არ მოდის ჩემთან? 

თვალებს ვხუჭავ... მინდა დავიჯერო რომ სიზმარია... ყველაფერი მესიზმრება..გავიღვიძებ, აი ახლა გავიღვიძებ და ისევ ძველებურად დამხვდება ყველაფერი... ცალ თვალს ვახელ და ისევ ეს ცივი კედელია თვალ წინ... 

უკვე შიში მიპყრობს, ვხდები რომ უნდა გავიქცე, არ მინდა აქ ყოფნა... აქ არ არის ჩემი სახლი, აქ არ არის ჩემი ადგილი... მინდა წავიდე, მაგრამ ხელსაც კი ვერ ვამოძრავებ... მთელი სხეული, რაღაც საშინელ მატერიაში მაქვს გახვეული და უკვე მიკვირს, აქამდე სუნთქვას როგორ ვახერხებდი... ტირილს ვიწყებ... მხოლოდ ცრემლები შემრჩა თავის დასაცავად... ვტირი მთელი გულით და ვცდილობ ამით გადავლახო გულში ჩაბუდებული შიში...

ოთახში უცებ საოცარი სინათლე ჩნდება და სინათლის სიღრმიდან მოისმის ის ნაცნობი, მოსიყვარულე და მზრუნველი ხმა... ტირილს უცებ ვწყვეტ... ვერ ვხვდები მეჩვენება თუ მართლა ისმის... არა! არ მეჩვენება, მართლა ის არის, მისი ხმა... აი მიახლოვდება, სულ მალე, სულ 2 ნაბიჯი და უკვე ჩემთან იქნება... თურმე აქ არის, თურმე მართლა არ მივუტოვებივარ... 

ისევ თვალებს ვხუჭავ.. ნელ-ნელა ვახელ და ვხედავ ყველაზე ლამაზ, ყველაზე მზრუნველ, ყველაზე თბილ, ყველაზე მოსიყვარულე და ცრემლიან თვალებს დედამიწაზე... დედა! 

______________________________

დაბადების თარიღი: 17/10/1991

ახალშობილის სქესი: მდედრობითი

ახალშობილის სახელი: თამარი

ესეც პირველი ცნობა ჩემს შესახებ...

ახლა, თურმე უკვე ოფიციალურად მაქვს უფლება ამ სამყაროში გავაგრძელო ცხოვრება... 

__________________________________

პ.ს. ჩემს დაბადებას გილოცავ დედა!

ნახვა: 408

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დაბადება, მე_დავიბადე, მილოცვა, სქესი, ფოტო, ქველი

ნატა კაპანაძე: ნოემბერი 30, 2013||1:36am

თამოო :)) თურმე საერთოდ არ გიცნობ :*

tamuna: ნოემბერი 30, 2013||1:41am

რატომ ამბობ მაგას? :)

ლაშა: ნოემბერი 30, 2013||1:41am

ნატა კაპანაძე ჯერ სად ხარ :D Qwelly ჯერ ახლა იწყებს :D 

tamuna: ნოემბერი 30, 2013||1:43am

:( ქველი თუ მეე??? 

ლაშა: ნოემბერი 30, 2013||1:50am

tamuna ამ შემთხვევაში შენ, ოღონდ ქველზე :D ანუ ქველით კიდევ ბევრი აღმოჩენის გაკეთება შეიძლებათქო რა :D 

tamuna: ნოემბერი 30, 2013||1:57am

ქველის რეკლამა ყველგან შესაძლებელია არა?.. დაე სულ ასე გაგრძელდეს :) 

ლაშა: ნოემბერი 30, 2013||2:03am

tamuna რეკლამა მაინც ტყუილზეა ორიენტირებული, მე ამას ანონსს დავარქმევდი :D 

tamuna: ნოემბერი 30, 2013||2:07am

იყოს ანონსი, პიარი, პოპულარიზაცია, გვერდის ცნობადობის ამაღლება, რა მნიშვნელობა აქვს, ეს არის შენი მთავარი პროფესია :)

ლაშა: ნოემბერი 30, 2013||2:09am

სამწუხაროდ tamuna, სამწუხაროდ :( მაგრამ სამომავლოდ იმედია ასე არ იქნება და მეც მომეცემა დრო, წერისა, კითხვისა, საუბრისა :) აღარ მომიწევს ნადირობა :D 

tamuna: ნოემბერი 30, 2013||2:12am

ნუ დარდობ, ნამდვილად მოგეცემა მაგის დრო, ქველი მალე დიდი და ჭკვიანი გოგო/ბიჭი გაიზრდება და მერე შენ რამდენიც გინდა იმდენი წერე და იმდენი იკითხე :)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters