Qwelly ბლოგი! - მილოცვა (23)

გილოცავთ ახალ 2024 წელს!

      კიდევ ერთ და კიდევ მრავალ ახალ წელს ზეიმობს ქველი. და სანამ ქვეყანაზედ ერთი კაცი მაინც იქნება (და ერთი კი არა, ასობით არიან, უბრალოდ, შეუძლებლად რთული საპოვნელნი გახდნენ), ვისაც სიკეთის კეთების სურვილი ექნება, იქამდე:

მოგილოცავთ ახალ წელს!…

საახალწლო, მილოცვა, ახალი წელი, 2022, ქველი, ბლოგი, qwelly

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 1, 2024 წელი. 12:08am — 1 კომენტარი
________________

გილოცავთ ახალ 2022 წელს!

      როგორც ყველგან და ყველა ცდილობს განვლილ წელს თვალი გადაავლოს და ერთგვარი შეჯამება გააკეთოს, ქველზეც, ტრადიციულად ამგვარი საახალწლო პოსტი იდება ხოლმე 31 დეკემბერს. წელს მსგავსი რამ არ იქნება, რადგან გავლილი წელი, ყველაზე წარმოუდგენელი ფინალით დასრულდა, ისეთით, რომელიც ქველის არსებობის ისტორიაში არც განიხილებოდა. მაგრამ ... 

      მომავალი წელი მაინც უნდა იყოს:

      ბედნიერი, წარმატებული, ბევრი სიხარულით და სიყვარულით სავსე…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 1, 2022 წელი. 12:01am — 1 კომენტარი
________________

გილოცავთ ახალ წელს!

      მთელი წელი ვირუსის გარშემო ტრიალებდა, მაგრამ როგორც ერთ ცნობილ ბეჭედზე ეწერა, ესეც ჩაივლის და კიდევ ბევრი რამ ჩაივლის.

      ამიტომ

გილოცავთ ახალ წელს!

საახალწლო, მილოცვა, 2021 წელი, მისალოცი ბარათი

      სიკეთის, სიუხვის, სიყვარულის, ბედნიერების, უღალატობის, მეგობრობის და მრავალი, მრავალი სიხარულის და რაც მთავარია, ქველობის წელი ყოფილიყოს 2021!…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 1, 2021 წელი. 12:00am — 1 კომენტარი
________________

შემოქმედის შემოსვლა შესაქმეში

      მახსოვს, წმინდა წერილზე საუბრისას, გალილეის ნაზარეთში გამოგზავნილი მთავარანგელოზი გაბრიელის შესახებ, ლუკა მახარებლის მოთხრობილ ამბავს განგვიმარტავდა ლექტორი. ამ საუბარში, მან თქვა ასეთი რამ - მართალია, აღდგომა არის უდიდესი დღესასწაული, მაგრამ ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის ყველაზე ამოუხსნელი, შეუცნობელი და გონებით მიუწვდომელი, არის ხარების დღესასწაული. (ცხადია არ ვციტირებ, პერიფრაზია) ერთი შეხედვით, რა დღესასწაულია ასეთი?…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 7, 2019 წელი. 6:30pm — არ არის კომენტარები
_______________

გილოცავთ ახალ წელს!

      კიდევ ერთი წელი გავიდა ქველის ერთობით! ღმერთმა მოგვმადლოს სიმრავლის, სიხარულის, სიკეთის, ქველმოქმედების, უანგარობის და უღალატობის 2019 წელი! ♥

      მრავალჟამიერ, მრავალ წელს ქველობით დავესწროთ!

გილოცავთ ქრისტეს აქეთ 2019 წლის შემოსვლას.

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 1, 2019 წელი. 1:53am — არ არის კომენტარები
_______________

აშკარად არაქველური, საფეისბუქე პოსტი, მაგრამ მაინც

      ახლა თუ როგორმე სახლამდე მივაღწიე არც გავიხდი ისე დავწვები და დავიძინებ, ვფიქრობ გაჩერებიდან სახლამდე. ვააა, არ წასულა!.. რა კარგია, შევეცოდები და საჭმელს მაჭმევს, ვფიქრობ ფანჯრებში, რომ შუქი შევნიშნე. ზარი ერთხელ, ორჯერ... უკვე გასაღებს ვეძებ და გააღო. ნაძალადევი ღიმილი :), აუუუ, აქ მოსულან :( ვბრაზობ გულში.

- გილოცააააააააააააააააააავ! ბოლომდე გაკრეჭილი ჩემი დის უკვე კარგად „ნაქეიფარი“ მეგობარი.

- რას? გაოცებული მე.

-…

გაგრძელება

დაამატა ელი გორდელიანი_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 14, 2018 წელი. 12:30am — 1 კომენტარი
________________

გილოცავთ ახალ 2018 წელს!

      როგორადაც არ უნდა განვეწყოთ, ყოველ ახალ წელს მაინც სიკეთით ველოდებით. იქნებ წელს მაინც, იქნებ წელს მაინც... იმედი სამ სათნოებათა შორის ერთ-ერთია და ვფიქრობ, გამორჩეული სწორედ მარადიული მოლოდინითა და მისწრაფებით!

გილოცავთ ახალ წელს!

ღმერთმა მოგვმადლოს მშვიდი, ბედნიერი, ქველობით აღსავსე წელი.…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 1, 2018 წელი. 12:00am — 2 კომენტარი
________________

მისალოცი დღეები

არ ვიცი რამდენად შეესაბამება ჩემი მოსაზრების გამოთქმა ამ გვერდის სტანდარტებს ან რამდენად კორექტულად გამომვა ეს, მაგრამ რადგან ამას აწერია დღიური,თავის უფლებას მივცემ გამოვიყენო დანიშნულებისამებრ. მით უფრო,რომ ახლა რეალურ დღიურში ჩაწერა მეზარება.

ჩემი დისკომფირტი-ესაა მისალოცი დღეები, დღეები როცა ვისვენებთ თან გვილოცავენ ან არ ვისვენებთ და ისე გვილოცავენ. განსაკუთრებით ის მომენტია დამთრგუნველი,როცა უბრალოდ გეუბნებიან "გილოცავ დღევანდელ დღეს" და შენც ცდილობ სახეზე არ დაგეტყოს და მექანიკურად… გაგრძელება

დაამატა ხატია_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 15, 2017 წელი. 12:40am — 9 კომენტარი
________________

წმინდა ნინო

        დღეს ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეა იგი საქართველოში ჩვენი ქვეყნის გაქრისტიანებისთვის მე-4 საუკუნეში მირიან მეფის დროს ქართლში შემოვიდა. წმიდა ნინოს ქადაგებით საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა.წმინდა ნინომ დიდი წვლილი შეიტანა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მშენებლობაში,როდესაც ამ ტაძარს აშენებდნენ ერთი სვეტი ვერ დაძრეს ამდროს წმინდა ნინომ დაიწყო ლოცვა და სვეტი თავისით დადგა თავის…

გაგრძელება

დაამატა საბა_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 1, 2017 წელი. 6:30pm — 1 კომენტარი
________________

შევცლით სამყაროს მხოლოდ ერთობით!

      ზღაპარში თუ არა, ჰოლივუდურ ფილმში გაღვიძებულივით მაინც იგრძნობდა თავს ის ადამიანი რომელსაც ეტყოდნენ - შენ გეკისრება უდიდესი მისია შენი ქვეყნის და მომავლის წინაშე! შენ ხარ ის პირველი და ის საძირკველი, რომელზეც უნდა აშენდეს თანამედროვე სამყარო იმ გამოწვევებით, რომელსაც მომავალი შემოგვთავაზებს. დღევანდელი შენი შრომა, იქნება მომავალში გამარჯვების მიზეზი.

      უკეთ, რომ მიგახვედროთ რა ჟანრის ფილმია, იმას ჰგავს - 2 საათის განმავლობაში,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 24, 2017 წელი. 10:30pm — 1 კომენტარი
________________

საიუბილეოდ დაბრუნება სკოლაში

      მცხეთის წმინდა ათორმეტმოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა უკვე ორი ათეული წლისაა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები: მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე); ხელისუფლების წარმომადგენლები; მწერალი -…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 15, 2016 წელი. 8:00pm — არ არის კომენტარები
_______________

აღდგომის მიწისძვრა

      გუშინ დილით, აპრილის ბოლო დღეს, როდესაც ჯერ თვით მზესაც არ ენახა სვეტიცხოვლის სიდიადე, ვუყურებდი უფლის "გვამს" და გონება მექაჩებოდა ფიქრეთში - რამ მოგაფიქრა უფალო, დაგემარცხებინა სიკვდილი სიკვდილით? წევხარ ახლა საფლავში და დგას მარიამ შენს საფლავთან და ტირის... და მაშინ როდესაც რამდენიმე საათით ადრე მთელი ქვეყანა შეიძრა, როდესაც მთელი სამყარო და თვით მოციქულებიც კი მკვდრად გრაცხავდნენ, შენ ამ დროს სიკვდილს ამარცხებ სიკვდილით.

     …

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 1, 2016 წელი. 4:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ვინსენტის ვან გოგის დაბადების დღეა

      ჩემო მისტიურო მეგობარო დღეს 163 წელი შეგისრულდა... ხშირად მიფიქრია იმაზე ერთდროს რომ დავბადებულიყავით რამოხდებოდა? იქნებ გვერზეც ჩამევლო შენთვის და ზურგი შემექცია შენთვის, იქნებ დამეცინა კიდევაც ან ერთმანეთის სახლები გავმხდარიყავი.. იქნებ.. იქნებ.. მაგრამ მაშინ როდესაც 103 წლის მერე გავჩნდი ერთადერთს გხედავ ვინც ჩემსას გაიგებდა და იგრძნობდა ვინც მიმიხვდებოდა და გულში ჩამიკრავდა.. მადლობა ყველა იმ ნახატისთვის და შეგრძნებისთვის რაცკიოდესმე…

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: მარტი 30, 2016 წელი. 9:00pm — 2 კომენტარი
________________

ბაღში მისვლის დროა

     იცით 24 აპრილი რომ თენდება ეს რას ნიშნავს? იმას, რომ Qwelly-ს დაბადების დღე აქვს!

გილოცავთ Qwelly-ს დაბადების დღეს!

     გილოცავთ ყველა ერთგულ ქველს! გილოცავთ მათ, ვინც სულით და ხორცით ქველნი ხართ და არა მხოლოდ აქ, არამედ თქვენს ყოველდღიურ ცხოვებაშიც ცდილობთ სიკეთე აკეთოთ სანაცვლოს მიღების გარეშე. გილოცავთ მათ,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 24, 2015 წელი. 1:00am — 13 კომენტარი
________________

გილოცავთ ახალ, 2015 წელს!

      ახალ, 2015 წელს გილოცავთ, მეგობრებო! სასწაულების მომტანი თუ არა, ამ წელზე ბევრად კარგი ყოფილიყოს! პირველად ვხვდები ახალ წელს მარტო, თანაც სამსახურში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც მშვენიერ განწყობაზე ვარ! ასეთი ჩუმი ახალი წელი ჯერ არ მინახავს. ცოტა არ იყოს გული დამწყდა, უძრაობა რომ შევნიშნე ჩვენს დედაქალაქში ამ დღესასწაულს, ლამის ჩვენს ახალ მთავრობას ვუსაყვედურე და უცებ, გავხედე განათებულ მეტეხს, რა დიდებულია, ღმერთო! როგორ…

გაგრძელება

დაამატა mziko khutsishvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 14, 2015 წელი. 2:30am — 4 კომენტარი
________________

დაბადების დღე მონასტერში (მესამედ)

       ვაპირებდი დამეწერა, დაო-დედაოობის მესამე დაბადების დღეთქო, მაგრამ ვიფიქრე რომ გაუგებარი იქნებოდა. 

       ჰო, უკვე მესამე დაბადების დღე მოვიდა. ეს ფოტო, ვარძიაში იმ წელსაა გადაღებული, რომლის …

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 15, 2014 წელი. 3:30am — 10 კომენტარი
________________

მალე ფეხსაც ავიდგამთ!

       სიახლის ორი წელი! შეძენის და დაკარგვის... უძილობის და ძილიანობის... მხიარულების და სევდის... ნადირობის და მონადირების... გაბრაზების და გახარების... ბუტიაობის, გარიყვის, შემომატების, ჩახუტების... საღამოების, სითბოს, პოეზიის... სიყვარულის... ქართული საქმის კეთების... სიმღერის და გალობის... ცეკვის... მოგზაურობის...…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 26, 2014 წელი. 2:00pm — 27 კომენტარი
________________

დეე მაბედნიერებ ♥

ცხრა თვე შენს მუცელში “ვიცხოვრე”, შენი სხეულით მატარე, მერე მუცელი გეტკინა და სიცოცხლეც მაჩუქე, მას მერე სულ ერთად ვართ. არვიცი რა ძალა აქვს სიტყვას “შვილი”ამდენ რამეს რომ გაკეთებინებს, მაგრამ როცა ვფიქრობ თუ რას ნიშნავს სიტყვა “დედა” ჩემთვის, მაშინ ვხვდები ჩემ მნიშვნელობასაც შენს ცხოვრებაში. შენ ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელიც სულ ჩემ გვერდითაა და ერთადერთი ხარ, ვისაც ჩემს ცხოვრებაში არ შევცვლიდი. 20 წლით უკან…

გაგრძელება

დაამატა Salius_მ!
თარიღი/დრო: მარტი 3, 2014 წელი. 1:30am — 2 კომენტარი
________________

ქაღალდთქმნილი

თქვენს მეგობარს, დაქალს, ახლობელს პატარა ეყოლა და არ იცით ორიგინალურად როგორ მიულოცოთ? 

მაშინ ერთ–ერთ ვერსიას მე მოგაწოდებთ :) აღეთ ფერადი ქაღალდი, წებო, მაკრატელი და "ცქნაფას" პირველი ფოტო :) ცოტა ფანტაზიასაც მოუხმეთ და დაახლოებით ე=ასეთი რამე გამოვა :)

 

 

ეს ჩემი მისალოცი ბარათის დეტალია, სრულ ვერსიას მაშინ გამოვაჩენ, როდესაც ნებართვა მექნება პაწუკას…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 27, 2014 წელი. 4:00pm — 6 კომენტარი
________________

მე დავიბადე

უზომოდ დაღლილ თვალებს ვახელ... თავიდან მიჭირს, თითქოს ქუთუთოებს რაღაც აწევს ზემოდან და თვალის გახელის საშუალებას არ მაძლევს. ცოტა ხანში, უკვე გახელილი თვალებით სრულიად უცხო სამყაროს ვუყურებ და მგონია, რომ ისევ მძინავს. ირგვლივ მხოლოდ სიცივეა...თეთრი, პირგამეხებული კედლები, რკინის, ჭრიალა საწოლები...უცნაური აპარატები... ჰაერში არასასიამოვნო, სინესტის და წამლების სუნი დგას... სულ მარტო ვარ... აღარც სითბოა, აღარც ის მოსიყვარულე ხმა,…

გაგრძელება

დაამატა tamuna_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 17, 2013 წელი. 1:00am — 10 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2026

2025

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ბლოგ პოსტები

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

Qwelly World

free counters