პაულო უჩელოს იდეები გიჟად "მონათლეს",
რადგან ნორმალურობა ყელში ამოუვიდა
და თავის მიერ მოხატულ საათს
ისრები 'უკუღმა' დაატრიალებინა...
ხანდახან, ჩემნაირებს ჩამოვთვლი ხოლმე,
თითებზე, ჩემთვის,
სულ რაღაც ორი ათეულიც ჰყოფნის ნაცნობებს,
და მეფიქრება -
არ შეიძლება აქედან წასულებს
მანძილი,
სინათლის წელიწადი,
გალაქტიკები გვაშორებდნენ ერთმანეთს...
მარტოვარსკვლავებად ვცხოვრობდეთ,
და მერე,
ცას ვწყდებოდეთ არსებობაატკივებულნი...
მე მგონია, თანავარსკვლავედები
ნათესავი სულებისგან შედგებიან...
წუხელ ვუყურე, "ნამგალა" მთვარეზე
ცალი ვარსკვლავი
შვილმკვდარი დედასავით როგორ მოიცელა
ადგილიდან...
მერე ვერცხლისფრად თენდებოდა
სახლებს, ტოტებს,
ფოთლებს შორის და ჩემს ოთახში
ისევ ყვაოდა
სიცარიელის სუნით გაჟღენთილი
სიბნელე...
ჩემს სხეულში ტანაყრილი
მარადმწვანე ნაძვები
უცბად გაყვითლდნენ,
ჩამოხმნენ და ფილტვებს
უკანასკნელად ამონასუნთქი ჟანგბადი შეატოვეს...
....
სადღაც, მესამე ნეკნთან,
მაინც ფეთქავს ძვლებატკივებული,
არანორმალური სიცოცხლე...
პაულო უჩელოს საათი ფლორენციის კათედრალური ტაძრის წინა ფასადზე
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია