შესავალი თანამედროვე აზროვნებაში არის კრებული, რომელიც გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა "ლიგამუსმა" და რომელიც ამავე სახელწოდების კურსის საკითხავ ლიტერატურას წარმოადგენს.

შესავალი თანამედროვე აზროვნებაში

      წიგნში შეტანილია სხვადასხვა დროს მოღვაწე ცნობილ მოაზროვნეთა ნაშრომები სრულად ან ნაწყვეტების სახით, რომელიც საგანგებოდ შეირჩა ილიაუნის პროფესორებისა და მკვლევარების მიერ. მათივე აზრით, ესაა ტექსტები რომლებმაც შექმნეს ის დრო და გარემო, რომელშიც დღეს მსოფლიო საზოგადოება ცხოვრობს.

წიგნის პირველი ნაწილის პირველი გამოცემის ტექსტების თარგმანების ავტორები:

  • ბაჩანა ბრეგვაძე - პლატონის "სახელმწიფო" და ნიკოლო მაკიაველის "მთავარი";
  • გია ნოდია - თომას ჰობსის "ლევიათანი" და ჯონ ლოკის "მეორე ტრაქტატი სამოქალაქო მმართველობაზე";
  • სერგი დანელია, ივანე კვაჭაძე და ერეკლე აბაშიძე - ჟან-ჟაკ რუსოს "ემილი ანუ აღზრდის შესახებ";
  • მთარგმნელთა ჯგუფი - ლამარკის "ზოოლოგიის ფილოსოფია", დარვინის "სახეობათა წარმოშობა", უოლესის "სახესხვაობათა სწრაფვაზე, უსასრულოდ დაშორდეს საწყის ტიპს";
  • ფილიპე გოგიჩაიშვილი - ადამ სმითის "გამოკვლევები ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზთა შესახებ";
  • გიგა ზედანია - "პასუხი კითხვაზე: რა არის განმანათლებლობა?"

• პავლე მოციქულის "წერილი რომაელთამიმართ" იბეჭდება "ახალი აღთქმა და ფსალმუნების" მიხედვით. ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 1993 წელი.

• პლატონის "სახელმწიფო" დაბეჭდილია გამომცემლობა "ნეკერის" ნებართვით

პირველი ნაწილის შესავალი თანამედროვე აზროვნების საკითხავებიდან, ზემო ჩამოთვლილი თარგმნილი ტექსტებიდან, ამოღებულია ლამარკი და უოლესი და მათ ნაცვლად დაემატა ჯონ სტიუარტ მილი და ილია ჭავჭავაძე;

შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, პირველ ნაწილში შესული წიგნები:

1. პლატონი (ძვ.წ. 424/423 - 348/347) – სახელმწიფო;

2. პავლე მოციქული (ახ.წ. 5 - 67) – წერილი რომაელთა მიმართ;

3. ნიკოლო მაკიაველი (1469 - 1527) – მთავარი;

4. თომას ჰობსი (1588 - 1679) – ლევიათანი;

5. ჯონ ლოკი (1630 - 1704) – მეორე ტრაქტატი სამოქალაქო მმართველობაზე;

6. ჟან–ჟაკ რუსო (1712 - 1778) – ემილი ანუ აღზრდის შესახებ;

7. ადამ სმიტი (1723 - 1790) – გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნების და მიზეზების შესახებ;

8. იმანუელ კანტი (1724 - 1804) – პასუხი კითხვაზე: რა არის განმანათლებლობა?;

9. კარლ მარქსი (1818 - 1883) – ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის კრიტიკისათვის ბურჟუაზია და კონტრრევოლუცია;

10. ჩარლზ დარვინი (1809 - 1882) – სახესხვაობათა წარმოშობისა და არსებობისათვის ბრძოლაში უპირატესობის მქონე სახეობების გადარჩენის შესახებ;

11. ჯონ სტიუარტ მილი (1806 - 1873) – თავისუფლების შესახებ;

12. ილია ჭავჭავაძე (1837 - 1907) – რჩეული წერილები • ოსმალოს საქართველო;

      აქვე გეტყვით რომ, შესაძლოა სხვადასხვა სემესტრში წიგნების თანმიმდევრობა შეიცვალოს, თუმცა, როგორც წესი, უშუალოდ ტექსტები არ იცვლება. აღნიშნული თანმიმდევრობა აღებულია 2013-2014 სასწავლო წლის, პირველი (შემოდგომის) სემესტრის სილაბუსიდან.

ტეგები: Qwelly, ელ.წიგნები, მხატვრული, სამეცნიერო, სასწავლო, ფილოსოფია, ქველი

ნახვა: 8579

გამოხმაურებები!

თორმეტი ერთ სემესტრში

Kakha_მ თქვა:

შთა_ს სულ 12 მოაზროვნე ყავს? ))

RSS

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters