ინფორმაცია

აპრილი

აპრილი

თვენი

აპრილის თვის წმინდათა ცხოვრება

საიტი: https://www.qwelly.com/group/tveni
ადგილი: თვენი
წევრები: 23
უკანასკნელი აქტიურობა: აპრილი 1

ფორუმი

დიდებით შესვლა იერუსალიმში - ბზობა (ბაიაობა)

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, აპრილი 24, 2016. 1 გამოხმაურება

აღდგომის, დიდი მარხვის მეექვსე კვირას, ქრისტეს ეკლესია იხსენებს და ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიში დიდებით შესვლას, იგივე ბზობის დღესასწაულს!     მარცხოვრის შესვლა იერუსალიმში მოთხრობილია ოთხივე მახარებელთან.     იესო ქრისტე ადის იერუსალიმში რადგან მოახლოებულია პასექის დღესასწაული. როცა მიუახლოვდება ბეთბაგეს და ბეთანიას, გაგზავნის ორ მოწაფეს, რომელსაც დააბარებს "წარვედით წინაშე დაბასა მაგას, რომელსა შეხჳდეთ და ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღავინ დაჯდომილ არს; აღჰჴსენით და მომგუარეთ მე. და უკუეთუ ვინმე გკითხვიდეს: რაჲსათჳს აღჰჴსნით? ესრეთ არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე." (ლკ. 19, 29-30).     მოციქულებმაც შეასრულეს მისი ნათქვამი, წავიდნენ და მოჰგვარეს მას ვირი და კიცვი მასთან ერთად, დაუფინეს სამოსელი კიცვზე, შეჯდა ზედ იესო და ადიოდა იერუსალიმს. გზად მიმავალს გამოეგებებოდა მთელი ქალაქი, ხეებიდან ტეხავდნენ რტოებს, "რტოებს დანაკისკუდთაგან" და ფერხთით უფენდნენ, ასევე სამოსელს იხდიდნენ და მის წინ აფენდნენ და ღაღადებდნენ: "ოსანა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, მეუფე…გაგრძელება

ტეგები: ქველი, 13 აპრილი, საუფლო, თვენი, აპრილი

წმინდა მარიამ ეგვიპტელი

ავტორი ლაშა, აპრილი 15, 2016. 0 გამოხმაურება

14 აპრილს (ძვ. სტ. 1 აპრილს) და დიდმარხვის მეხუთე კვირიაკეს, ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მარიამ მეგვიპტელს      წმინდა მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება, იორდანის ნაპირას, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში მოღვაწე მამებისგან არის შემონახული და პირველად სოფრონ იერუსალიმელის მიერ ჩაიწერა.      მარიამ ეგვიპტელი, თავის ცხოვრებას გაანდობს უდაბნოში საცხონებლად გასულ ბერს - ზოსიმეს, რომელიც იქამდე პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში სიყრმის ასაკიდან მოღვაწეობდა და უკვე 53 წლის იყო, როდესაც იოანე ნათლისმცემლის მონასტერში გადავიდა და მეუდაბნოებას შეუდგა. სწორედ, ამ ბერს შეხვდება მარიამ მეგვიპტელი უდაბნოში. თავდაპირველად შეძრწუნდა, იფიქრა, ეშმაკეული ჩვენება ვიხილეო, პირჯვარი გადაისახა, ლოცვა განაგრძო და დამთავრების…გაგრძელება

ტეგები: მეუდაბნოე, 6 აპრილი, მარიამ_ეგვიპტელი, თვენი, Qwellyland

ხარება

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, აპრილი 7, 2016. 2 გამოხმაურება

7 აპრილს (ძვ. სტ. 25 მარტს) ქრისტეს ეკლესია ზეიმობს ხარების დღესასწაულს!ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხარება მოთხრობილია ლუკა მახარებელთან (1, 26-38)     გალილეის ქალაქ ნაზარეთში (დღევანდელი ისრაელის ტერიტორია), უფლის ნებით მთავარანგელოზი გაბრიელი მივლინებულ იქნა ერთ-ერთ ქალწულთან, რომელიც დაწინდული იყო დავით მეფის მოდგმის შთამომავალზე - იოსებზე, ხოლო ქალწულის სახელი მარიამი. გადმოცემის მიხედვით, მთავარანგელოზი მარიამს მაშინ ეახლა, როცა ის წმინდა ესაიას წინასწარმეტყველებას კითხულობდა ქალწულის მიერ მესიის შობასთან დაკავშირებით. სწორედ ამ ფიქრებში იყო, როდესაც მთავარანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: "გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის." ამის მხილველი და გამგონე მარიამი შეძრწუნდა და თან ვერ გაეგო რას ნიშნავდა ეს გამოცხადება, ეს სიტყვები. მთავარანგელოზი განუმარტავს და ეუბნება: "ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ. ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან…გაგრძელება

ტეგები: საუფლო, Qwellyland, თვენი, განკაცება, აპრილი

არტემონ ლაოდიკიელი - მღვდელმოწამე

ავტორი tsira. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, აპრილი 27, 2015. 1 გამოხმაურება

26 აპრილს (ძვ. სტ. 13 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს მღვდელმოწამე არტემონ ლაოდიკიელ ხუცესს     მღვდელმოწამე არტემონი დაიბადა სირიის ლაოდიკიაში ქრისტიანულ ოჯახში. 16 წლისა მედავითნედ აკურთხეს. 18 წლის მანძილზე იყო მედავითნე, შემდეგ ეპისკოპოსმა სისინმა დიაკვნად დაასხა ხელი. 33წელი ქადაგებდა წარმართთა შორის ქრისტიანობას. წმინდა მამა მოხუცი იყო, როცა იმპერატორმა დეოკლიტიანემ ქრისტიანებს აიძულა მსხვერპლის შეეწირვა.     იმპერატორი ლაოდიკიაში გზავნიდა მხედარმთავარს. ეს რომ შეიტყო ეპისკოპოსმა სისინმა წმინდა არტემონტან ერთად შეიპარა სამსხვერპლოში და კერპები დაამსხვრია. სამწყსო კი გაამხნევა და განამტკიცა რწმენაში.     ლაოდიკიაში ჩასულმა მხედარმთავარმა პატრიკიოსმა ხუთ დღიანი ზეიმი გამართა, შემდეგ აპირებდა მსხვერპლის შეწირვას. როცა შეიტყო სამსხვერპლოს დარბევა გაბოროტებულმა ეკლესიების დანადგურება გადაწყვითა. ტაძრის დასარბევად წასული ტაძარში ვერ შევიდა. ციებ-ცხელებამ შეიპყრო.ვერ უშველა ქურუმებმა,შემდეგ დახმარების სათხოვნელად ეპისკოპოსთან მხედარმთავარ გაგზავნა და ეპისკოპოსს დაჰპირდა ოქროს…გაგრძელება

ტეგები: Qwellyland, წმინდათა_ცხოვრება, თვენი, აპრილი, 26 აპრილი

წმინდა მოწამე ვადიმი არქიმანდრიტი

ავტორი tsira. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, აპრილი 22, 2015. 1 გამოხმაურება

22 აპრილს (ძვ. სტილით 9 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მამა ვადიმი არქიმანდრიტს     წმინდა მამა სპარსეთის ქალაქ ბითლაპატში დაიბადა მდიდარ და ცნობილ ოჯახში. ახალგაზრდობაში გაეცნო ქრისტიანულ მოძღვრება და ქრისტეს რჯული მიიღო. ქონება ნაწილი დაარიგა და უდაბნოში განმარტოვდა სადაც შემდეგ დარჩენილი ფულით მონასტერი დაარსა.     ლოცვის დროს წმინდა მამა მთაზე ადიოდა. ერთხელ მთაზე ყოფნისას უფალი იხილა.     სპარსეთის მეფე საპორმა დაიწყო ქრისტიანთა დევნა. მან შეიპყრო წმინდა მამა შვიდ მოწაფესთან ერთად და მათ აიძულა თაყვანი ეცათ მზისა და ცეცხლისთვის. ერთმა მათგანმა, საპორის ნათესავმა, ნირსანმა წამებას ვერ გაუძლო და უარყო ქრისტე. სწორედ მას დაავალეს წმინდა მამის თავის კვეთა.     წმინდა მამამ ის ამხილა და შეახსენა საშინელი სამსჯავრო: "მე სიხარულით აღვესრულები ქრისტესათვის, მაგრამ არ მინდა შენი ხელით მოვკვდე".     ნირსანმა მახვილი აძგერა , მაგრამ ხელებაკანკალებულმა მხოლოდ დაჭრა.     წმინდა მამას თავი ჯალათმა მოჰკვეთა. სინდისის ქეჯნით შეწუხებულა ნისარმა მახვილი ჩაიცა გულში და თავი მოიკლა.   …გაგრძელება

ტეგები: ქველი, Qwellyland, თვენი, არქიმანდრიტი, April

იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი - მოციქულნი

ავტორი tsira. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, აპრილი 21, 2015. 1 გამოხმაურება

21 აპრილს (ძვ. სტ. 8 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს უფლის სამოცდაათთაგან მოციქულებს: იროდიონს, აგაბოს, ასინკრიტეს, რუთოს, ფლეგონტეს, ერმის     წმინდა იროდიონი - პავლე მოციქულის ნათესავი. თან ახლდა მოგზ აურობისას. როცა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ქრისტიანობა გავრცელდა პეტრე და პავლე მოციქულებმა ეპისკოპოსად აკურთხეს. მოციქულმა იროდიონმა მრავალი წარმართი და იუდეველი მოაქცია.     ერთხელ მოციქულს თავს დაესხა კერპთაყვანისცემლები და იუდეველები. მათ მოციქული სცემეს. ერთმა იუდეველმა კი დანა ჩაარტყა. როცა მკვლელები წავიდნენ, უფალმა უვნებლად აღადგინა.     67 წელს პეტრე მოციქულის ჯვარზე გაკვრის დროს წმინდა იროდიონს თავი მოჰკვეთეს.     წმინდა აგაბოსი - საქმე მოციქულთადან ვგებულობთ, რომ აგაბოს წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქონდა. მან იწინასწარმეტყველა შიმშილობა იერუსალიმში და პავლე მოციქულის წამება.     მოციქული ქადაგებდა სხვადასხვა ქვეყნებში. მოაქცია მრავალი წარმართი.     მოციქული რუთოსი - პავლე მოციქული ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში. იყო საბერძნების ქალაქ თებეს ეპისკოპოსი.     მოციქული…გაგრძელება

ტეგები: თვენი, ქველი, Qwellyland, ერმი, ასინკრიტე

კომენტარების დაფა

ლაშა: აპრილი 1, 2016||12:10am

შარშანდელ კომენტარს არ გავიმეორებდი, მაგრამ რა გინდა ქნა - ისევ არ ჩანს )) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ აპრილი_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

 

წევრები (21)

 
 
 

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Odin:Valhalla Rising – MMOexp Blueprint to Norse Domination

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 11:39am 0 კომენტარი

Odin Valhalla Rising Diamonds is a stunningly designed open-world MMORPG developed by Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies. 

1.…

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:14am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or Memory Wave max out your computer's drive, but can you utilize up all…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters