ხომ არ იფიქრეთ, რომ უბრალოდ ლამაზი გოგონების ფოტოები მქონდა ამ პოსტისთვის? არა მეგობრებო, ასე უინტერესოდ არ გაგიმეტებდით.

საქმე ის გახლავთ, რომ რაც ზემოთ ნახეთ და რასაც ქვემოთ ნახავთ, არა ობიექტივის ნახელავი, არამედ ფუნჯის, ფერების და საოცარი შრომა-ნებისყოფის მქონე მამაკაცის შემოქმედებაა.

იაგალ აზერი (Yigal Ozeri), წარმოშობით ისრაელიდან (ახლა უკვე ამერიკაში მოღვაწეობს), წარმოუდგენელი სიზუსტის და გამომსახველობის ნამუშევრებს ქმნის. ჰიპერ-რეალიზმი თანამედროვე მსოფლიოსთვის უკვე აღარ წარმოადგენს საოცრებას. რამდენიმე სერიოზული ხელოვანი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დიდი ხანია აკვირვებს მნახველს, მაგრამ ბატონი იაგალის განსაკუთრებულობა მისი ფერების პალიტრასა, სანათლის გამოსახვის მანერასა და ფართემასშტაბიან სივრცულ ნამშევრებშია. როგორც წესი, ჰიპერ-რეალიზმის მიმდევრები დიდ სივრცეებს არ ხატავენ, მეტწილად ისინი ორიენტირებულნი არიან სახის ნაკვთების უკეთ წარმოჩენასა ან/და ნატურმორტებში საგნების მკაფიო გამოსახვაზე, მაგრამ ჩვენი დღევანდელი გმირი ასე არ ფიქრობს და მის ნახატებს სწორედ ეს სძენს განსაკუთრებულ ელფერს. 

მაყურებელი საგამოფენო დარბაზში ხედავს, მაგრამ არ სჯერა იმის, რასაც ხედავს და ალბათ თქვენც დამეთანხმებით ამაში. თუ გნებავთ, თავიდან გადაათვალიერეთ უკვე ნანახი ფოტოები და მითხარით სად შეამჩნიეთ ფუნჯის ან საღებავის კვალი.

მოკლედ ისიამოვნეთ - Yigal Ozeri Present:

აქვე იხილეთ:

ფოტორეალიზმი

ტეგები: Art, Hyperrealism, Photo, Qwelly, Realism, Yigal Ozeri, ისრაიტელი მხატვარი, მხატვრობა, პალიტრა, პეიზაჟი, მეტი...სივრცე, ფოტორეალიზმი, ფუნჯი, ჰიპერ-რეალიზმი

ნახვა: 1705

გამოხმაურებები!

მართლაც, რომ არ გავს დახატულს :) საოცარია

ლაშიკო მიხარია შენ რომ აქვეყნებ მსგავს პოსტს ::D :D მახსოვს მე რომ არ მიჯერებდი და თავს იკლავდი რამოდენიმე ნახატზე ამბობდი უეჭველი ფოტოაო :P:P

თა _ მო რა ვქნა, ვეღარ გავუძელი ამ შემოტევას და თვალებსაც დავუჯერე :D მოვძებნი იმ კამათს, მეც გამახსენდა, მაგრამ ისინი უფრო ფოტოები იყო მგონი :D 

თა _ მო_მ თქვა:

ლაშიკო მიხარია შენ რომ აქვეყნებ მსგავს პოსტს ::D :D მახსოვს მე რომ არ მიჯერებდი და თავს იკლავდი რამოდენიმე ნახატზე ამბობდი უეჭველი ფოტოაო :P:P

ჩეკი წარმოიდგინე, რომ ერთლაც შენი ფანტაზიით დახატავ ასეთ მშვენიერ ქალს და ის იქნება ისეთი ჰიპერ რეალისტური, რომ შეიძლება ვიღაცამ ძებნაც დაუწყოს და ფოტოები მოგთხოვოს. ამაზე არ გიფიქრია რა დიდი ნიჭის პატრონია ეს კაცი?? შესაძლოა ეს კონკრეტული ნამუშევრები ფოტოს ფუნჯური ვერსიაა, მაგრამ აბა იფიქრე - ერთხელაც ფოტოს გარეშე რომ მოინდომოს ხომ შექმნის ახალ რეალურ ქალს? ;) 

Giorgi_მ თქვა:

ჰო მომწონს..მაგრამ არა როგორც მხატვრობა. (პირადად ჩემთვის დიდი სისულელეა ამაზე დროის და სხვა რაღაცეების ხარჯვა თუნდაც იმიტომ,რომ მე და თქვენ 10 წამიანი მოწონება თუ აღფრთოვანება გამოგვეხატა)

არ მოომწოოონს !!!

Giorgi კიი, სიმონა მახსვოს, ისიც მახსოვს რატომაც ბრუნდება ბოლოში - "მკვდარი" სიმონა. 

Giorgi said:

ფილმი სიმონა გახსოვს?...კი შექმნის და მომწონს...ეს არ ნიშნავს რომ წინააღმდეგი ვარ...მე ხომ "მხატვრობა" ვახსენე.

ცისია რას ერჩი? ნახატები არ მოგწონს თუ გოგოები? :)) 

ცისია said:

არ მოომწოოონს !!!

ნახატები კიარა სურათებია .... რეალიზმი -_-

ლაშა_მ თქვა:

ცისია რას ერჩი? ნახატები არ მოგწონს თუ გოგოები? :)) 

ცისია said:

არ მოომწოოონს !!!

RSS

ბლოგ პოსტები

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

A Comprehensive Look at a Norse-Fantasy Realm

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…

გაგრძელება

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Qwelly World

free counters