ხომ არ იფიქრეთ, რომ უბრალოდ ლამაზი გოგონების ფოტოები მქონდა ამ პოსტისთვის? არა მეგობრებო, ასე უინტერესოდ არ გაგიმეტებდით.
საქმე ის გახლავთ, რომ რაც ზემოთ ნახეთ და რასაც ქვემოთ ნახავთ, არა ობიექტივის ნახელავი, არამედ ფუნჯის, ფერების და საოცარი შრომა-ნებისყოფის მქონე მამაკაცის შემოქმედებაა.
იაგალ აზერი (Yigal Ozeri), წარმოშობით ისრაელიდან (ახლა უკვე ამერიკაში მოღვაწეობს), წარმოუდგენელი სიზუსტის და გამომსახველობის ნამუშევრებს ქმნის. ჰიპერ-რეალიზმი თანამედროვე მსოფლიოსთვის უკვე აღარ წარმოადგენს საოცრებას. რამდენიმე სერიოზული ხელოვანი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დიდი ხანია აკვირვებს მნახველს, მაგრამ ბატონი იაგალის განსაკუთრებულობა მისი ფერების პალიტრასა, სანათლის გამოსახვის მანერასა და ფართემასშტაბიან სივრცულ ნამშევრებშია. როგორც წესი, ჰიპერ-რეალიზმის მიმდევრები დიდ სივრცეებს არ ხატავენ, მეტწილად ისინი ორიენტირებულნი არიან სახის ნაკვთების უკეთ წარმოჩენასა ან/და ნატურმორტებში საგნების მკაფიო გამოსახვაზე, მაგრამ ჩვენი დღევანდელი გმირი ასე არ ფიქრობს და მის ნახატებს სწორედ ეს სძენს განსაკუთრებულ ელფერს.
მაყურებელი საგამოფენო დარბაზში ხედავს, მაგრამ არ სჯერა იმის, რასაც ხედავს და ალბათ თქვენც დამეთანხმებით ამაში. თუ გნებავთ, თავიდან გადაათვალიერეთ უკვე ნანახი ფოტოები და მითხარით სად შეამჩნიეთ ფუნჯის ან საღებავის კვალი.
მოკლედ ისიამოვნეთ - Yigal Ozeri Present:
აქვე იხილეთ:
ტეგები: Art, Hyperrealism, Photo, Qwelly, Realism, Yigal Ozeri, ისრაიტელი მხატვარი, მხატვრობა, პალიტრა, პეიზაჟი, მეტი...სივრცე, ფოტორეალიზმი, ფუნჯი, ჰიპერ-რეალიზმი
ლაშიკო მიხარია შენ რომ აქვეყნებ მსგავს პოსტს ::D :D მახსოვს მე რომ არ მიჯერებდი და თავს იკლავდი რამოდენიმე ნახატზე ამბობდი უეჭველი ფოტოაო :P:P
თა _ მო რა ვქნა, ვეღარ გავუძელი ამ შემოტევას და თვალებსაც დავუჯერე :D მოვძებნი იმ კამათს, მეც გამახსენდა, მაგრამ ისინი უფრო ფოტოები იყო მგონი :D
თა _ მო_მ თქვა:
ლაშიკო მიხარია შენ რომ აქვეყნებ მსგავს პოსტს ::D :D მახსოვს მე რომ არ მიჯერებდი და თავს იკლავდი რამოდენიმე ნახატზე ამბობდი უეჭველი ფოტოაო :P:P
ჩეკი წარმოიდგინე, რომ ერთლაც შენი ფანტაზიით დახატავ ასეთ მშვენიერ ქალს და ის იქნება ისეთი ჰიპერ რეალისტური, რომ შეიძლება ვიღაცამ ძებნაც დაუწყოს და ფოტოები მოგთხოვოს. ამაზე არ გიფიქრია რა დიდი ნიჭის პატრონია ეს კაცი?? შესაძლოა ეს კონკრეტული ნამუშევრები ფოტოს ფუნჯური ვერსიაა, მაგრამ აბა იფიქრე - ერთხელაც ფოტოს გარეშე რომ მოინდომოს ხომ შექმნის ახალ რეალურ ქალს? ;)
Giorgi_მ თქვა:
ჰო მომწონს..მაგრამ არა როგორც მხატვრობა. (პირადად ჩემთვის დიდი სისულელეა ამაზე დროის და სხვა რაღაცეების ხარჯვა თუნდაც იმიტომ,რომ მე და თქვენ 10 წამიანი მოწონება თუ აღფრთოვანება გამოგვეხატა)
Giorgi კიი, სიმონა მახსვოს, ისიც მახსოვს რატომაც ბრუნდება ბოლოში - "მკვდარი" სიმონა.
Giorgi said:
ფილმი სიმონა გახსოვს?...კი შექმნის და მომწონს...ეს არ ნიშნავს რომ წინააღმდეგი ვარ...მე ხომ "მხატვრობა" ვახსენე.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm
0 კომენტარი
1 Like
ქალთა უფლებები
ქეთევან პოპიაშვილი
პრეზენტაცია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…
გაგრძელება
© 2025 George.
•