71 წლის ასაკში თბილისში ჩამოდის მოხუცი მარტინ სკორსეზე, რათა Gangs Of New York_ის მეორე სეზონი გადაიღოს.

ამჯერად ფილმის სახელწოდება იქნება Gangs of Tbilisi (თბილისური ბანდები) და ფილმი რეალურ ფაქტებზე იქნება დამყარებული. გადაღებები უკვე დაწყებულია პეკინის გამზირზე (Pekini Avenue) და იგეგმება გადასაღები მოედნის გაფართოება. ვარაუდობენ რომ აიგება პავიოლიონი შესაბამისი კარვებით.

ექსპერტები ფილმს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, როგორც დოკუმენტალისტიკაში, ასევე მხატვრულ კინო-გაქირავებაში.

ხანგრძლივი ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად დაყაბულდა და მარტინ სკორსეზემ უარი განაცხადა უკვე მრავალგზის უოსკაროდ შთენილ ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობა მიეღო ამ ფილმში. მისი ფილმში გამოჩენა დიდი ალბათბით ფილმის პოპულარობაზე ცუდად აისახებოდა და თან თბილისში ლეონარდოს ჩამოსვლა ქალებს ძვირად დაუჯდებოდათ. ასევე ფილმში არ იქნება დენიელ ლუისი. როგორც კულუარებიდან ირკვევა, ჰოლივუდის ამ ვარსკვლავების ნაცვლად მონაწილეობას მიიღებენ დაპირისპირებული ბანდების ლიდერები. კონკრეტულ პიროვნებებზე ჯერ არ შეთანხმებულან, თუმცა ორი კანდიდატი მამაკაცი უკვე არსებობს. რაც შეეხება კამერონ დიასის გმირის როლს, ის ჯერ ვაკანტურია, ამიტომ აქტიურობისკენ მოგიწოდებთ გოგოებო.

გამომდინარე იქიდან, რომ დასაწყისი კადრები უკვე გადაღებულია და სრულიად უფასოდ (ჩართულია რამდენიმე ტელევიზია და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია), ასევე გამოითქვა ვარაუდი - "ფილმი წინა ნაწილთან შედარებით დაბალბიუჯეტიანი იქნება, თუმცა არანაკლებ მძაფრსიუჟეტიანი".

მოკლედ, თვალი ადევნეთ ჩვენს "ნიუს ცენტრს" და ერთად დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

პოსტი ციკლიდან "მოიგონე და ააგორე ჭორი"

ტეგები: Cameron Diaz, Chatter, Daniel Day-Lewis, Gangs Of New York, Gangs of Tbilisi, Leonardo DiCaprio, Martin Scorsese, News, Pekini Avenue, Qwelly, მეტი...Дэниел Дэй-Льюис, Кэмерон Диаз, Леонардо Ди Каприо, Мартин Скорсезе, დენიელ დენი ლუისი, თბილისური ბანდები, კამერონ დიასი, ლეონარდო დიკაპრიო, მარტინ სკორსეზე, მოიგონე და ააგორე ჭორი, პეკინის გამზირი, ჭორიკანა

ნახვა: 1047

გამოხმაურებები!

გული შემიწუხდა სათაური რომ ვნახე :D :D

ლიკანკუნა სიხარულისგან ხო? :D 

ლიკა_მ თქვა:

გული შემიწუხდა სათაური რომ ვნახე :D :D

მთლად მასე ვერ ვიტყოდი :D :D

ლაშა_მ თქვა:

ლიკანკუნა სიხარულისგან ხო? :D 

ლიკა_მ თქვა:

გული შემიწუხდა სათაური რომ ვნახე :D :D

ლიკა რატომ?? რა დაგიშავა სკორსეზემ? :((

ლიკა_მ თქვა:

მთლად მასე ვერ ვიტყოდი :D :

საქმეც ეგაა რომ სკორსეზეს არაფერი დაუშავებია :D :D

ლაშა_მ თქვა:

ლიკა რატომ?? რა დაგიშავა სკორსეზემ? :((

ლიკა_მ თქვა:

მთლად მასე ვერ ვიტყოდი :D :

Kakha როგორც მახსოვს ლაიამის გმირი საკმაოდ კარგი მოჩხუბარი მღვდელია ხომ ასეა?? მგონი ამ როლზე არ გაუჭირდება სკორსეზეს მსახიობის მოძებნა :D 

Kakha_მ თქვა:

თუ ლაიამ ნილსონიც ითამაშებს მაგარი იქნება მაგრამ სამწუხაროდ ნიუ იორკლეი მღვდელი პირველ ნაწილში დარჩა:( მგონი ვიცი როგორი იქნება სიუჟეტი  სანამ ნიუ იორკში ჩავა ლაიამი ჯერ აქ იქნებოდა და აქ შეისწავლიდა ზედმიწევნით თეოლოგიას :D

 ილიაუნის დაამთავრებდა ჰო ვიცი მაგის ამბავი :D 

ლიკა აბა ქართველმა გენიალურმა და შერჩეულმა მსახიობებმა დააშავეს რამე? :D 

ლიკა_მ თქვა:

საქმეც ეგაა რომ სკორსეზეს არაფერი დაუშავებია :D :D

Kakha მგონი სკორსეზე აღარ გვჭირდება, ჩვენს მშვენიერ სცენარს ვწერთ :D 

Kakha_მ თქვა:


ლაშა კი თან ძაან მაგარი მოჩხუბარი, ალბათ სკამით იქნება ახლა ჩხუბი :D მაინც ჰო იცი ეროვნული ელემენტები თუ არ შეიტანა სკორსეზემ ისე არ შეუძლია :D 

Kakha ჩვენთან ტალანტის ამოუწურავი საბადოა, ამიტომ აქ ნებისმიერი რეჟისორი ისურვებდა და ინატრებდა ფილმის გადაღებას, მითუმეტეს რომ მსახიობობის და აფერისტობის განსაკუთრებული ქრომოსომებია ჩვენს გენში! 

Kakha_მ თქვა:

იმაზე მეცინება წყარო რომ არის მითებული გამოიგონე და ააგორე ჭორი:DD

ჩვენ სცენები ჰოლივუდზე ნაკლები რითია? შეიძლება რეჟისორი სკორსეზეს ნაირი არ გვყავს მაგრამ არც ნაკლებია, როლებზე კიდევ ყველა მაღალ პროფესიონალურად ასრულებს, მგონი ბრძოლა წესების გარეშეს დაჯილდოვებაზე ოქროს ქამარს მიიღებს :D

Kakha მერე, თუკი უკვე მაღაროში ვართ, ერთხელაც ხომ გამოვალთ ამ მაღაროდან ხელდამშვენებულები? :D თუ ეს მაღაროც მამაძაღლი "აბელა სეთურის" დაპროექტებულია? :D 

Kakha_მ თქვა:

ლაშა მე ასე არ გადავაჭარბებდი, საბადოსთან ახლო მაღაროში ვართ, მაგრამ აფერისტობაზე უკაცრაოდ :D

Kakha ვისაც გჯერათ გაგატაროთ ხო? :D 

Kakha_მ თქვა:

ლაშა  დრო უნდა ყველაფერს დრო "გვაცადეთ ბატონო გვაცადეთ" :D 

ნამდვილი ინტრიგაა აქ დატრიალებული :D 

ლაშა_მ თქვა:

Kakha ვისაც გჯერათ გაგატაროთ ხო? :D 

Kakha_მ თქვა:

ლაშა  დრო უნდა ყველაფერს დრო "გვაცადეთ ბატონო გვაცადეთ" :D 

RSS

ბლოგ პოსტები

MMOexp:Diablo 4 Season 11 Quest Guide:Carrying the Burden of Spirits

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 11, 2025.
საათი: 11:28am 0 კომენტარი

In Diablo 4: Season 11 – Sins of the Horadrim, the journey continues with Bearing the Weight of Ghosts, the second major story quest following The Truth That Lies Within. This mission plunges players deeper into the mystery of the missing Horadrim while introducing new gameplay mechanics, elite dungeon encounters, and Diablo 4 gold faction-based progression.

This guide will walk you through everything you need to complete the…

გაგრძელება

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Qwelly World

free counters