ამჯერად ფილმის სახელწოდება იქნება Gangs of Tbilisi (თბილისური ბანდები) და ფილმი რეალურ ფაქტებზე იქნება დამყარებული. გადაღებები უკვე დაწყებულია პეკინის გამზირზე (Pekini Avenue) და იგეგმება გადასაღები მოედნის გაფართოება. ვარაუდობენ რომ აიგება პავიოლიონი შესაბამისი კარვებით.
ექსპერტები ფილმს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, როგორც დოკუმენტალისტიკაში, ასევე მხატვრულ კინო-გაქირავებაში.
ხანგრძლივი ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად დაყაბულდა და მარტინ სკორსეზემ უარი განაცხადა უკვე მრავალგზის უოსკაროდ შთენილ ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობა მიეღო ამ ფილმში. მისი ფილმში გამოჩენა დიდი ალბათბით ფილმის პოპულარობაზე ცუდად აისახებოდა და თან თბილისში ლეონარდოს ჩამოსვლა ქალებს ძვირად დაუჯდებოდათ. ასევე ფილმში არ იქნება დენიელ ლუისი. როგორც კულუარებიდან ირკვევა, ჰოლივუდის ამ ვარსკვლავების ნაცვლად მონაწილეობას მიიღებენ დაპირისპირებული ბანდების ლიდერები. კონკრეტულ პიროვნებებზე ჯერ არ შეთანხმებულან, თუმცა ორი კანდიდატი მამაკაცი უკვე არსებობს. რაც შეეხება კამერონ დიასის გმირის როლს, ის ჯერ ვაკანტურია, ამიტომ აქტიურობისკენ მოგიწოდებთ გოგოებო.
გამომდინარე იქიდან, რომ დასაწყისი კადრები უკვე გადაღებულია და სრულიად უფასოდ (ჩართულია რამდენიმე ტელევიზია და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია), ასევე გამოითქვა ვარაუდი - "ფილმი წინა ნაწილთან შედარებით დაბალბიუჯეტიანი იქნება, თუმცა არანაკლებ მძაფრსიუჟეტიანი".
მოკლედ, თვალი ადევნეთ ჩვენს "ნიუს ცენტრს" და ერთად დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
პოსტი ციკლიდან "მოიგონე და ააგორე ჭორი"
ტეგები: Cameron Diaz, Chatter, Daniel Day-Lewis, Gangs Of New York, Gangs of Tbilisi, Leonardo DiCaprio, Martin Scorsese, News, Pekini Avenue, Qwelly, მეტი...Дэниел Дэй-Льюис, Кэмерон Диаз, Леонардо Ди Каприо, Мартин Скорсезе, დენიელ დენი ლუისი, თბილისური ბანდები, კამერონ დიასი, ლეონარდო დიკაპრიო, მარტინ სკორსეზე, მოიგონე და ააგორე ჭორი, პეკინის გამზირი, ჭორიკანა
ლიკანკუნა სიხარულისგან ხო? :D
ლიკა_მ თქვა:
გული შემიწუხდა სათაური რომ ვნახე :D :D
მთლად მასე ვერ ვიტყოდი :D :D
ლაშა_მ თქვა:
ლიკანკუნა სიხარულისგან ხო? :D
ლიკა_მ თქვა:გული შემიწუხდა სათაური რომ ვნახე :D :D
ლიკა რატომ?? რა დაგიშავა სკორსეზემ? :((
ლიკა_მ თქვა:
მთლად მასე ვერ ვიტყოდი :D :
საქმეც ეგაა რომ სკორსეზეს არაფერი დაუშავებია :D :D
ლაშა_მ თქვა:
ლიკა რატომ?? რა დაგიშავა სკორსეზემ? :((
ლიკა_მ თქვა:მთლად მასე ვერ ვიტყოდი :D :
Kakha როგორც მახსოვს ლაიამის გმირი საკმაოდ კარგი მოჩხუბარი მღვდელია ხომ ასეა?? მგონი ამ როლზე არ გაუჭირდება სკორსეზეს მსახიობის მოძებნა :D
Kakha_მ თქვა:
თუ ლაიამ ნილსონიც ითამაშებს მაგარი იქნება მაგრამ სამწუხაროდ ნიუ იორკლეი მღვდელი პირველ ნაწილში დარჩა:( მგონი ვიცი როგორი იქნება სიუჟეტი სანამ ნიუ იორკში ჩავა ლაიამი ჯერ აქ იქნებოდა და აქ შეისწავლიდა ზედმიწევნით თეოლოგიას :D
ილიაუნის დაამთავრებდა ჰო ვიცი მაგის ამბავი :D
ლიკა აბა ქართველმა გენიალურმა და შერჩეულმა მსახიობებმა დააშავეს რამე? :D
ლიკა_მ თქვა:
საქმეც ეგაა რომ სკორსეზეს არაფერი დაუშავებია :D :D
Kakha ჩვენთან ტალანტის ამოუწურავი საბადოა, ამიტომ აქ ნებისმიერი რეჟისორი ისურვებდა და ინატრებდა ფილმის გადაღებას, მითუმეტეს რომ მსახიობობის და აფერისტობის განსაკუთრებული ქრომოსომებია ჩვენს გენში!
Kakha_მ თქვა:
იმაზე მეცინება წყარო რომ არის მითებული გამოიგონე და ააგორე ჭორი:DD
ჩვენ სცენები ჰოლივუდზე ნაკლები რითია? შეიძლება რეჟისორი სკორსეზეს ნაირი არ გვყავს მაგრამ არც ნაკლებია, როლებზე კიდევ ყველა მაღალ პროფესიონალურად ასრულებს, მგონი ბრძოლა წესების გარეშეს დაჯილდოვებაზე ოქროს ქამარს მიიღებს :D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•