წმინდა მიწასა და სირიში მოგზაურობის დღიური
5 ივლისი - 28 სექტემბერი, 1936 წელი
„წიგნს თავისი ხვედრი აქვს“ - ასე იწყება წმ. გრიგოლ ფერაძის „იერიქონის ვარდების“ პოლონური გამოცემის წინასიტყვაობა. წიგნებს, ისევე როგორც ადამიანებს, მართლაც თავისი ბედისწერა აქვს. საოცარია, მაგრამ წმ. გირგოლ ფერაძის სირია-პალესტინაში მოგზაურობის დღიურიც - „იერიქონის ვადები“ - თავისი ავტორის ბედის გამზიარებელი აღოჩნდა. ეს წიგნი 1936 წელს დაიწერა, თუმცა 1942 წელს გრიგოლ ფერაძის ოსვენციმში მოწამეობრივი სიკვდილის შემეგ, იგი დაკარგულად ითვლებოდა. დაკარგული იყო იგი საქართველოსთვისაც, ისევე როგორც წლების მანძილზე დაკარგული იყო თავად მისი ავტორის სახელიც - საბჭოთა საქართველოში გრიგოლ ფერაძის ადგილი უკვე აღარ იყო.
გრიგოლ ფერაძის სახელი მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1995 წელს დაუბრუნდა მის სამშობლოს - საქართველოს, თანაც „წმინდანის“ წოდებით. 1995 წლიდან მამა გრიგოლი საქართველოსა და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდანია, გი ასევე პოლონელი „კათოლიკე პატროლოგების“ წმინდანი და მფარველიც არის.
სამწუხაროდ, წმ. გრიგოლ ფერაძის სახელი ფართო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ ნაკლებად არის ცნობილი, განსაკუთრებით - მის სამშობლოში.
* * *
გრიგოლ ფერაძემ სირია-პალესტინაში 1936 წელს იმოგზაუროა. ეს იყო მთელი მისი ცხოვრების დიდი ოცნების ასრულება, იგი ხომ საოცარი ინერესით იკვლევდა საქართველოსა და წმ. მიწის ურთიერთობათა ოცდაექვსაუკუნოვან ისტორიას.
* * *
სიმბოლურია დღიურის სათაურიც - „იერიქონის ვარდები“: იერიქონის ვარდი ხომ მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა. იგი ბუნების საოცრებაა, ერთადერთი მცენარე, რომელსაც წყლისა და მიწის გარეშე შეუძლია სიცოცხლე, იგი არ კვდება. ის პალესტინისა და იორდანიის უდაბნოში იზდება და ძლიერ სიცხეს და სიცივეს უძლებს.
ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ჯვარცმის შედეგ, პალესტინის ქალაქ იერიქონის უდაბნოში მიმავალმა თვალცრემლიანმა ღმრთისმშობელმა ის თავისი ცრემლით დანამა და ამით მას უკვდავება მიანიჭა. იერიქონის ვარდი შობის და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულების სიმბოლოა - იგი მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა.
სირია-პალესტინაში მოგზაურობის დღიური საოცარი სევდით არის დაწერილი, სევდით, თუ როგორ და რატომ დავკარგეთ ჩვენი უძველესი სიწმინდეები წმ. მიწაზე, როგორ დავკარგეთ ჩვენი, ქართული ქრისტიანობის აკვანი, ჩვენი წინაპრების მიერ აქ შექმნილი უდიდესი საგანძური, რომელიც ღემდე შემორჩენილია, მაგრამ უცხოთა ხელშია. მათთვის ის ხომ მხოლოდ ქონებაა, ჩვენთვის კი ჩვეი იდენტობა, ჩვენი ერის მეხსიერებაა.
მაგრამ, როგორც ჩანს, წმ. მამა გრიგოლ ფერაძეს, მიუხედავად წმ. მიწაზე მის იერ ნანახისა და განცდილისა, მაინც დარჩა იმედი იმისა, რომ როგორც იერიქონის ვარდებს ძალუძთ აღდგომა, სევე, ქართველებიც ოდესმე შეძლებენ დაუბრუნდნენ კუთვნილ სიწმინდეებს.
და ბოლოს, დიდი მადლიერებით მინდა მოვიხსნიო მამა ჰენრიკ პაპროცკი, რომელმაც „დღიური“ პოლონურ ენაზე გამოაქვეყნა, ჩვენ კი ტექსტის ქართულად თარგმნისა და გამოცემის ნება დაგვრთო.
თამილა მგალობლიშვილი
რედაქტორი: თამილა მგლობლიშვილი
სარედაქციო ჯგუფი:
• მზია ჯანჯალია, ნინო კვირიკაშვილი, თინა ცერაძე,
• ლელა ხოფერია, თამარ მოსიაშვილი, დავით ცხადაძე
ქართული თარგმანი:
• ქეთი გურჩიანი, სოფიო რეზრიჩენკო
გამომცემელი საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის ქართულ სიძველეთა მოძიების და კვლევის ცენტრი
თბილისი
2016
სარჩევი:
შენიშვნა: დღიურის ჩანაწერები განთავსდება, სათითაოდ, ეტაპობრივად და დაემატება სარჩევში.
ფოტო წარმოადგენს წიგნის გარეკანს, რომელიც აღებულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან. დღიურებში წარმოდგენილი ფოტოებიც, აღებული იქნება წიგნიდან.
[1] - წინასიტყვაობას, სრული სახით, გამოვაქვეყნებთ ცალკე - წმინდა მამა გრიგოლ ფერაძის ბიოგრაფიულ პოსტში.
ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, ელ.წიგნები, მხატვრული
ასეთია ცხოვრების მდინარება! ადამიანი იბადება, ვაჟკაცდება და მერე კვდება - მაშ, მისი აზრით, საქართველო უკვე მკვდარია და ჩვენი აღსასრულიც დადგა? - გასული საუკუნის 30-იან წლებში, ალბათ, ჯერ კიდევ შეიძლებოდა ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემა და ჯერ კიდევ ჰქონდა წმინდა გრიგოლ ფერაძეს იმედი. საინტერესოა, ახლა რას იტყოდა.
ჩვენ წარმომადგენელი უნდა გვყავდეს, რომელიც აქ მუდმივად იცხოვრებს. ხანდახან, სახლის აშენებამდე ან საკანალიზაციო სისტემის გაყვანამდე, არქეოლოგიურ გათხრების ჩატარებისას, ქართული წარწერა აღმოჩნდება ხოლმე. კარგი იქნება, პალესტინაში განათლებული ქართველის დასახლება, ვისაც ისტორია ეცოდინება. ამიტომ, ვცდილობ ჩემი თანამემამულე დავარწმუნო, რომ აქ დარჩეს და პარიზში წასვლა გადაიფიქროს. / ამონარიდი, 18 ივლისი, შაბათი.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•