სალამური ჩასაბერ საკრავთა ჯგუფს განეკუთვნება. არსებობს ენიანი და უენო სალამური. ისინი ერთმანეთისაგან ფორმით, მასალით, ბგერათრიგითა და დიაპაზონით განსხვავდება (ენიანი სალამური უფრო გვიანდელია, და აქედან გამომდინარე, უფრო მეტი ტექნიკური შესაძლებლობები აქვს).
სალამური, განსაკუთრებით უენო, მწყემსის აუცილებელ ნივთს წარმოადგენს. მასზე შემსრულებლებად მხოლოდ მამაკაცები გვევლინებიან. სალამურზე სრულდება მწყემსური და საცეკვაო მელოდიები. გამოიყენება დოლთან და ფანდურთან ერთადაც, ანსამბლში.
სალამური გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს კუთხეებში (ქართლი, კახეთი, მესხეთი, თუშეთი, ფშავი).
სალამურს ამზადებენ ლერწმისაგან, ლელისაგან, დიდგულასა და ჭერმისაგან. მთაში ძირითადად დიდგულას იყენებენ (ფშავში ცხვრის წვივის ძვლისაგანაც გაუკეთებიათ).
უენო სალამური წარმოადგენს გრძელ მილს, რომელზეც 5-6 თვალი კეთდება. საკრავის თავი ოდნავ წაწვეტებულია.
ენიან სალამურს თავი წაკვეთილი აქვს. მასზე გაკეთებულია 5, უფრო ხშირად 6-7 თვალი. ერთი თვალი უკეთდება უკანა მხრიდან ზედა I-II თვალს შორის.
ენა წარმოადგენს ლერწმის მოკლე საცობს, რომელიც ჩასმულია სალამურში (მილში).
დაკვრის დროს სალამური ორივე ხელით უჭირავთ. მარჯვენა ხელის თითებით ეხებიან ზედა ნახვრეტებს, ხოლო მარცხენა ხელის თითებით - ქვედას. მარჯვენა ხელის ცერი კი ედება იმ ნახვრეტს, რომელიც გაკეთებულია სალამურის უკანა მხარეს.
ენიან სალამურზე ჩაბერვის პროცესი უფრო გაადვილებულია საკრავზე ენის არსებობის გამო. ნორმალური ჩაბერვით სალამური ჟღერს წყნარად და ნაზად, ხოლო გადაბერვის დროს - ხმამაღლა და მსტვენავად. ოქტავით მაღალი ბგერები გადაბერვით აიღება.
სალამურის არსებობა საქართველოში უძველესი დროიდან დასტურდება. 1938 წელს მცხეთაში, სამთავროს სამაროვანის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩნდა გედის ფეხის ძვლის უენო, სამთვლიანი სალამური პატარა ბიჭის ჩონჩხთან ერთად. სამარხში სხვა საგნებთან ერთად ხარისა და სხვა ცხოველთა ძვლებიც იყო. სწორედ ამის გამო, ექსპედიციის ხელ-მა ივ. ჯავახიშვილმა სამარხს "პატარა მწყემსის საფლავი" უწოდა. იგი ძვ. წ. XV-XIV ს.ს. თარიღდება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სალამური მწყემსის აუცილებელი, განუყოფელი ნივთი იყო. აქედან გამომდინარე, მასზე ძირითადად მწყემსური მელოდიები სრულდება.
საყურადღებოა, მწყემსური მელოდია უენო სალამურზე - "ვაცების გაქეჩვა" ("გაქეჩვა" გარეკვას, გაძღოლას ნიშნავს). ეს მელოდია სრულდება ცხვარის მოგროვების, მათი გარეკვის დროს. ფარას ტრადიციულად რამდენიმე მწყემსი უძღვის წინ. სალამურს მათგან უკრავს ის, რომელიც ფარას უძღვის წინ, ხოლო დანარჩენი მწყემსები თვალყურს ადევნებენ ცხვარს.
სალამურზე სრულდება ასევე, "დასაბრუნებელი" - "დასაბინავებელი". არსებობს ერთი ასეთი ლეგენდა სალამურის შესახებ:
მდიდარი ბატონის მწყემსს ყაჩაღები დაესხნენ თავს და ცხვარი წაასხეს. მწყემსი მარტო იყო და ამიტომ ვერ გაუმკლავდა ყაჩაღებს. გამტაცებელს ფარა უკვე შორს ჰყავდა წასხმული, რომ სასოწარკვეთილმა მწყემსმა ასეთ ხერხს მიმართა - სალამურზე "დასაბრუნებელი" დაუკრა... ცხვარმა პირი იბრუნა და უკან გამობრუნდა.
ასე გადაარჩინა მწყემსმა ფარა მტაცებლებისაგან, სალამურის საშუალებით.
ტეგები: Qwellyland, საკრავები, ფოლკლორი, ქართული_საკრავები
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
1 Like
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
© 2026 George.
•