1888 - 1957
როდესაც ოთხმოცი წლის წინათ წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში შეძლებული მშრომელი კაცის ნესტორ პაჭკორიას ოჯახში ბიჭი გაჩნდა, მთელი ოჯახი სიხარულით ცას ეწია. მამამ პატარა კირილეს ყველა პირობა შეუქმნა სწავლის შესაძენად. მაგრამ კირილე პაჭკორიას პატარაობიდანვე გული ხალხური სიმღერისაკენ მიუწევდა. თან მშობლების ნიჭი და სიმღერისადმი მიდრეკილება მასაც გადაედო.
1903-1907 წლებში კირილე ფოთში სწავლობდა; საქალაქო სკოლაში დადიოდა, თან თავისუფალ დროს აქვსენტი მეგრელიძის გუნდში მღეროდა. ხმა თავიდანვე მშვენიერი დაჰყვა, დახვეწილი პირველი ხმა... ლოტბარი უქებდა შესრულების მანერას და ხალხური სიმღერების საფუძვლიან ცოდნას.
ოჯახური პირობების გამო მალე მშობლები ზუგდიდიდან აფხაზეთის ზღვისპირა ქალაქში, გუდაუთაში, გადასახლდნენ და თავისი ერთადერთი შვილიც თან წაიყვანეს. აქ ოცდაორი წლის ჭაბუკი, კირილე პაჭკორია, 1908 წელს აყალიბებს პატარა გუნდს და კონცერტებს მართავს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აფხაზეთის ფილიალის სასარგებლოდ.
იმ წლებში სოხუმში მუშაობდა და გუნდებს უძღვებოდა ხალხური სიმღერის სახელმოხვეჭილი მოღვაწე ძუკუ ლოლუა. კირილე პაჭკორია კიწი გეგეჭკორთან და რემა შელეგიასთან ერთად ძუკუს გუნდში მღერის. ტრიოში მკაფიოდ გამოირჩევა კირილეს მშვენიერი პირველი ხმა. ძუკუს შეუყვარდა ნიჭიერი მოსწავლე და წაახალისა იგი. 1918 წელს კირილე პაჭკორია მის მიერ ოჩამჩირეში ჩამოყალიბებული გუნდით უკვე თვითონ მართავს საქველმოქმედო კონცერტებს.
ძუკუ ლოლუას გარდაცვალების შემდეგ კირილე პაჭკორიამ განაგრძო თავისი საამაყო მასწავლებლის გზა, დიდი და ნაყოფიერი მუშაობა გასწია და საგუნდო საქმე ახალ საფეხურზე აიყვანა.
ოქტომბრის რევოლუციის პირველ წლებში საბჭოთა კავშირის მრავალ ქალაქსა და სამრეწველო ცენტრში ქართულ ხალხურ სიმღერებზე ოდნავი წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. მაგრამ კირილე პაჭკორიას დაუშრეტელი ენერგიისა და თავგანწირული მონდომების შედეგად ეს ხარვეზიც შეივსო.
1927 წელს მოსკოვს პირველად ესტუმრა ქართული გაერთიანებული ანსამბლი, რომელშიც შედიოდა ძუკუ ლოლუას სახელობის დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო გუნდი კირილე პაჭკორიას ხელმძღვანელობით, მარო და ეკატერინე თარხნიშვილების გუნდი და გურული სიმღერებისუბადლო შემსრულებლები სამუელ, ილარიონ ჩავლეიშვილები და ვარლამ სიმონიშვილი. ამ გაერთიანებულ ანსამბლს კომპოზიტორი კოტე ფოცხვერაშვილი ხელმძღვანელობდა. ბრწყინვალედ შესრულდა საქართველოს ყველა კუთხის სიმღერები. გაზეთებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს ჩვენი თანამემამულის, რუსეთის დიდი მსახიობის, ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს, რომელიც განსაკუთრებული მონდომებით გაალამაზეს და შინაარსიანი გახადეს ქართველმა მომღერლებმა და ლოტბარებმა.
რუსეთში მოპოვებულმა პირველმა წარმატებამ ისე წაახალისა კირილე პაჭკორია, რომ იგი 1929 წლიდან ზედიზედ მართავს კონცერტებს საქართველოს სხვადასხვა დაბა-ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში. ძუკუ ლოლუას სახელობის გუნდი კირილე პაჭკორიამ გაამრავალფეროვანა, იგი ქართლ-კახური და გურული სიმღერების უბადლო მომღერლებით შეავსო; ესენი იყვნენ: მიხო ჯიღაური, ვანო მჭედლიშვილი, ალექსანდრე მახარაძე, თეოფილე ლომთათიძე, ერმალო სიხარულიძე, ვლადიმერ ბერძენიშვილი, ძმები ევგენი და მიხეილ კოროშინაძეები... 1934 წელს კონცერტები გამართა ბორჯომსა და წაღვერში, შემდეგ კი ბაქოს ესტუმრა.
1937-1940 წლებში კონცერტები იმართება მოსკოვში, ლენინგრადში, ხარკოვში, მინერალური წყლების საკურორტო ქალაქებში, სომხეთში, უკრაინაში, ყირიმში და სხვაგან. ქართველ მომღერალთა გამოსვლებს მრავალი ხალხი ესწრებოდა. ქართული სიმღერა ყველა ერისთვის გასაგები და მისაწვდომი გახდა. ქართულ ხალხურ სიმღერებს ბევრი თაყვანისმცემელი გაუჩნდა.
1937 წლის იანვარში ქართული ხელოვნების დეკადას მოსკოვსა და ლენინგრადში, დიდი წარმატება რომ ხვდა წილად, ამაში მნიშვნელოვანი ღვაწლი კირილე პაჭკორიასაც მიუძღვის. დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა და მის შემადგენლობაში შემავალმა მეჩონგურე ქალთა ჯგუფმა (ხელმძღვანელი: ავქსენტი მეგრელიძე), დეკადაზე ბრწყინვალე შედეგს მიაღწია. სწორედ ამას მოჰყვა "სულიკოს" და "ციცინათელას" ფართო გავრცელება როგორც საბჭოთა კავშირში, ისე მის ფარგლებს გარეთაც, ევროპასა და აზიაში. კირილე პაჭკორიას ხელმძღვანელობით არსებულმა ანსამბლმა კარგად გამოავლინა ქართული ხალხური სიმღერის შნო და ლაზათი. სწორედ ამიტომ დაჯილდოვეს კირილე პაჭკორია შრომის წითელი დროშის ორდენით. გაზეთები აღნიშნავდნენ, რომ კირილე პაჭკორიამ სავსებით გამოავლინა "ხალხური შემოქმედების სამკაული" და მას მაღალი ჯილდო ღირსეულად ერგო.
დეკადის წარმატებას ხელი შეუწყო ავქსენტი მეგრელიძის მონდომებამ და ელენე ჭუბაბრიას ხავერდოვანმა ხმამ; ისინი საპატიო ნიშნის ორდენით დაჯილდოვდნენ. მაშინ გამოვლინდა აგრეთვე ნოკო ხურციას უბადლო ოსტატობაც.
კირილე პაჭკორიას ხელმძღვანელობით სამამულო ომის დროს ჰოსპიტლებსა და სამხედრო ნაწილებში, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში მრავალი კონცერტი გაიმართა.
ომისშემდგომ წლებში კირილე პაჭკორია მისთვის ჩვეული ენერგიით განაგრძობდა მუშაობას. იგი მთელ თავის ძალას ახალგაზრდობის აღზრდას ანდომებს.
კირილე პაჭკორიამ თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის პერიოდში ბევრი კარგი მომღერალი და ლოტბარი გამოავლინა. მის მიერ აღზრდილი მრავალი ლოტბარი უძღვებოდა სხვადასხვა ორგანიზაციების თვითმოქმედ ერთეულებს. ახალ თაობასთან გაწეულმა შრომამ სათანადო შედეგი გამოიღო. მის გუნდში ჩამოყალიბდნენ ცნობილი ლოტბარები ვლადიმერ ბაბილუა, ნოკო ჩაჩიბაია, ნოკო ხურცია და სხვ.
კირილე პაჭკორიას ანსამბლის შესრულებით გაეცნო ქართულ ხალხურ სიმღერებს ფრანგი მწერალი, დიდი ჰუმანისტი და მუსიკოსი რომენ როლანი. ეს 1935 წელს მოსკოვის სიახლოვეს, გორკში მოხდა. როლანი მოიხიბლა ქართული სიმღერების მრავალფეროვნებით და მაქსიმ გორკის უთხრა: "მოჯადოებული ვარ ქართული ჰანგებით. თავი სიზმარში მგონია. მრავალი ქვეყანა მომივლია, სხვადასხვა ერის მრავალი სიმღერა მომისმენია, მაგრამ ასეთი რთული, პოლიფონიური და კარგი ხალხური სიმღერები არსად მომისმენიაო".
ყოველივე ამის მისაღწევად კირილე პაჭკორიას ბრძოლა უხდებოდა, ყოველივე ამას დაბრკოლებების გადალახვა სჭირდებოდა, რასაც იგი თავისი უშრეტი ენერგიის წყალობით ახერხებდა.
ხანგრძლივი, ნაყოფიერი და უანგარო მოღვაწეობისათვის კირილე პაჭკორიას ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება მიენიჭა. მისი სახელი და ღვაწლი სამუდამოდ დარჩება ქართული ხალხური ხელოვნების ისტორიაში
"ფონდი ქართული გალობა"
ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, სამეგრელო, ფოლკლორი, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️
სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.
Early Lifetime and Background…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
3 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…