ზოგჯერ ისეთ რამეს გადააწყდები კაცი, დაწერა მოგინდება. 

       98_ში სკოლაში რომ შევედი, ვერ გეტყვით მაინცდამაინც გარემონტებული ანდა გასარემონტებელი დამხვდათქო, მაგრამ ცოტა ხელის შევლებას მაშინ საჭიროებდა.

       2010_ში რომ გამოვედი, გაცილებით გაზრდილ-გამშვენებული, მაგრამ ხელის შევლებას კვლავ რომ საჭიროებდა ისეთი სკოლა დავტოვე. ამის გარდა, სხვა სასწავლო დაწესებულებებთან შეხება არ მქონია თუ არ ჩავთვლით ისევ 2010_ში, გეპეის (GTU_ს) მეექვსე კორპუსს, რომელსაც ხელის შევლებაც არ კმაროდა, კაარგი სარემონტო იყო და პირველად მაშინ "გადამინდა" სტუდენტობა.

       მერე იყო რეგისტრაცია ილიაუნიში. 

       მე და ჩემი კლასელი, ერთად წავედით რეგისტრაციებზე. ის გეპეიში მოეწყო, ჯერ ის დავარეგისტრირეთ იმ დანჯღრეულ მეექვსე კორპუსში და მერე ჩემს გასასტუდენტებლადაც გავემართეთ ილიაუნიში. 

       შევედით, ავედით, მომივხედეთ, ხალხი სადაც ტრიალებდა ჩვენც იქ დავდექით. შეძლებისდაგვარად თეთრი კედლები, ნათურებიც ინთება და კარებიც არ ჭრიალებს. შევდივარ, ვწერ ინგლისურში ტესტს (რეგისტრაციის დღესვე) და ერთი-ორად ამაყი ვბრუნდებით მშობლიურ მცხეთაში. 

- ეეჰ, შენი უნი ჯობს! 

- კი ჯუგლიკ! :P 

       აქვე უნდა ვთქვა რომ ყველა სხვა უნივერსიტეტისგან განსხვავებით, ილიაუნიში მხოლოდ ციფრ-რიცხვებით როდი ითვლიან, კორპუსებს და აუდიტორიებს აქ A, B, C, D, E, F, G, H, I ჰქვია და თუ გავმრავლდით "ჲ" (იოტა) კორპუსიც გვექნება... 

       ზესიამაყე ასეც გაგრძელდებოდა რომ არ არსებულიყო აკადემიური წერის ლექცია. 

       ჰო, აკადემიური წერა სავალდებულო იყო და ისიც სავალდებულო იყო რომ C კორპუსში დასწრებოდი ლექციას (სხვაგან არ ტარდებოდა). A კორპუსი კარგი, მოვლილი შესანიშნავი, B_საც არაუშავს - მაინც გადასასვლელი კორპუსია და იყოს ასეთი როგორიც არის. აი C კორპუსში რომ გადიხარ და პირველივე ამოცვენილ პარკეტზე, დილის 11_საათზე ფეხს რომ წამოკრავ, და ვიღაც არცისელამაზ გოგოს ჩახუტები, რომელიც თურმე ლექტორია, და კიდევ კარგი რომ შენი არა, მაშინ უკვე ხვდები რომ დიდი განსხვავება არ არის გეპეის მეექვსე კორპუსსა და შენს C კორპუსს შორის. არც აქაა შუქი და კარებები ისეა მიჯირყვნული (თანამედროვე ტერმინი რომ გამოვიყენოთ), ვერ გაიგებ შიგნით იღება თუ გარეთ. 

       აი, ასე დაიწყო ჩემი სტუდენტობა. მთელს ილიაუნიში ილია ჭავჭავაძის ფოტოს ვერ იპოვიდით, მაგრამ ამავე დალოცვილი C კორპუსის ბოლოს პუშკინის დიიიიდი ბარელიები შეგეგებებოდათ. 

       ეს პოსტი კი ამისთვის როდი დავწერე ილიაუნის ცუდ-კარგი გამომევლინა, საქმე ისაა რომ წავაწყდი სამომავლო გეგმებს...

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 წლის სექტემბრიდან სხვა უნივერსიტეტი იქნება;
  • ფაკულტეტები დაიყოფა ცალკე სკოლებათ, ბიზნეს სკოლა, სამართლის სკოლა და ა.შ , ფაკულტეებს მიენიჭა თავიანთი ფერები, რომლებიც იფიგურირებს შესაბამისად ხოლმე.... ასევე ფაკულტეტებს აქვთ თავიანთი ლოგოებიც;
  • საიჯინრო ფაკულტეტი გადმოვა ნუცუბიძედან, ეგ უკვე სავარაუდოთ მარტიდან H კორპუსში, სადაც მოეწყობა ლაბორატორიები;
  • სრულიად გარემონტდება A, B , C, D კორპუსები;
  • ყველა კორპუსი აღიჭურვება ახალი ინვენტარით (ტელევიზორები, მერხები, სკამები და ა.შ) ...
  • უნივერსიტეტებს შორის გვექნება ყველაზე კარგი , სწრაფი Wi-Fi , ყველა კორპუსში;
  • უნიფუდი გადმოდის A101-შიც და გარეთ ლიგამუსის მსგავსი მეორე აივანი გვემატება;
  • ასევე შენობებს ემატება ლიფტები;
  • რეორგანიზაციაა უნიფუდში, მოგეხსენებათ , რეორგანიზაცია შეეხება ყველაფერს მათ შორის მენიუს და ფასებს;
  • მიმდინარეობს მუშაობა უნივერსიტეტის ახალ ვებ გვერდზე, რომელიც მეტად მორგებული იქნება ინფორმაციის მულტიმედიური გზებით მიღებაზე და ექნება რამდენიმე ახალი ფუნქცია;
  • არგუსს დაემატება კიდევ ბევრი ახალი ფუნქცია, მათ შორის ანდროიდ აპლიკაცია, უფრო დაიხვეწება და გაუმჯობესდება;
  • ასევე გამკაცრდება ლექტორების გაცდენისა და ქულების ადრე დადების რეგულირებაც;
  • და ეს ყველაფერი არ არის, წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი გელოდებათ )))
  • კეთდება ყველაფერი ერთად... ასეთი რეორგანიზაცია და რემონტი ჯერ არ ჩატარებულა 70 იანი წლების მერე, და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს 30 სექტემბერს.

       ...და გული დამეწვა! 

       მაგრამ არც მთლად ასეა საქმე. რა ჯობდა ხის სურნელს C კორპუსში, ანდა შემწვარი კარტოფილით/ქათმით მადის აღძვრას უნივერსიტეტის შესასვლელში, არც მაინცდამაინც სინესტე გვაწუხებდა D კორპუსის ბინადრებს კომპიუტერის შესწავლისას სარდაფში რომ ჩავდიოდით, სახალისოდ მოგვაგონდება ნერვების მოშლები არგუსის გაუმართაობისას და გაურკვეველი კრედიტების დათვლის რიგები, მოკლედ, რემონტის გარეშეც ტკბილმოსაგონარი იყო და ახლა ხომ საერთოდ დატკბება და დაშაქრდება იქაურობა. 

P.S. ფოტოზე რომ ლიგამუსია, ეგეც ჩემი სტუდენტების ჟამს დალიგამუსდა, თვარა, მახსოვს ზემოხსენებული ინგლისურის გამოცდა მაგ ოთახში ვწერე.

       ერთი სემესტრი კიდევ დამრჩა და დანარჩენი მოგონებები მერესთვის გადავდოთ.

ტეგები: Iliauni, Memories, Qwelly, University, ილიაუნი, მოგონებები, რემონტო, უნივერსიტეტი

ნახვა: 2157

გამოხმაურებები!

დღემდე არ ვარ D ორპუსში ნამყოფი, აზრზე არ ვარ ეგ რა ''ხილია'' და ცოტა არ იყოს დავითრგუნეე, ნუთუ ასეთი საშინელი კორპუსიაა? :O მმმ სექტემბრიდანნ ვგულაობთ :D :D 

Keti_მ თქვა:

ვუყურებ ვუყურებ და თვალებს ვერ ვუჯერებ :O :D :D 

შემოდგომისფერი სექტემბრიდან გვეშველება ლიფტი გვექნება :D :D :D

Keti ახალგაზრდებს რაში გჭრდებათ ლიფტი? :'(

Keti_მ თქვა:

ვუყურებ ვუყურებ და თვალებს ვერ ვუჯერებ :O :D :D 

შემოდგომისფერი სექტემბრიდან გვეშველება ლიფტი გვექნება :D :D :D

ჩვენ  ახალგაზრდა მოხუცები ვართ :D

ლაშა_მ თქვა:

Keti ახალგაზრდებს რაში გჭრდებათ ლიფტი? :'(

Keti_მ თქვა:

ვუყურებ ვუყურებ და თვალებს ვერ ვუჯერებ :O :D :D 

შემოდგომისფერი სექტემბრიდან გვეშველება ლიფტი გვექნება :D :D :D


მარტო მე ვერ გადავწყვეტ, მაგრამ ძველი ნაცნობობის ამბავში არამგონია გვანცა წინააღმდეგი იყოს :D
Keti_მ თქვა:

ვუყურებ ვუყურებ და თვალებს ვერ ვუჯერებ :O :D :D 

შემოდგომისფერი სექტემბრიდან გვეშველება ლიფტი გვექნება :D :D :D

თა _ მო რას წყვეტ? :D ბინის გაქირავების ამბავს? :D 

თა _ მო_მ თქვა:


მარტო მე ვერ გადავწყვეტ, მაგრამ ძველი ნაცნობობის ამბავში არამგონია გვანცა წინააღმდეგი იყოს :D

ფასეულობები არასოდეს იცვლება! არგუსი მოწოდების სიმაღლეზეა


:D :D მე 2 წამში ავირჩიე ყველაფერი :3 ახლა ომია არგუსზე ://
ლაშა_მ თქვა:

ფასეულობები არასოდეს იცვლება! არგუსი მოწოდების სიმაღლეზეა

შემოდგომისფერი ყველაზე უსისხლო ომი კაცობრობის ისტორიაში :D 

შემოდგომისფერი_მ თქვა:


:D :D მე 2 წამში ავირჩიე ყველაფერი :3 ახლა ომია არგუსზე ://
ლაშა_მ თქვა:

ფასეულობები არასოდეს იცვლება! არგუსი მოწოდების სიმაღლეზეა

არგუსის ახალი (გაჭედილი) დიზაინი!


:O:O ესსს რაა არიისს ;დდ ახლა ვხვდები რა ბედნიერიი ვარრრ ;დდ ://

ლაშა_მ თქვა:

არგუსის ახალი (გაჭედილი) დიზაინი!


RSS

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters