ზოგჯერ ისეთ რამეს გადააწყდები კაცი, დაწერა მოგინდება.
98_ში სკოლაში რომ შევედი, ვერ გეტყვით მაინცდამაინც გარემონტებული ანდა გასარემონტებელი დამხვდათქო, მაგრამ ცოტა ხელის შევლებას მაშინ საჭიროებდა.
2010_ში რომ გამოვედი, გაცილებით გაზრდილ-გამშვენებული, მაგრამ ხელის შევლებას კვლავ რომ საჭიროებდა ისეთი სკოლა დავტოვე. ამის გარდა, სხვა სასწავლო დაწესებულებებთან შეხება არ მქონია თუ არ ჩავთვლით ისევ 2010_ში, გეპეის (GTU_ს) მეექვსე კორპუსს, რომელსაც ხელის შევლებაც არ კმაროდა, კაარგი სარემონტო იყო და პირველად მაშინ "გადამინდა" სტუდენტობა.
მერე იყო რეგისტრაცია ილიაუნიში.
მე და ჩემი კლასელი, ერთად წავედით რეგისტრაციებზე. ის გეპეიში მოეწყო, ჯერ ის დავარეგისტრირეთ იმ დანჯღრეულ მეექვსე კორპუსში და მერე ჩემს გასასტუდენტებლადაც გავემართეთ ილიაუნიში.
შევედით, ავედით, მომივხედეთ, ხალხი სადაც ტრიალებდა ჩვენც იქ დავდექით. შეძლებისდაგვარად თეთრი კედლები, ნათურებიც ინთება და კარებიც არ ჭრიალებს. შევდივარ, ვწერ ინგლისურში ტესტს (რეგისტრაციის დღესვე) და ერთი-ორად ამაყი ვბრუნდებით მშობლიურ მცხეთაში.
- ეეჰ, შენი უნი ჯობს!
- კი ჯუგლიკ! :P
აქვე უნდა ვთქვა რომ ყველა სხვა უნივერსიტეტისგან განსხვავებით, ილიაუნიში მხოლოდ ციფრ-რიცხვებით როდი ითვლიან, კორპუსებს და აუდიტორიებს აქ A, B, C, D, E, F, G, H, I ჰქვია და თუ გავმრავლდით "ჲ" (იოტა) კორპუსიც გვექნება...
ზესიამაყე ასეც გაგრძელდებოდა რომ არ არსებულიყო აკადემიური წერის ლექცია.
ჰო, აკადემიური წერა სავალდებულო იყო და ისიც სავალდებულო იყო რომ C კორპუსში დასწრებოდი ლექციას (სხვაგან არ ტარდებოდა). A კორპუსი კარგი, მოვლილი შესანიშნავი, B_საც არაუშავს - მაინც გადასასვლელი კორპუსია და იყოს ასეთი როგორიც არის. აი C კორპუსში რომ გადიხარ და პირველივე ამოცვენილ პარკეტზე, დილის 11_საათზე ფეხს რომ წამოკრავ, და ვიღაც არცისელამაზ გოგოს ჩახუტები, რომელიც თურმე ლექტორია, და კიდევ კარგი რომ შენი არა, მაშინ უკვე ხვდები რომ დიდი განსხვავება არ არის გეპეის მეექვსე კორპუსსა და შენს C კორპუსს შორის. არც აქაა შუქი და კარებები ისეა მიჯირყვნული (თანამედროვე ტერმინი რომ გამოვიყენოთ), ვერ გაიგებ შიგნით იღება თუ გარეთ.
აი, ასე დაიწყო ჩემი სტუდენტობა. მთელს ილიაუნიში ილია ჭავჭავაძის ფოტოს ვერ იპოვიდით, მაგრამ ამავე დალოცვილი C კორპუსის ბოლოს პუშკინის დიიიიდი ბარელიები შეგეგებებოდათ.
ეს პოსტი კი ამისთვის როდი დავწერე ილიაუნის ცუდ-კარგი გამომევლინა, საქმე ისაა რომ წავაწყდი სამომავლო გეგმებს...
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 წლის სექტემბრიდან სხვა უნივერსიტეტი იქნება;
ფაკულტეტები დაიყოფა ცალკე სკოლებათ, ბიზნეს სკოლა, სამართლის სკოლა და ა.შ , ფაკულტეებს მიენიჭა თავიანთი ფერები, რომლებიც იფიგურირებს შესაბამისად ხოლმე.... ასევე ფაკულტეტებს აქვთ თავიანთი ლოგოებიც;
საიჯინრო ფაკულტეტი გადმოვა ნუცუბიძედან, ეგ უკვე სავარაუდოთ მარტიდან H კორპუსში, სადაც მოეწყობა ლაბორატორიები;
სრულიად გარემონტდება A, B , C, D კორპუსები;
ყველა კორპუსი აღიჭურვება ახალი ინვენტარით (ტელევიზორები, მერხები, სკამები და ა.შ) ...
უნივერსიტეტებს შორის გვექნება ყველაზე კარგი , სწრაფი Wi-Fi , ყველა კორპუსში;
უნიფუდი გადმოდის A101-შიც და გარეთ ლიგამუსის მსგავსი მეორე აივანი გვემატება;
ასევე შენობებს ემატება ლიფტები;
რეორგანიზაციაა უნიფუდში, მოგეხსენებათ , რეორგანიზაცია შეეხება ყველაფერს მათ შორის მენიუს და ფასებს;
მიმდინარეობს მუშაობა უნივერსიტეტის ახალ ვებ გვერდზე, რომელიც მეტად მორგებული იქნება ინფორმაციის მულტიმედიური გზებით მიღებაზე და ექნება რამდენიმე ახალი ფუნქცია;
არგუსს დაემატება კიდევ ბევრი ახალი ფუნქცია, მათ შორის ანდროიდ აპლიკაცია, უფრო დაიხვეწება და გაუმჯობესდება;
ასევე გამკაცრდება ლექტორების გაცდენისა და ქულების ადრე დადების რეგულირებაც;
და ეს ყველაფერი არ არის, წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი გელოდებათ )))
კეთდება ყველაფერი ერთად... ასეთი რეორგანიზაცია და რემონტი ჯერ არ ჩატარებულა 70 იანი წლების მერე, და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს 30 სექტემბერს.
...და გული დამეწვა!
მაგრამ არც მთლად ასეა საქმე. რა ჯობდა ხის სურნელს C კორპუსში, ანდა შემწვარი კარტოფილით/ქათმით მადის აღძვრას უნივერსიტეტის შესასვლელში, არც მაინცდამაინც სინესტე გვაწუხებდა D კორპუსის ბინადრებს კომპიუტერის შესწავლისას სარდაფში რომ ჩავდიოდით, სახალისოდ მოგვაგონდება ნერვების მოშლები არგუსის გაუმართაობისას და გაურკვეველი კრედიტების დათვლის რიგები, მოკლედ, რემონტის გარეშეც ტკბილმოსაგონარი იყო და ახლა ხომ საერთოდ დატკბება და დაშაქრდება იქაურობა.
P.S. ფოტოზე რომ ლიგამუსია, ეგეც ჩემი სტუდენტების ჟამს დალიგამუსდა, თვარა, მახსოვს ზემოხსენებული ინგლისურის გამოცდა მაგ ოთახში ვწერე.
ერთი სემესტრი კიდევ დამრჩა და დანარჩენი მოგონებები მერესთვის გადავდოთ.
ტეგები: Iliauni, Memories, Qwelly, University, ილიაუნი, მოგონებები, რემონტო, უნივერსიტეტი
დღემდე არ ვარ D ორპუსში ნამყოფი, აზრზე არ ვარ ეგ რა ''ხილია'' და ცოტა არ იყოს დავითრგუნეე, ნუთუ ასეთი საშინელი კორპუსიაა? :O მმმ სექტემბრიდანნ ვგულაობთ :D :D
Keti_მ თქვა:
ვუყურებ ვუყურებ და თვალებს ვერ ვუჯერებ :O :D :D
შემოდგომისფერი სექტემბრიდან გვეშველება ლიფტი გვექნება :D :D :D
Keti ახალგაზრდებს რაში გჭრდებათ ლიფტი? :'(
Keti_მ თქვა:
ვუყურებ ვუყურებ და თვალებს ვერ ვუჯერებ :O :D :D
შემოდგომისფერი სექტემბრიდან გვეშველება ლიფტი გვექნება :D :D :D
ჩვენ ახალგაზრდა მოხუცები ვართ :D
ლაშა_მ თქვა:
Keti ახალგაზრდებს რაში გჭრდებათ ლიფტი? :'(
Keti_მ თქვა:ვუყურებ ვუყურებ და თვალებს ვერ ვუჯერებ :O :D :D
შემოდგომისფერი სექტემბრიდან გვეშველება ლიფტი გვექნება :D :D :D
მარტო მე ვერ გადავწყვეტ, მაგრამ ძველი ნაცნობობის ამბავში არამგონია გვანცა წინააღმდეგი იყოს :D
Keti_მ თქვა:
ვუყურებ ვუყურებ და თვალებს ვერ ვუჯერებ :O :D :D
შემოდგომისფერი სექტემბრიდან გვეშველება ლიფტი გვექნება :D :D :D
თა _ მო რას წყვეტ? :D ბინის გაქირავების ამბავს? :D
თა _ მო_მ თქვა:
მარტო მე ვერ გადავწყვეტ, მაგრამ ძველი ნაცნობობის ამბავში არამგონია გვანცა წინააღმდეგი იყოს :D
:D :D მე 2 წამში ავირჩიე ყველაფერი :3 ახლა ომია არგუსზე ://
ლაშა_მ თქვა:
ფასეულობები არასოდეს იცვლება! არგუსი მოწოდების სიმაღლეზეა
შემოდგომისფერი ყველაზე უსისხლო ომი კაცობრობის ისტორიაში :D
შემოდგომისფერი_მ თქვა:
:D :D მე 2 წამში ავირჩიე ყველაფერი :3 ახლა ომია არგუსზე ://
ლაშა_მ თქვა:ფასეულობები არასოდეს იცვლება! არგუსი მოწოდების სიმაღლეზეა
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•