27 მარტს (ძვ. სტ. 14 მარტი) ქრისტეს ეკლესია იხსენებს ღირს ბენედიქტეს!

ღირსი ბენედიქტე, წმინდათა ცხოვრება, თვენი, მარტი, ქველი, qwelly, march

    ღირსი ბენედიქტე არის დასავლური ორდენის ბენედიქტიანელთას სულის ჩამდგმელი, წმინდა ბენედიქტე დაიბადა იტალიაში ქ. ნურსში,14 წლის ყმაწვილი მშობლებმა რომში გაგზავნეს სასწავლებლად, მაგრამ, ირგვლივ არსებული უზნეობით შეწუხებულმა, გადაწყვიტა, ცხოვრების სხვა გზა აერჩია. თავიდან წმიდა ბენედიქტე მივიდა წმიდა პეტრე მოციქულის სახელობის ტაძარში, სოფელ ეფედიში, შემდეგ კი მთებში გაიხიზნა. აქ ის შეხვდა განდეგილ რომანოზს, რომელმაც ბერად აღკვეცა და აჩვენა გამოქვაბული, სადაც უნდა ეცხოვრა. დროდადრო განდეგილს საზრდელი მოჰქონდა ბერისთვის. წმიდა ბენედიქტემ სამი წელი ცდუნებებთან სასტიკ ბრძოლაში გაატარა და სძლია მათ. მალე მის ირგვლივ შეიკრიბა ხალხი, რომლებსაც უნდოდათ მისი ხელმძღვანელობით ეცხოვრათ უდაბნოში. მოწაფეთა რიცხვი ისე გაიზარდა, რომ წმიდა ბენედიქტემ ისინი თორმეტ საძმოდ დაჰყო და იღუმენებიც დაუნიშნა. თითეულ საძმოში თორმეტი ბერი იყო.
     ღირსი ბენედიქტეს მიერ დადგენილი ასკეტური ცხოვრების სიტილის გამო იგი ხშირად ხდებოდა გაკიცხვის მიზეზი, მას სდევნიდნენ კიდეც და უსამართლოდ აწამებდნენ. ბოლოს ის დასახლდა კამპანიაში და კასონის მთაზე დაარსა მონტე-კასონის მონასტერი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე დასავლეთის ეკლესიის საღვთისმეტყველო განათლების ცენტრი იყო. ამ სავანეში წმიდა ბენედიქტემ, აღმოსავლეთის მეუდაბნოეთა ცხოვრებებისა და იოანე-კასიანე რომაელის კანონების მიხედვით, შეადგინა სამონასტრო ტიპიკონი, რომელიც შემდეგ მრავალმა დასავლურმა მონასტერმა მიიღო. კანონი მოითხოვდა მონაზვნებისაგან საკუთარი თავის აბსოლუტურ უარყოფას, უსიტყვო მორჩილებას და მუდმივ შრომას. უფროს ბერებს დამატებით ევალებოდათ ყრმათა აღზრდა და ძველ ხელნაწერთა გადაწერა, რამაც ქრისტიანობის პირველი საუკუნეების მრავალი ძვირფასი ძეგლი შემოგვინახა. თითოეული ახალმოსული მთელი წელი მორჩილებაში იყო, რათა ტიპიკონი ესწავლა და მონასტრულ ცხოვრებას შეჩვეოდა. ყოველი საქმე კურთხევით უნდა შეესრულებინა. მონასტრის თავი იყო იღუმენი რომელიც შეუზღუდავი უფლებებით სარგებლობდა. ის განსჯიდა, ასწავლიდა არიგებდა. იღუმენი ითვალისწინებდა უფროსი გამოცდილი ძმების რჩევებს, მაგრამ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ღებულობდა. ტიპიკონის დაცვა აუცილებელი იყო ყველასათვის. უფალს სათნო ეყო წმიდა ბენედიქტეს ღვაწლი და წინასწარხედვისა და სასწაულთქმედების ნიჭით დააჯილდოვა. მან თავისი სიკვდილიც წინასწარ განჭვრიტა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 27 მარტი, Qwellyland, თვენი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 411

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters