ქაშუეთის წინ, ლოთმა სანდროამ
არაყის ფული მთელ დღეს აგროვა,
მერე დაუსხეს დიდ ჭიქაში და...
ადამიანი მაინც მარტოა!
მიდგა კუთხეში სიტყვის უთქმელად
და სავსე ჭიქას ცოტა ადროვა,
მერე გადაჰკრა სულმოუთქმელად,
ადამიანი მაინც მარტოა!
ნუ მეკითხებით ასე რატოა,
ვინ-ვინ ჩაწიხლა, ვინ-ვინ დატოვა,
როგორც კი ცოტას წაიფორთხილებს
ადამიანი უკვე მარტოა!
არ უნდა ამას დიდი მიტინგი,
ჭკუათმყოფელმა ვინც კი სანდოა,
იცის ყალბია ბევრის ტიკტიკი
ადამიანი მაინც მარტოა!
მავანნი ისევ ფეხს აბაკუნებს,
მავანნი ისევ მხოლოდ ღადოა,
დრო მაინც ყველას კუთვნილს არგუნებს
ადამიანი მაინც მარტოა!
ზოგს ნინო უყვარს, ზოგს ქეთევანი,
ზოგისთვის გონჯიც - ბრიჯიდ ბარდოა,
ვის დაფნა ერგო, ვის სატევარი,
ადამიანი მაინც მარტოა!
ზოგს აიაზმა ასვეს, აპკურეს,
ზოგს დავიწყების თოვლმა ათოვა,
სიბერე კარს რომ მოგიკაკუნებს,
ადამიანი უკვე მარტოა!
ქვეყნად რამდენმა ხატა, აშენა,
სიტყვა და ფერი მოაჯადოვა,
ისევ ოცნების გადასარჩენად
ადამიანი მაინც მარტოა!
თუ ვინმე დიდი კაცი გამოჩნდა,
თუ ვინმე ერის სადიადოა,
გახსოვთ პოეტი როგორ გადმოხტა?
ადამიანი მაინც მარტოა!
წუთისოფელი თავის გზით მიდის,
თვალსაწიერიც უფრო ფართოა,
ყველამ ჩახედოს საკუთარ სინდისს,
ადამიანი მაინც მარტოა!
ჭიქა ღვინოზე თავის შექცევით,
ფიქრებს რომელიც სახიფათოა
ვაიმ რომ მაინც ვერ გაექცევი
ადამიანი მაინც მარტოა!
მე ჩემის თავის არც რა დარდი მაქვს,
მაგრამ რა ახსოვს მრავალ დარდიმანდს.
დრო იყო, ძმა ძმას საფლავს უთხრიდა
დრო იყო, კლიტე ეპყრა შადიმანს.
ვის რაში უნდა ჩემი ტრაბახი.
ან აყვირებით, ან გაყუჩებით,
გაჩხერილი ვარ ქვებში კალმახი,
და ახეული მაქვს ლაყუჩები.
განწმინდეს, ნათლეს, რა არ იღონეს,
ეშმაკმა მაინც არ მიატოვა,
ვწერ უკვე ბევრჯერ ნათქვამ სტრიქონებს,
ადამიანი მაინც მარტოა!
რაც უნდა აშრო ბედის ხორბალი,
ბოლო არჩივი მაინც ქატოა,
ფიცარი ფუყე და გამომპალი
ადამიანი მაინც მარტოა!
მე ჩემსას ვიტყვი გინდა მომკალი,
სამყარო - აი, რაც უზადოა,
ცაზე ოცნების ვარსკვლავთ მომკელი
ადამიანი მაინც მარტოა!
ქაშუეთის წინ ლოთმა სანდროამ,
არაყის ფული დიდხანს აგროვა
მერე..., რა მერე, მერეს ლოდინში
ადამიანი მაინც მარტოა!
ცა მოქუფრული და საავდროა
დგას მობუზული მთვრალი სანდროა,
და ეკითხება გამვლელ-გამოვლელს,
ახლა, რა დროა? ახლა, რა დროა!?
არც მიფიქრია თქმა რამე ახლის,
მე რა თავს ვახლი ასე რატოა,
მიდის ქუჩაში კაცი და ძაღლი,
ადამიანი მაინც მარტოა!
რევაზ ამაშუკელი
ტეგები: Qwelly, ადამიანი, ამაშუკელი, პოეზია
ჰო...
va es rogor gaakete ? xmacaa ..
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონებაივლისი 15, 2026 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – Kimball
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•