ანტიკური საბერძნეთიდან....

                                        თანამედროვე საქართველოში....

ტრადიციული... ბერძნული... წვნიანი QwellyNaRi_სგან

შემადგენლობა:

  1. ქათამი - 1.500 კგ
  2. ხახვი - 1 საშუალო ზომის
  3. სტაფილო - 1 საშუალო ზომის
  4. ნიახური - ერთნახევერი ჭიქა
  5. წყალი - 8 ჭიქა
  6. მარილი - 2 ჩ.კ
  7. გრძელი ბრინჯი - 1 ჭიქა
  8. კვერცხი - 4 ცალი
  9. სიმინდის ფქვილი - 1ჩ.კ
  10. ცივი წყალი - 2ს.კ
  11. ლიმონის წვენი - 1/4 ჭიქა

მომზადება:

  • ქათამი გაასუფთავეთ, ბოსტნეული დაჭერით და მოათავსეთ დიდი ზომის ქვაბში, დაასხით 8 ჭიქა წყალი და დადგით მაღალ ცეცხლზე.
  • მიიყვანეთ დუღილამდე, შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ 1½ საათით, ბულიონის ხშირ-ხშირად მოხდით.
  • რომ მოიხარშება, ამოიღეთ ქათამი ქვაბიდან, ის უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა კერძის მოსამზადებლად, ან მიირთვათ წვნიანთან ერთად.
  • ქვაბიდან გადაწურეთ ბულიონი საცერში, ბოსტნეულის მოსაშორებლად. უნდა მიიღოთ 6 ჭიქა ბულიონი – ცოტა მეტი დასაშვებია, მაგრამ თუ უფრო ნაკლები დაგრჩათ, მაშინ წყალი დაუმატეთ 6 ჭიქა სითხის მისაღებად.
  • ჩაასხით ბულიონი უკან, ქვაბში, ჩაუმატეთ მარილი და მიიყვანეთ დუღილამდე.
  • შემდეგ კვლავ დაუწიეთ ცეცხლს, ჩაამატეთ ბრინჯი და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 20 წუთით, თან ხშირად ურიეთ.
  • შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.

  • ბლენდერში მოათავსეთ ჭადის ფქვილი და ჩატეხეთ კვერცხები.

  • 2-3 წუთით ურიეთ მაღალი სიჩქარით, სანამ ძალიან არ აქაფდება.

  •  შემდეგ ჩაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ცივი წყალი, ლიმონის წვენი და კვლავ აამუშავეთ ბლენდერი 20-30 წამით.

  • მიღებული მასა მოათავსეთ თასში და ნელ-ნელა შეურიეთ 3-4 ჭიქა პირველ ეტაპზე მომზადებული ცხელი წვნიანი.

  • მიღებული ოთახის ტემპერატურის ნარევი უკან ჩაასხით წვნიანის დარჩენილ მასაში, თან ურიეთ, რომ არ აიჭრას.

  • უნდა მიიღოთ ცოტაოდენი ქაფით დაფარული წვნიანი.

  •  გემოვნებისამებრ დაუმატეთ მეტი მარილი და ლიმონის წვენი

ტეგები: Qwellynaria, ბერძნული, ბრინჯიანი, ქათამი, წვნიანი, ხორციელი

ნახვა: 530

გამოხმაურებები!

ყოველთვის მომწონდა სიძველებიი და მხიბლავდა მათი თვალიერება. მგონი ესაც არ იქნება ურიგო, სამზარეულოში :D

მთელი ფილოსოფიიის ტიტანები სუ ამაზე იჯდნენ

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm 0 კომენტარი

ქალთა უფლებები

ქეთევან პოპიაშვილი

პრეზენტაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…

გაგრძელება

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

 ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters