ოთახში გამოკეტვის სეზონი მოვიდა. ამბობენ, უღატაკეს ონორე დე ბალზაკს მხოლოდ შაქრიანი ყავის სმა ასუქებდა, თორემ იმდენად უჭირდა, საჭმელი მხოლოდ ფანტაზიაში შეეძლო წარმოედგინაო და ასეც იქცეოდა თურმე - დაიდგამდა ყავას, ჩამოწერდა კერძებს თავისი მომზადების წესებითა და არომატის შესაძლო ვერსიებით, მოსვამდა ყავას და წერდა შედევრებს (წაიკითხეთ!).
რომი ძლიერი სპირტიანი სასმელია და შაქრის ლერწმისგან მზადდება. Qwellynaria დღევანდელ რეცეპტში, სწორედ ბალზაკის ჩაწერილ შოკოლადის ტარტის რეცეპტს გთავაზობთ რომის უგემრიელესი არომატით!
ფქვილი, კაკაო, შაქარი და კარაქი სამზარეულოს კომბაინში მოათავსეთ და დაანამცეცეთ;
დაუმატეთ კვერცხის გული და 2 ჩაის კოვზი წყალი. აურიეთ და თუ საჭიროა, წყალი დაუმატეთ, რომ ცომი შეიკრას და ერთგვაროვანი გახდეს.
გადმოიღეთ ბლენდერიდან და სწრაფად მოზილეთ ხელით, რომ დარბილდეს.
მოათავსეთ პატარა ჯამში, დააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და 30 წუთით შედგით მაცივარში.
შემდეგ სუფთა, ცოტა ფქვილმოყრილ დაფაზე დადეთ და 5 მმ სისქეზე გააბრტყელეთ.
წაუსვით ცხიმი 25 სმ დიამეტრიან ტარტის ყალიბს, რათა ადვილად გადმოიღოთ ნამცხვარი გამოცხობის შემდეგ; ცომი საცხობ ყალიბში მოათავსეთ და გვერდებიდან ზედმეტი ცომი ჩამოაჭერით. ისევ შედგით მაცივარში გასაციებლად 30 წუთით;
გამოიღეთ, თავზე დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და მშრალი, მარცვლეული (ბრდა, ცერცვი, ოსპი, ბრინჯი და სხვა) მოაყარეთ სიმძიმისთვის.
წინასწარ გააცხელეთ ელექტროღუმელი 180° ცელსიუსზე (აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე 4);
შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ 12 წუთის განმავლობაში. მოაცალეთ სიმძიმე და ქაღალდი. აცხვეთ კიდევ 5 წუთი;
იხილეთ ფოტოილუსტრაცია.
შოკოლადი და კარაქი ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ. ურიეთ, სანამ ერთგვაროვანი არ გახდება. დაუმატეთ რომი და გადადგით გასაციებლად;
მიქსერით კარგად ათქვიფეთ კვერცხი, კვერცხის გულები და შაქარი;
თანდათან დაუმატეთ შოკოლადის ნაზავი. კარგად აურიეთ.
ჩაასხით საცხობ ყალიბში და აცხვეთ 10 წუთი, სანამ გვერდები არ ამოიწევს, გადადგით გასაციებლად;
პატარა ჯამში შეურიეთ კაკაო და შაქრის პუდრი. მოაყარეთ ტარტს ზემოდან.
სუფრაზე მიიტანეთ თბილი ან შეგრილებული.
გემრიელად მიირთვით!
ტეგები: Qwellynaria, ალკოჰოლური, ნამცხვარი, რეცეპტი, ტარტი, შოკოლადი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:54am
0 კომენტარი
0 მოწონება
LOS ANGELES — Just last night on April 13, the Los Angeles Dodgers shut out the New York Mets 4-0 at Dodger Stadium, handing the Mets their sixth straight loss.
Rookie left-hander…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:50am
0 კომენტარი
0 მოწონება
NEW YORK — On April 13, 2026, the New York Yankees rallied from a late deficit to defeat the Los Angeles Angels 11-10 in thrilling fashion at Yankee Stadium, snapping a five-game losing streak.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•