ოთახში გამოკეტვის სეზონი მოვიდა. ამბობენ, უღატაკეს ონორე დე ბალზაკს მხოლოდ შაქრიანი ყავის სმა ასუქებდა, თორემ იმდენად უჭირდა, საჭმელი მხოლოდ ფანტაზიაში შეეძლო წარმოედგინაო და ასეც იქცეოდა თურმე - დაიდგამდა ყავას, ჩამოწერდა კერძებს თავისი მომზადების წესებითა და არომატის შესაძლო ვერსიებით, მოსვამდა ყავას და წერდა შედევრებს (წაიკითხეთ!).

      რომი ძლიერი სპირტიანი სასმელია და შაქრის ლერწმისგან მზადდება. Qwellynaria დღევანდელ რეცეპტში, სწორედ ბალზაკის ჩაწერილ შოკოლადის ტარტის რეცეპტს გთავაზობთ რომის უგემრიელესი არომატით!

შოკოლადისა და რომის ტარტი, რომი, ტარტის რეცეპტი, ტარტი, ქველინარია, კულიანრია, Qwellynaria, culinary, tarti, shokoladis tarti, shokoladis tartis recepti, shokoladis tartis recepti

შემადგენლობა:

ტარტის ცომი

  • ფქვილი - 150 გრ;
  • კაკაო - 30 გრ;
  • შაქრის პუდრი - 75 გრ;
  • კარაქი, ცივი, კუბიკებად დაჭრილი - 100 გრ;
  • 1 მოზრდილი კვერცხის გული;
  • ცივი წყალი - 2-3 ჩ/კ.

გულსართი

  • შავი შოკოლადი (სხვილად დატეხილი) - 350 გრ;
  • კარაქი, კუბიკებად დაჭრილი - 180 გრ;
  • მუქი რომი - 2 ს/კ
  • 2 მოზრდილი კვერცხი
  • 2 მოზრდილი კვერცხის გული
  • შაქარი - 2 ს/კ
  • კაკაო - 1 ს/კ
  • შაქრის პუდრი - 1 ს/კ

მომზადება:

ტარტის ცომი

      ფქვილი, კაკაო, შაქარი და კარაქი სამზარეულოს კომბაინში მოათავსეთ და დაანამცეცეთ;

      დაუმატეთ კვერცხის გული და 2 ჩაის კოვზი წყალი. აურიეთ და თუ საჭიროა, წყალი დაუმატეთ, რომ ცომი შეიკრას და ერთგვაროვანი გახდეს.

      გადმოიღეთ ბლენდერიდან და სწრაფად მოზილეთ ხელით, რომ დარბილდეს.

      მოათავსეთ პატარა ჯამში, დააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და 30 წუთით შედგით მაცივარში.

      შემდეგ სუფთა, ცოტა ფქვილმოყრილ დაფაზე დადეთ და 5 მმ სისქეზე გააბრტყელეთ.

      წაუსვით ცხიმი 25 სმ დიამეტრიან ტარტის ყალიბს, რათა ადვილად გადმოიღოთ ნამცხვარი გამოცხობის შემდეგ; ცომი საცხობ ყალიბში მოათავსეთ და გვერდებიდან ზედმეტი ცომი ჩამოაჭერით. ისევ შედგით მაცივარში გასაციებლად 30 წუთით;

      გამოიღეთ, თავზე დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და მშრალი, მარცვლეული (ბრდა, ცერცვი, ოსპი, ბრინჯი და სხვა) მოაყარეთ სიმძიმისთვის.

      წინასწარ გააცხელეთ ელექტროღუმელი 180° ცელსიუსზე (აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე 4);

      შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ 12 წუთის განმავლობაში. მოაცალეთ სიმძიმე და ქაღალდი. აცხვეთ კიდევ 5 წუთი;

იხილეთ ფოტოილუსტრაცია.

გულსართი

      შოკოლადი და კარაქი ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ. ურიეთ, სანამ ერთგვაროვანი არ გახდება. დაუმატეთ რომი და გადადგით გასაციებლად;

      მიქსერით კარგად ათქვიფეთ კვერცხი, კვერცხის გულები და შაქარი;

      თანდათან დაუმატეთ შოკოლადის ნაზავი. კარგად აურიეთ.

      ჩაასხით საცხობ ყალიბში და აცხვეთ 10 წუთი, სანამ გვერდები არ ამოიწევს, გადადგით გასაციებლად;

      პატარა ჯამში შეურიეთ კაკაო და შაქრის პუდრი. მოაყარეთ ტარტს ზემოდან.

      სუფრაზე მიიტანეთ თბილი ან შეგრილებული.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები: Qwellynaria, ალკოჰოლური, ნამცხვარი, რეცეპტი, ტარტი, შოკოლადი

ნახვა: 539

გამოხმაურებები!

ნამდვილად კახა დადასტურებული ამბავია რო სწორედ 30 წლის ასაკში უყალიბდება ქალს ის გემოვნება როცა შეიძლება ეს ტარტი მოეწონოს

Kakha said:

ბალზაკის ასაკისთვის კაი იქნება ))

RSS

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters