სპორტსმენები და მათი მწრთვნელები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ კვების რაციონს, კერძების ხარისხსა და შემადგენლობას. სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა ასოციაციამ, ამერიკაში გავრცელებული პოპულარული კერძების რეცეპტებიდან სპორტსმენებისთვის რამდენიმე ამოარჩია და ერთ-ერთს ექსკლუზიურად ქართულ სივრცეში სწორედ Qwellynaria გთავაზობთ.

შემადგენლობა

  • 450 გრამი მუხუდო, ერთი ღამის დამბალი
  • 2 ჭიქა წვრილად დაბლენდერებული ხახვი
  • 6 სუფრის კოვზი დანამცეცებული ნიორი
  • 1/4 ჭიქა დაბლენდერებული ქინძი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 2 ჩაის კოვზი დაფქული ქინძი
  • 1 ჩაის კოვზი დაფქული კვლიავი
  • დაფქული შავი წიწაკა (გემოვნებით)
  • პროვანსული ზეთი (ზეთისხილის ზეთი) ტაფისთვის (რამდენიც დასჭირდება)
  • 5 თხელი ლავაში
  • 5 ფურცელი სალათი
  • 2 პომიდორი, შუაზე გაჭრილი
  • 1/4 ჭიქა ზეთისხილი (დაჭრილი)
  • ცაციკის სოუსი მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
    • 1/2 ჭიქა ბერძნული იოგურტი
    • 1/2 ჭიქა არაჟანი
    • 1/2 ჭიქა გაფრცქვნილი, გახეხილი კიტრი (კარგად გაწურული)
    • 1 ჩაის კოვზი დანამცეცებული ნიორი
    • 1 სუფრის კოვზი სუფთა პროვანსული (ზეთისხილის) ზეთი
    • 1 სუფრისკოვზი დანამცეცებული, დაბლენდერებული პიტნის ფოთები ან კამა
    • ნახევარი ლიმონის წვენი
    • მარილი გემოვნებით
    • შავი, დაფქული წიწაკაც გემოვნებით

მომზადება

ფალაფელი:

      • წინა ღამით დამბალი მუხუდო დააბლენდერეთ ვიდრე პიურეს არ დაემსგავსება და ოდნავ არ შესქელდება. შემდეგ გადაიტანეთ დიდ თასში.

      • მოაყარეთ ხახვი, ნიორი, ქინძი, მარილი, დაფქული ქინძი, დაფქული კვლიავი და პილპილი და აურიეთ.

      • მთელი ეს შენარევი დაყავით პატარ-პატარა ბურთულებად, დაახლოებით ღვეზელის შიგთავსის ზომის (40 ბურთულა უნდა გამოვიდეს).

      • შემდეგ ტაფას მოასხით პროვანსალური (ზეითუნის, ზეთისხილის) ზეთი და დაიწყეთ მათი დაბრაწვა, სასურველია ზეთის რაოდენობა იმდენი იყოს, რომ ბურთულები თითქმის დაფაროს. შეწვით სანამ კარგად არ შეყვითლდება-შეყავისფერდება. რომ შეიწვება გადმოიღეთ განიერთ თეფშზე, რომელზეც დაფენილი იქნება სალფეთკი ზედმეტი ცხიმის შესაშრობად.

      • ლავაშის ფირფიტებისგან გააკეთეთ პატარა პაკეტები, თითეულში რომ 3-4 ფალაფელი ჩაეტიოს და კიდევ პომიდორი, სალათის ფურცლები, ზეთისხილი და ცაციკის სოუსი.

ცაციკი სოუსი:

      იოგურტი, არაჟანი, კიტრი კარგად აურიეთ და დააბლენდერეთ.

      გადაიტანეთ თასში და შეურიეთ დარჩენილის საჭირო იგენდიენტები: ნიორი, ზეთი, პიტნა ან კამა, ლიმონი, მარილი და წიწაკა.

      გააჩერეთ მაცივარში მცირე დროით და შემდეგ მიირთვით ფალაფელთან ერთად.

ტეგები: Qwellynaria, არაჟანი, იოგურტი, ლავაში, რეცეპტი, სამარხო, სოუსი, ცაციკი

ნახვა: 1009

გამოხმაურებები!

ცაციკის გარეშე და სამარხვო მაიონეზით, ფაქტობრივად სამარხვოა რა :D

Kakha_მ თქვა:

როგორც ძველი სპორტსმენი მეც დიდ რეკომენდაციას ვუწერ ამ კერძს! ))

RSS

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters