ქვეყანაში, სადაც სოფლის მეურნეობის ორი ძირითადი ნაწილი მიწათმოქმედება და მეცხოველეობა განსაკუთრებულად საყვარელი კერძებით არის წარმოდგენილი (ხაჭაპურების ნაირსახეობანი, ელარჯ-თაშმჯაბები და ა.შ.), ძნელია რაიმე ახალი და საინტერესო დაამკვიდრო, მაგრამ ცდას რა უდგას წინ?!

      Qwellynaria გთავაზობთ უმარტივეს რეცეპტს უგემრიელესი და ნოყიერი წასახემსებლის მოსამზადებლად - ყველიანი პონჩიკები.

შემადგენლობა

  • მოცარელა ან სხვა მაგარი ყველი - 500 გრ.
  • გახეხილი პარმეზანის ყველი - 3 ს/კ
  • კვერცხი - 1ც.
  • ფქვილი - 100 გ.
  • თავშავა - 0.5 ჩ/კ
  • საფანელი
  • კარაქი თუ არ გიყვართ, ზეთი

მომზადება

  • მოზდრილ ჯამში ჩაყარეთ მოცარელა, მოაყარეთ პარმეზანი, ფქვილი და თავშავა, მოასხით კვერცხი და კარგად აურიეთ, კარგად მოზილეთ.
  • მიღებული მასა, პატარა ბურთულებად დაანაწევრეთ (ამ რაოდენობის იგრედიენტებით, დაახლოებით 40 ბურთულა გამოგივათ). ბურთულები ამოავლეთ საფნელში და შედეთ მაცივარში რამდენიმე წუთით.
  • ამასობაში ქვაბში ჩაასხით იმდენი ზეთი, რომ თქვენი ბურთულება სრულიად დაიფაროს როცა მას შიგ ჩაყრით. გააცხელეთ კარგად. გამოიღეთ ბურთულები და კარგად დაბრაწეთ.
  • დაბრაწული ბურთლების გადმოტანისას, გირჩევთ თეფშზე დააფინოთ ქაღალდის ხელსახოცი - ზეთს კარგად იწოვს.

გემრიელად მიირთვით - გირჩევთ კეტჩუპტათნ ერთად.

P.S. თუ კარტოფილი და ყველი გიყვართ, მაშინ ხორბლის ფქვილის ნაცვლად გამოიყენეთ კარტოფილის ფქვილი - წესით უფრო გააგემრიელებს.

P.P.S. თუ მაინცდამაინც ტკბილი ფუნჩულები გიყვართ, გირჩევთ ტრადიციულ ბერძნულ ფუნჩულას.

ტეგები: Qwelly, Qwellynaria, კულინარია, რეცეპტი, ფუნჩულა, ქველინარია, ყველიერი

ნახვა: 3066

გამოხმაურებები!

ეუფ მომინდა :'(

კვერცხი რა ფუნქციას ასრულებს? ამოვიღებდი საერთოდ ინგრედიენტებიდან

რატომ არ გიყვარს? :D  კვერცი კრავს მასას, რომ არ დაიშალოს :D 

არ მიყვარს კვერცხის სუნი :D  მომწამლა და დავშინდი მას მერე :D

BrOliKa_მ თქვა:

რატომ არ გიყვარს? :D  კვერცი კრავს მასას, რომ არ დაიშალოს :D 

ზედმეტი არ იყო :( გლაზოკი შევწვი ორი ცალი  :( :D :D
Kakha_მ თქვა:

თათია კი ვეთანხმები, ზედმეტი არ ვარგა ეგ! :DD

თათია_მ თქვა:

არ მიყვარს კვერცხის სუნი :D  მომწამლა და დავშინდი მას მერე :D

BrOliKa_მ თქვა:

რატომ არ გიყვარს? :D  კვერცი კრავს მასას, რომ არ დაიშალოს :D 

მცირე რადიუსის ქვაბი აიღე მაიკო და ბურთულებიც დააპატარავე :D

Maiko_მ თქვა:

როგორ მინდა ვცადო, მაგრამ ქვაბში ზეთის რაოდენობა მაშინებს :(

კარგი, დავუშვათ არ დაგვპატიჟე, შედეგები სად არის, მაიკო? ))

Maiko_მ თქვა:

რჩევას გავითვალისწინებ, ქვაბის რადიუსს დავაპატარავებ და ვიწყებ მზადებას! :D

RSS

ბლოგ პოსტები

Path of Exile 2 U4GM Mana Stacking Endgame Guide

გამოაქვეყნა AlhajiBak_მ.
თარიღი: ივნისი 24, 2026.
საათი: 10:10am 0 კომენტარი

Path of Exile 2 U4GM Mana Stacking Endgame Guide

Path of Exile 2 Patch 0.5 has introduced many powerful character archetypes, but few have achieved the popularity and effectiveness of Mana stacking builds. By leveraging mechanics such as…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters